აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში მეტყველების ეფექტურად გამოყენების განვითარება

მეტყველების განვითარება აუტისტური სპექტრის აშლილობის დროს დროს

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. 

♦ სათამაშოები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

♦ სხვადასხვა ნივთები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

საჩუქრები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის  ,,ამაზონზე” >>

აუტიზმის ლოგისტიკის განყოფილება ,,ამაზონზე” >>

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში მეტყველების ეფექტურად გამოყენების განვითარება

ცალკეული მეთოდები, რომელიც გამოიყენება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მეტყველების განვითარებისათვის, მოგვაგონებს იმ ბავშვებთან მუშაობას, რომელსაც სხვადასხვა მიზეზების გამო გააჩნიათ მეტყველების განუვითარებლობა (სენსორული ანუ მოტორული დისფაზია, სმენის დაქვეითება). თუმცა, ეს მეთოდები შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს მხოლოდ ცალკეულ სიტუაციებში, როცა ისინი გამოიყენება სპეციალური მუშაობის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს აშლილობის შემთხვევაში მეტყველების განუვითარებლობის მიზეზებს.

მაღალი ხარისხით გამოხატული აუტიზმის შემთხვევაში, მეტად არის გამოხატული ბავშვის აღქმასა და გადმოცემას შორის სხვაობა. როცა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი „არ ლაპარაკობს“,  მუშაობა მეტად რთული, შრომატევადია და სასურველი შედეგებიც ნაკლებად პროგნოზირებადია, ასეთ ჯგუფს მიეკუთვნება ბავშვები, რომლებსაც არასოდეს გამოუყენებია მეტყველება (გარდა იმ აფექტური შეძახილებისა, რომელიც დედას ბავშვის ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე აქვს მოსმენილი და მომავალში არ განმეორებულა) ან ის ბავშვები, რომლებმაც დაკარგეს მეტყველების უნარი, მისი ნორმალურად განვითარების ხანმოკლე პერიოდის არსებობისას (როგორც წესი 2–3 წლის ასაკში).

მეტყველების ამოქმედების მიმართულებები

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვისათვის პრინციპში ხელმისაწვდომია საუბრის აღქმა, ისევე როგორც სიტყვების და ფრაზების წარმოთქმა. ასეთ ბავშვებში მეტყველების ამოქმედება ერთდროულად სამი მიმართულებით მიმდინარეობს:

  • ზრდასრული ადამიანების მიმიკის, ინტონაციის, უნებურად გამეორების პროვოცირებით;
  • ბავშვის პროვოცირება ექოლალიაზე (ავადმყოფის მიერ სხვისი საუბრის დროს გაგონილი სიტყვების და ფრაზების, უნებლიე, უაზრო გამეორება) და არანებელობით სიტყვიერ რეაქციაზე, რაც მიიღწევა ფიზიკური და ბავშვის მოძრაობის რიტმების მიხედვით;
  • ბავშვთან ერთად სიტყვების გამეორება მის ბგერით რეაქციებზე წათამაშება – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია, არამეტყველი ბავშვის მეტყველების სტიმულაციისათვის და სპეციფიკურია მეტყველების კორექციისათვის.

თუ მუშაობა მუდმივად და ინტენსიურად მიმდინარეობს, გარკვეული დროის შემდეგ შესამჩნევი ხდება, რომ ბავშვს მოსწონს უფროსებისადმის „შეძახილები“, მოსწონს, რომ მისი „ესმით“, რომ მას პასუხობენ. ბავშვის ვოკალიზაცია თანდათან უფრო მრავალფეროვანი ხდება და ის ხშირად მიმართულია უფროსებისადმი, ბავშვი თითქოს იწვევს ოჯახის წევრებს სათამაშოდ და ამ პროცესში  ზოგჯერ „წამოიძახებს“ რეალურ სიტყვასაც კი.
მშობლები და სპეციალისტები, რომლებიც  შეითვისებენ ამ მეთოდს, ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ მათ არ „ჰყოფნით  ფანტაზია“, თუმცა ძალიან მალე (დაახლოებით ერთ კვირაში), ისინი გამოიმუშავებენ აუცილებელ უნარ–ჩვევებს და მომავალში მუშაობა მიდის იოლად, თითქმის ავტომატურად.

სირთულეები

გარკვეული სიძნელე წარმოიქმნება იმ ბავშვებთან მუშაობაში, რომლებიც დასაწყისიდანვე გააჩნიათ მრავალფეროვანი ვოკალიზაციის უნარი. ასეთი ბავშვი მუდმივად „ღიღინებს“ და მღერის „თავის ენაზე“, მუშაობა რთულდება, ვინაიდან ბავშვის სამეტყველო აპარატი მუდმივად „დაკავებულია“. ასეთ ბავშვებთან მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი არის – ზემოთ აღწერილი მეთოდებით ინტენსიური მუშაობა. რასაკვირველია, ასეთ სიტუაციაში სრულად აღნიშნული მეთოდების გამოყენება შეუძლებელია, მაგრამ მცირე ნაწილიც კი საკმარისია, რომ მიპყრობილი იქნას ბავშვის ყურადღება.

აღნიშნული მეთოდების გამოყენებასთან ერთად აუცილებელია ისეთ გარემოს შექმნა, სადაც სიტყვები, ფრაზები, რომელიც „ზედაპირზე ტივტივებს“ დავიწყებას არ მიეცემა და პერიოდულად განმეორდება. ამიტომ საჭიროა:

  • თამაშებსა და მეცადინეობებზე მუდმივად წარმოიქმნას ისეთ სიტუაციები, რომელიც შესაბამისია ბავშვის ხმოვან ან ბგერით რეაქციებზე.  მაგალითად, კუბებით კოშკის დანგრევისას წამოძახილი „დაინგრა“, „ჩამოვარდა“, შემდეგ „ბუჰ!“ შორისდებულის გამოყენება და ა.შ.
  • ბავშვის ყოველდღიური მოთხოვნილებებთან დაკავშირებული სიტყვების მახსოვრობაში განმტიკიცება.
  • ბავშვის მიერ წარმოთქმული სიტყვის ან ფრაზების ატაცება, მისი გამეორება ან ვოკალიზაცია, რომელიც შესაბამისია მოცემულ სიტუაციასთან. გარკვეული სახის დიალოგის მსგავსი სიტუაციის შექმნა.

აღსანიშნავია, რომ ამ ასაკში ბავშვები ხშირად აცნობიერებენ პრობლემის არსს და ეშინიათ ლაპარაკის. ასეთ ბავშვების მიმართ დიდი ყურადღებაა საჭირო, რადგან ისინი ძალიან ჩუმად ცდილობენ ლაპარაკს, თითქმის „ჩურჩულებენ“. ზოგიერთმა უკვე იცის სიტყვები და შესაძლებელია კითხვის და წერის შესწავლა. დედასთან  ან პედაგოგს შორის  ბავშვის „მიმოწერა“ შეიძლება გახდეს მიმართვის ფორმა, რომელმაც შეიძლება საბოლოოდ აღმოფხვრას ე.წ. „გარე“ მეტყველება.


მეტყველების განვითარება – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👶 აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში მეტყველების ეფექტურად გამოყენების განვითარება
📌 ცალკეული მეთოდები, რომელიც გამოიყენება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მეტყველების განვითარებისათვის, მოგვაგონებს იმ ბავშვებთან მუშაობას, რომელსაც სხვადასხვა მიზეზების გამო გააჩნიათ მეტყველების განუვითარებლობა.
⭕️ როცა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი „არ ლაპარაკობს“, მუშაობა მეტად რთული, შრომატევადია და სასურველი შედეგებიც ნაკლებად პროგნოზირებადია.
📣 ასეთ ჯგუფს მიეკუთვნება ბავშვები, რომლებსაც არასოდეს გამოუყენებია მეტყველება ან ის ბავშვები, რომლებმაც დაკარგეს მეტყველების უნარი, მისი ნორმალურად განვითარების ხანმოკლე პერიოდის არსებობისას (როგორც წესი 2–3 წლის ასაკში).
🩺 ასეთ ბავშვებში მეტყველების ამოქმედება ერთდროულად სამი მიმართულებით მიმდინარეობს:
➡️ ზრდასრული ადამიანების მიმიკის, ინტონაციის, უნებურად გამეორების პროვოცირებით;
➡️ ბავშვის პროვოცირება ექოლალიაზე (ავადმყოფის მიერ სხვისი საუბრის დროს გაგონილი სიტყვების და ფრაზების, უნებლიე, უაზრო გამეორება) და არანებელობით სიტყვიერ რეაქციაზე;
➡️ ავშვთან ერთად სიტყვების გამეორება მის ბგერით რეაქციებზე წათამაშება
👉 გაიგეთ მეტი სტატიიდან – https://bit.ly/3zC1JTz
#აუტიზმი #აუტისტურისპექტრისაშლილობა #მეტყველებისგანვითარება #საუბრისაღქმა #ემოციურიკომენტარები #ემოციურარსობრივიკომენტარები #ნელიპასუხი #ლაპარაკისგანვითარება #მეტყველებისგანვითარებისშეფერხება #განმეორებითისიტყვები #ექოლალია #ბგერითირეაქციები #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

 >> აუტისტური სპექტრის აშლილობა

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

 


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. . “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.