აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში სოციალურ–საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების გამომუშავება

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში სოციალურ–საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების გამომუშავება

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. 

♦ სათამაშოები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

♦ სხვადასხვა ნივთები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

საჩუქრები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის  ,,ამაზონზე” >>

აუტიზმის ლოგისტიკის განყოფილება ,,ამაზონზე” >>

აუტისტი ბავშვის თვითმომსახურების და სოციალურ–საყოფაცხოვრებო უნარ–ჩვევების სწავლება, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს, რაც მეტწილად დაკავშირებულია გარემოს კონტაქტის დარღვევასთან, მობილიზების სირთულესთან და შიშებთან.
ბავშვს შეიძლება ეშინოდეს ტუალეტში სიარულის, რადგან აშინებს ნიჟარაში ჩაშვებული წყლის ხმაური; დაბანის შიში, რადგან ერთხელ თვალში მოხვდა წყლის წვეთები; ჩაცმის შიში, რადგან ვიწრო სვიტერის ჩაცმისას თავი გაეჭედა და ა.შ.
აღნიშნული ნეგატიური მოვლენების გადალახვა შესაძლებელია თუ ოჯახის წევრებს ესმით ბავშვის უარის მიზეზები. ამიტომ საჭიროა მისი გამხნევება, ხაზგასმით აღნიშვნა თუ როგორი ძლიერი და ყოჩაღია, ბავშვს მიეცეს იმის საშუალება თვითონ გაართვას თავი საშიში სიტუაციებს. შესაძლებელია იმის ახსნა თუ რატომ ხმაურობს წყალი, შეიძლება იმის მოყოლა თუ როგორ მოდის წყალი მდინარედან ჩვენამდე, მივაჩვიოთ ონკანიდან მომავალ წყალს და ა.შ.

ჯანმრთელი ბავშვები სამი წლის ასაკში ხშირად ცდილობენ ოჯახის წევრებისაგან, დაიცვან თავიანთი დამოუკიდებელი მოქმედებები. აუტისტ ბავშვებში თუ ისინი დარწმუნებულნი არიან წარუმატებლობაში, პირიქით ცდილობენ უფროსების დახმარებას, ადვილად ხდებიან დამოკიდებულნი უფროსების მითითებებზე და დახმარებაზე.
მნიშვნელოვანია, რომ დასაწყისში უფროსების მიერ, ბავშვისადმი თხოვნები და მიმართვები ეხებოდეს მისთვის სასიამოვნო მოქმედების განხორციელებას. სანამ მშობელი რამეს სთხოვს ბავშვს ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პატარა მას შეასრულებს. თუ მშობელი გრძნობს, რომ ბავშვი ვერ შეძლებს, მაშინ ყურადღება უნდა გადაიტანოს უფრო მარტივ ამოცანაზე.
აუტისტი ბავშვები თავს მშვიდად გრძნობენ და უკეთესად არეგულირებენ თავიანთ ქცევებს თუ ისინი მისდევენ მკაფიო დღის წესრიგს, ოჯახურ ჩვევებს და ტრადიციებს. ზოგიერთი ბავშვი, დაბადებიდან ამყარებს მუდმივ დღის წესრიგს და მოითხოვს მის განუხრელად დაცვას: სეირნობა უნდა მოხდეს დღის ერთი და იმავე საათზე, ერთი მარშრუტით, კვება მხოლოდ გარკვეულ საათებში და ა.შ. ის შეიძლება კაპრიზული გახდეს თუ შესთავაზებენ რაიმე მოულოდნელს, თუნდაც ის იყოს სასიამოვნო. ხშირად ეს აღიზიანებს უფროსებს და მათი აქტიურობაც კლებულობს.

ბავშვს ზოგადი წესრიგის ათვისებაში შეიძლება დაეხმაროს ფოტოგრაფია (ან სურათები), გამოსახულებები, რომელზეც ასახულია ჭამის, ძილის, კითხვის, ჩაცმის, სეირნობის და ა.შ. სცენები. შეიძლება ასეთი „ალბომი–განრიგის“ შექმნა. ყოველი ეს დაემხარება ბავშვს ყოველდღიური  ცხოვრების სტრუქტურირებაში.

ლოდინი

აუტისტი ბავშვისათვის ხშირად ძალიან ცუდად მოქმედებს ლოდინი –  როცა სასურველი მოვლენა გადაიდება; სიტყვა „მოიცადე“ უკვე იწვევს უარყოფით რეაქციებს. ეს დაკავშირებულია დროის წარმოდგენის არაფორმირებასთან. ბავშვისათვის გაუგებარია, რამდენად გადაიწევს მისთვის სასიამოვნო მოვლენა. ამიტომ მშობელი უნდა მოერიდოს ამ სიტყვის გამოყენებას, შეიძლება ამ სიტუაციის ასეთი სახით წარმოდგენაც: „ჩვენ აუცილებლად წავიკითხავთ ერთად ზღაპრებს, როცა სადილს მოვამზადებ, მანამდე კი შეგიძლია დაჯდე ჩემს გვერდით და ნახატები გააფერადო“ (პარალელურად მშობელმა უნდა მოამზადოს ფანქრები და ფურცლები). ამრიგად, ლოდინის სიმძიმის აქცენტი გადაიტანება სასიამოვნო აქტიურობაზე.

აუტისტი ბავშვების ცხოვრებაში არსებული მოწესრიგებული  ქცევების  სტაბილურობას, ხელს უწყობს არა მარტო დროითი, არამედ მისი ცხოვრების სივრცითი ორგანიზაციაც. მნიშვნელოვანია ბავშვის ირგვლივ სივრცის ისე ორგანიზება, რომ მისთვის გასაგები გახდეს თუ სად ატარებს დროს უფროსებთან, სად იცვამს, იკვებება, სად არის მოსახერხებელი ხატვა, წიგნების კთხვა და ა.შ.

როცა ბავშვი მთლიანობაში გაითავისებს მოტორულ უნარებს, ოჯახის წევრებს შეუძლია დაიკავოს უფრო პასიური პოზიცია, მაგრამ მშობელმა არ უნდა დაივიწყოს ბავშვის წარმატებებით აღტაცება და წარუმატებლობის იგნორირება. აუტისტი ბავშვების უმრავლესობა მწვავედ რეაგირებს სიტყვაზე „არა“, რომელიც ხშირად მშობელს წამოსცდება ბავშვის ნერვული მოქმედებების ფონზე. ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად მეტად პროდუქტიულია, მშობელმა ბავშვს გაუმეოროს ამოცანა და არ მოახდინოს ყურადღების გამახვილება წარუმატებლობაზე.

მშობელი არ უნდა ეცადოს ბავშვს, ყველაფერი ერთროულად ასწავლოს, უკეთესია დასაწყისში ყურადღება გაამახვილოს ბავშვისათვის მეტად ხელმისაწვდომ უნარზე და თანდათან გადაერთოს სიტუაციების მიხედვით, მარტივ საყოფაცხოვრებო საქმიანობის ათვისებაზე. აუტისტი ბავშვებისათვის საყოფაცხოვრებო უნარ–ჩვევების ათვისება მოითხოვს ხანგრძლივ დროს და ოჯახის წევრების დიდ მოთმინებას.

საკვებისადმი ამორჩევითობა

ყველაზე ხშირად, რასაც აუტისტი ბავშვების მშობლები აწყდებიან, არის საკვებისადმი ამორჩევითობა. ბავშვმა შეიძლება რძისა და ორცხობილის გარდა ყველაფერზე უარი თქვას. ზოგჯერ ამის მიზეზი არის ახალი პროდუქტის გასინჯვის მიმართ შიში. გამოსავლი არის ახალი კერძის  ძველით შენიღბვა. ზოგიერთ შემთხვევაში, აუტისტი ბავშვი კარგად შენიღბულ საკვებს გამოავლენს და უარს აცხადებს მის მიღებაზე. სასურველია ბავშვის კვება განხორციელდეს მხოლოდ მაგიდასთან და ერთსა და იმავე დროს.

საკვების მიმართ აუტისტი ბავშვის დამოკიდებულება რთული საკითხია და მოითხოვს მშობლისგან დიდ მოთმინებას. განვითარებასთან ერთად ბავშვი იწყებს გარემოს აქტიურ გამოკვლევას და თანდათან ახალი კერძების გასინჯვასაც.

ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის შექება, როცა ის მაგიდასთან ზის, ეს მისთვის მარტივი საქმე არ არის. ხშირად აუტისტი ბავშვები საერთოდ არ ზიან მაგიდასთან: აიღებენ საკვების ნაჭერს და მიდიან, აგდებენ ძირს და ა.შ.

ხშირად ბავშვები განიცდიან სიძნელეებს ჭამის დროს, რაც დაკავშირებულია მათ მოუხერხებლობასთან. საკვების წვეთის მოხვედრაც კი ტანსაცმელზე ან ლოყაზე შეიძლება აღმოჩნდეს უსიამოვნო შეგრძნების მიზეზი. ამის თავიდან აცილება შეიძლება თუ ბავშვი აითვისებს ხელსახოცის გამოყენებას.

დამოკიდებულება ტანსაცმლის მიმართ

პრობლემატურია აუტისტი ბავშვის დამოკიდებულება ტანსაცმლის მიმართ. უმრავლესობა ცდილობს ტანსაცმელი, ფეხსაცმელები გაიხადოს პირველი ხელსაყრელი მომენტისთანავე ან სრულიად ჩაუცმელმა იაროს.

ტანსაცმელთან დაკავშირებით გარკვეული სიძნელეები დაკავშირებულია  შეხებით (ტაქტილურ) გაღიზიანებასთან. ბავშვი რეაგირებს სეზონური ტანსაცმლის ცვლილებებთან. ყოველივე ეს უნდა გაითვალისწინოს მშობელმა. ამ მიზნით შესაძლებელია ბავშვის წინასწარ შემზადება, რომ მალე დადგება გაზაფხული და ყველა შეიცვლის ტანსაცმელს. შედეგად ბავშვის პროტესტი საგრძნობლად შესუსტებული იქნება.

სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავება – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👶 აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის თვითმომსახურების და სოციალურ–საყოფაცხოვრებო უნარ–ჩვევების სწავლება, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს, რაც მეტწილად დაკავშირებულია:
✅ გარემოს კონტაქტის დარღვევასთან;
✅ მობილიზების სირთულესთან;
✅ შიშებთან
🚽 ბავშვს შეიძლება ეშინოდეს ტუალეტში სიარულის, რადგან აშინებს ნიჟარაში ჩაშვებული წყლის ხმაური;
🛁 დაბანის შიში, რადგან ერთხელ თვალში მოხვდა წყლის წვეთები;
👕 ჩაცმის შიში, რადგან ვიწრო სვიტერის ჩაცმისას თავი გაეჭედა და ა.შ.
👨‍👩‍👦 აღნიშნული ნეგატიური მოვლენების გადალახვა შესაძლებელია თუ ოჯახის წევრებს ესმით ბავშვის უარის მიზეზები.
🎊 ამიტომ საჭიროა მისი გამხნევება, ხაზგასმით აღნიშვნა თუ როგორი ძლიერი და ყოჩაღია, ბავშვს მიეცეს იმის საშუალება თვითონ გაართვას თავი საშიში სიტუაციებს.
🖇 შესაძლებელია იმის ახსნა თუ რატომ ხმაურობს წყალი, შეიძლება იმის მოყოლა თუ როგორ მოდის წყალი მდინარედან ჩვენამდე, მივაჩვიოთ ონკანიდან მომავალ წყალს და ა.შ.
👉 შეიტყვეთ მეტი ლალი დათეშიძის სტატიიდან – https://bit.ly/3BkH2fM
#აუტიზმი #აუტისტურისპექტრისაშლილობა #აუტიზმისნიშნები #აუტიზმისსიმპტომები #სოციალურიურთიერთობები #სოციალურიუნარები #საყოფაცხოვრებროუნარები #შიში #ბავშვისშიში #ბავშვისგანვითარება #ბავშვისაღზრდა #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

>> აუტიზმი

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.