აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში მეტყველების აღქმის განვითარება

აუტისტური სპექტრის აშლილობა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. 

 სათამაშოები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

სხვადასხვა ნივთები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

საჩუქრები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის  ,,ამაზონზე” >>

აუტიზმის ლოგისტიკის განყოფილება ,,ამაზონზე” >>

ადრეული ასაკის ბავშვთა აუტიზმის მიმართებაში, აღნიშნული მუშაობის  მიმართულება განსხვავდება იმ მეთოდებისგან, რომელიც გამოიყენება სენსორული დისფაზიის (მეტყველების სრულია ან ნაწილობრივი უუნარობა)  ან გონებრივი ჩამორჩენის მქონე ბავშვებში.

საუბრის აღქმა

გარემოში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მიერ საუბრის აღქმა, ხმის, სიტყვების შეხამება ობიექტთან, მოყოლილის არსში ჩაწვდომა, თითქმის უწყვეტად მიმდინარეობს. ეს მტკიცდება მრავალი დაკვირვებებით: იშვიათი, მაგრამ ადეკვატური კომენტარებით (პირველი და მეორე ჯგუფის აუტისტი ბავშვების შემთხვევაშიც კი); ხანგრძლივი მოვლენების გახსენების უნარით; მშობლების კომენტარებზე ბავშვის ადექვატური რეაქციებით; სხვადასხვა სათამაშო სიტუაციების დამახსოვრება და მისი გამოყენების მოთხოვნა მომდევნო მეცადინეობებში და სხვა.
არამოლაპარაკე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს არ რეაგირებენ საუბარზე და არ ასრულებენ მიცემულ ინსტრუქციებს, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ისინი ითვალისწინებენ სხვა ადამიანების ნათქვამს.
აქედან გამომდინარეობს, რომ აუტისტ ბავშვებს შეუძლიათ გაიგოს საუბარი და აღიქვან გარემოში მიმდინარე პროცესები თუ ის მოხვდება მათიი არანებელობითი ყურადღების არეში. როგორც ჩანს,  პრობლემა არა იმდენად მეტყველების აღქმაშია, რამდენადაც ნებელობაში. ძალიან რთულია, აუტისტი ბავშვების გამოყვანა საკუთარი აუტოსტიმულაციიდან.
ამ მდგომარობიდან გამოსვლის ერთადერთი ადექვატური გზა არის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების ცხოვრებაში ემოციონალური დატვირთვის შეტანა. ამის მიღწევა შესაძლებელია სპეციალური ემოციურ-არსობრივი კომენტარებით, რომელიც  სწავლების აუცილებელი კომპონენტია.

ემოციურ-არსობრივი კომენტარები

ემოციურ-არსობრივი კომენტარები უნდა იყოს:

  • ბავშვის გამოცდილებასთან ახლოს. რაც ბავშვს უნახავს, გამოუცდია, იცის. მაგალითად, ხატვის დროს ნახატი უნდა იყოს აგებული მოგონებებზე ვთქვათ, ზაფხულის შესახებ, მდინარეზე თუ ზღვაზე ბანაობაზე, ტყეში სეირნობაზე და ა.შ.
  • ემოციური დატვირთვა უნდა მიენიჭოს ბავშვის უაზრო აქტივობასაც. მაგალითად, როცა ბავშვი ირწევა საწოლზე ან სკამზე. ემოციური იმიტაცია უნდა გაკეთდეს მატარებლის ან მანქანის მოძრაობებზე.
  • გარემოში არსებული მოვლენების „ემოციონალური აქცენტებით“ გახმოვანება. მაგალითად, რა ლამაზად თოვს, როგორ ანათებს ფარანი სიბნელეში და სხვა.
  • საგნის და მოვლენების არსის გარკვევა.
  • ცხოვრებისეული მოვლენების, ადამიანური ურთიერთობების და სოციალური ორგანიზაციის მარტივად გადმოცემა.
  • აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვისათვის ადამიანური ემოციების, გრძნობების, ურთიერთობების აღწერა, რომლის გაგება მას დამოუკიდებლად არ შეუძლია.
  • შესაძლებლობის მიხედვით ემოციონალურ-არსობრივი კომენტარები არ უნდა იყოს ძალზე მარტივი ან რთული.

კომენტარების შორის უნდა იყოს გარკვეული შუალედები, რათა ბავშვი უკეთ გაერკვეს და მოახდინოს მისი აღქმა. თამაშების დროს ემოციონალური კომენტარები ეხმარება ბავშვს, განიხილოს თამაშის ცალკეული ეპიზოდები და ერთმანეთთან ისინი დააკავშიროს  შესაბამისი შეფასებების მიხედვით.
მნიშვნელოვანია ემოციურ-არსობრივი კომენტარები სწავლების პროცესშიც. ამ შემთხვევაში ის მკურნალობის რეჟიმის აუცილებელი კომპონენტია.

მეხსიერების აღქმა

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მეხსიერების აღქმის პროცესის წარმატებით განვითარებისათვის უაღრესად სასარგებლოა სიუჟეტური ხატვა. როცა ბავშვს ერთდროულად ესმის საგნის ან მოვლენების შესახებ და გადააქვს ის ფურცელზე ნახატის სახით.
მშობლები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები არ იჩენენ ინტერესს ნახატებიანი წიგნების მიმართ, არ სურთ ზღაპრის მოსმენა, მაგრამ საკმარისია დედამ დაიწყოს თავისი შვილის ხატვა, შემდეგი კომენტარებით:  ისინი წავლენ პარკში სასეირნოდ, გაერთობიან საქანელაზე და ა.შ.
ბავშვი ინტერესდება, განეწყობა  შეთავაზებული ისტორიის ბოლომდე მოსასმენად, რომელიც  მის თვალწინ იშლება ნახატების სახით.
ბავშვის საკუთარი ისტორიების მოყოლით მომავალში შესაძლებელია სხვა სიუჟეტებზე გადასვლაც: ზღაპრებზე, მოკლე მოთხრობებზე. ბავშვი უკვე მომზადებული იქნება ახალი  ტექსტების ასათვისებლად.
აღზრდის აღნიშნული მეთოდების გამოყენებით, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში თანდათან განვითარდება მეტყველების აღქმის უნარი, მოხდება მისი სასაუბრო მეხსიერების ფორმირება. >> აუტიზმი


აუტისტური სპექტრის აშლილობა – მეტყველების განვითარებალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

📢 გარემოში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მიერ საუბრის აღქმა, ხმის, სიტყვების შეხამება ობიექტთან, მოყოლილის არსში ჩაწვდომა, თითქმის უწყვეტად მიმდინარეობს
📌 ეს მტკიცდება მრავალი დაკვირვებებით:

✅ იშვიათი, მაგრამ ადეკვატური კომენტარებით;
✅ ხანგრძლივი მოვლენების გახსენების უნარით;
✅ მშობლების კომენტარებზე ბავშვის ადექვატური რეაქციებით;
✅ სხვადასხვა სათამაშო სიტუაციების დამახსოვრება და მისი გამოყენების მოთხოვნა მომდევნო მეცადინეობებში
❕ არამოლაპარაკე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს არ რეაგირებენ საუბარზე და არ ასრულებენ მიცემულ ინსტრუქციებს, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ისინი ითვალისწინებენ სხვა ადამიანების ნათქვამს
💢 ძალიან რთულია, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების გამოყვანა საკუთარი აუტოსტიმულაციიდან
🔘 ამის მიღწევა შესაძლებელია სპეციალური ემოციურ-არსობრივი კომენტარებით, რომლებიც უნდა იყოს ბავშვის გამოცდილებასთან ახლოს
👉 გაიგეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3DJJTAW
#აუტიზმი #აუტისტურისპექტრისაშლილობა #მეტყველებისგანვითარება #საუბრისაღქმა #ემოციურიკომენტარები #ემოციურარსობრივიკომენტარები #ნელიპასუხი #ლაპარაკისგანვითარება #მეტყველებისგანვითარებისშეფერხება #განმეორებითისიტყვები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.