სექსუალური განვითარება დაბადებიდან 3 წლის ასაკამდე

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ წიგნები სექსოლოგიაზე ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები


(ჯანმოს ევროპის რეგიონალური ბიუროს და ჯანმრთელობის ფედერალური სასწავლო ცენტრის (კიოლნი, 2010 The Federal Centre for Health Education) მასალების მიხედვით. http://srhhivlinkages.org/wp-content/uploads/2013/04/who_bzga_standards_ru.pdf)

ახალშობილები: 0-1 წელი

ბავშვებში სექსუალური აქტიურობა იწყება დაბადებისთანავე. ახალშობილები მთლიანად არიან კონცენტრირებულნი თავიანთ გრძნობებზე: შეხება, სმენა, მხედველობა, გემო და სუნი. ახალშობილებში პირადი გრძნობების სახით შეიძლება გაჩნდეს მყუდროობის და უსაფრთხოების გრძნობები. დიდი მნიშვნელობა აქვს მოფერებას და სურნელს, რომელიც  მისი ჯანსაღი სოციალური და ემოციური განვითარების საფუძველია.

ახალშობილები აღმოაჩენენ მის ახლო მყოფ გარემოს. ეს ვლინდება სათამაშოების წოვისადმი მიდრეკილებით (შეხებით შეგრძნება), უფროსების სახის ან საგნების გადაადგილების თვალიერება (მხედველობითი შეგრძნება) და მუსიკის მოსმენა (სმენითი შეგრძნება). ახალშობილები ასევე ითვისებენ საკუთარ სხეულს. ისინი ხშირად ეხებიან ორგანოებს და მათ შორის გენიტალიებს. ეს ხდება შემთხვევით, გაუცნობიერებლად.

სიარულის დამწყები ბავშვები:  2-3 წელი

ცნობისმოყვარეობა/შეიცნონ საკუთარი სხეული

ამ ასაკის ბავშვები, საკუთარ თავს და სხეულის აღქმას იწყებენ. ისინი იგებენ, რომ გარეგნულად მათი სხეული განსხვავდება სხვა ბავშვის და მოზრდილის (მიმდინარეობს იდენტობის ფორმირება) სხეულებისაგან. ანსხვავებენ გოგოს და ბიჭს (მიმდინარეობს სქესობრივი იდენტობის ფორმირება). წარმოიქმნება საკუთარი და სხვისი სხეულების მიმართ ინტერესი. ხშირად ისინი დაწვრილებით იკვლევენ სხეულს და გენიტალიებს, ასევე აჩვენებენ სხვა ბავშვებს და მოზრდილებს.

ამ ასაკის ბავშვებში ჯერ კიდევ არის ფიზიკური კონტაქტის ძლიერ მოთხოვნილება. მათ მოსწონთ ვინმეს მუხლებზე ჯდომა და ჩახუტებით იღებენ სიამოვნებას. ისინი ასევე იგებენ რა „შეიძლება“ და რა „არა“ (სოციალური ნორმები)

წყარო: http://1sexology.ru/seksualnoe-razvitie/


♦ წიგნები სექსოლოგიაზე ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


1. სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია..


 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..

One thought on “სექსუალური განვითარება დაბადებიდან 3 წლის ასაკამდე”

Comments are closed.