სექსუალური განვითარება სქესობრივი მომწიფების პერიოდში

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ წიგნები სექსოლოგიაზე ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები


(ჯანმოს ევროპის რეგიონალური ბიუროს და ჯანმრთელობის ფედერალური სასწავლო ცენტრის (კიოლნი, 2010 The Federal Centre for Health Education) მასალების მიხედვით. http://srhhivlinkages.org/wp-content/uploads/2013/04/who_bzga_standards_ru.pdf)

11-13 წლის ასაკში ბავშვების ინტერესები იცვლება, ისინი იწყებენ ყურადღების კონცენტრაციას სხეულის და მათ შორის სასქესო ორგანოების მიმართ. იზრდება ინტერესი საპირისპირო სქესის მიმართ. სქესობრივი მომწიფების პერიოდში, სოციალურ იდენტობას ავსებს ფსიქოლოგიური იდენტურობის ძიება. მოზარდები აქტიურად განიხილავენ თავიანთ პირად თვისებებს და მათ მნიშვნელობას, იწყებენ ფიქრს ცხოვრებაში თავისი ადგილის შესახებ. იდენტობის ფორმირება მჭიდროდ არის დაკავშირებული საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენებთან. სქესობრივი მომწიფება წარმოადგენს ისეთ პერიოდს, როცა მოზარდებში იზრდება ინტელექტუალური შესაძლებლობები და იწყება მორალურის გრძნობების ფორმირება.

სექსუალური განვითარება ძლიერდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში. სექსუალურობასთან დაკავშირებული შეგრძნებები და მოტივები, იძენს სოციალურ მიმართულებას. ბიჭებსა და გოგონებს შორის განსხვავება თვალსაჩინოა. ერთი სქესის მეგობრები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სქესობრივი მომწიფების ადრეულ სტადიებზე, ისინი ხდებიან თანამოსაუბრები, რომელთანაც შეიძლება ლაპარაკი; ამავე პერიოდში იწყება საწინააღმდეგო სქესი მიმართ თავმოწონება. სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვლინდება ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას შორის შეუსაბამობა.

ცხოვრების მოცემულ პერიოდში, ახალგაზრდებში იწყება საფუძვლიანი აზროვნების პერიოდი. ისინი თანდათან სწავლობენ ფიქრს არამატერიალურ მოვლენების და საგნების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ შეუცნობელია. ამ ეტაპზე შესაძლებელია თვითანალიზის წარმოშობა. მეტიც, ახალგაზრდებში ვითარდება ცალკეული ტიპის მოვლენების შეხამების უნარი, რომელიც მათ აძლევთ საშუალებას  გამოვიდნენ რთული სიტუაციებიდან.

12-20 წლის ასაკისათვის მიმდინარეობს სექსუალური ორიენტაციის თანდათანობითი ფორმირება, ამავე პერიოდში ფორმირდება და მყარდება მათი სექსუალური უპირატესობები.

წყარო: http://1sexology.ru/seksualnoe-razvitie/


♦ წიგნები სექსოლოგიაზე ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


1. სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია..