სექსუალური დისფუნქციების ფსიქოთერაპია

სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

როგორც ჩანს, ინტიმური ურთიერთობების ხარისხი, პირდაპირ დამოკიდებულია პარტნიორების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან. ამიტომ, როცა სპეციალისტისათვის არჩევანი მეტ-ნაკლებად გადაწყვეტილია, რჩება გაურკვეველი კითხვა: როგორ დაეხმარება წყვილებს ფსიქოლოგია ვიწრო ინტიმური პრობლემების გადაწყვეტაში?

ფსიქოსექსუალური ანამნეზი

ფსიქოსექსუალური ანამნეზი წარმოადგენს პრობლემა-ორიენტირებად მეთოდს ანუ ითვალისწინებს კონკრეტული სიტუაციის სპეციფიკას. ფსიქოლოგი არკვევს პაციენტების სექსუალურ მხარეებს, წყვილების სექსუალურ ცხოვრებაში საკუთრივ სქესთა როლს, ასევე მათ ზოგად დამოკიდებულებას სექსისადმი; განსაზღვრავს მამის და დედის, როლს ოჯახის სხვა წევრებთან მიმართებაში; ინფორმაციას იღებს პირველი სექსუალური ცოდნის, პირველი ეროტიკული კავშირების, გადატანილი სექსუალური ტრამვის შესახებ. აზუსტებს, რას ელოდება ადამიანი სექსიდან, რომელია მისი სასურველი მოქმედება, რა არ იზიდავს სექსში.
შემდეგ იწყება უშუალო მუშაობა. სექსუალური სფეროს კორექცია შეიძლება ჩატარდეს განსხვავებულ ფსიქოთერაპიულ პარადიგმებში, რაც გულისხმობს სხვადასხვა მეთოდების და მიდგომების გამოყენებას.
სექსუალური დისჰარმონიის მკურნალობაში, დადებით შედეგს იძლევა ერთი მხრივ ქცევითი თერაპია, ხოლო მეორე მხრივ – საუბრები, კომუნიკაციური და მოკლე ვადიანი თერაპია. თერაპიული საუბრების წარმატების მიზეზი არის ერთდროულად მისი ჩატარება სექსუალურ წყვილებში.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ღრმა-ფსიქოლოგიურ და ფსიქოდინამიკურ მიდგომებს, რამდენადაც საკითხი ხშირად ეხება, კონფლიქტური სიტუაციის გამომწვევ წამყვან კომპლექსებს, რომელიც ფიქსირებულია ადამიანის ქვეცნობიერში. სწორედ ისინი იწვევენ სექსუალურ დარღვევებს, რომლის მექანიზმები ავადმყოფის მიერ გაცნობიერებული არ არის.

ფსიქოთერაპიაში ეგზისტენციალური მიმართულება აქცენტს აკეთებს, ადამიანის ყოფიერებასთან დაკავშირებულ, გაცნობიერებად ფსიქიკურ პროცესებზე. ამ მიმართულების ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული კონცეფცია არის – ვ. ფრანკლის ლოგოთერაპია. მისი მიხედვით, პიროვნების არსებობის არსის დაკარგვა, ადამიანში წარმოშობს სულიერი სიცარიელის გრძნობას, მდგომარეობიდან გამოუსვლელობის შეგრძნებას (ეგზისტენციალური ვაკუუმი), რაც იწვევს ნევროზული და ფსიქოსომატური დარღვევების წარმოშობას.

სექსუალური მოშლილობის მქონე პირები ხშირად დაძაბულია, აუტოგენური წვრთვნა არის მკურნალობის სასურველი მეთოდი. საჭიროა მოშლილობებიდან დისტანცირების მიღწევა მაგალითად: „მე სრულიად განურჩეველი ვარ ჩემში არსებული დარღვევების მიმართ“. რითაც, მიიღწევა დაძაბულობის მოხსნა.

ფსიქოთერაპიის პათოგენეტიკური კონცეფცია მიმართულია, ამათუიმ დარღვევის წარმომშობი მიზეზების და მისი ფორმირების სიღრმისეული მექანიზმების აღმოჩენაზე, პაციენტების თავისებურებების კვლევაზე, რომელიც განაპირობებს ფსიქოგენურ სექსუალურ დისფუნქციებს. შეისწავლება წარსული შთაბეჭდილებები, გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი განცდები, (რომელიც შეიძლება უარყოფითად ასახულიყო პაციენტის სექსუალურ განვითარებაზე), ბავშვობაში მშობლებთან ურთიერთობა, პირველი სექსუალური განცდები, სურვილების დათრგუნვა, შიშები და განგაშის მდგომარეობა, გადაუწყვეტელი შიდა კონფლიქტები.

დარღვევების კორექციის მეთოდები

სადღეისოდ, შემუშავებულია სექსუალური დარღვევების კორექციის, სწრაფი და ეფექტური მეთოდები. არსებობს სპეციალური პროგრამები და მათი გამოყენების შესაძლებლობები, სექსუალური დისფუნქციის მქონე, როგორც ცალკეული ავადმყოფების ისე  წყვილების შემთხვევაში.
ნებისმიერი ფსიქოთერაპიული ტრენინგის მთავარი პრინციპი არის, აღნიშნული ტექნიკის სისტემატური და განმეორებითი გამოყენება, რომლის მიზანია  შესაბამისი უნარების და ჩვევების მყარი გამომუშავება. ამისათვის გამოიყენება გეგმიური ინდივიდუალური და წყვილებს შორის მუშაობა, რომლის მსვლელობისას ამოცანები რთულდება და მატულობს მოთხოვნები.
სექსუალური დისფუნქციის მკურნალობაში გამოყენებული, აღნიშნული ფსიქოთერაპიის მეთოდებთან ერთად, წარმატებით შეიძლება გამოყენებული იყოს გეშტალტ-თერაპიის ტექნიკა, არტ-თერაპია, საცეკვაო და სხეულ-ორიენტაციული თერაპიული მეთოდები. წყარო: https://www.b17.ru/article/sex_rasstroystva/


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
♦ სექსუალური დარღვევები მამაკაცებში
♦ სექსუალური დარღვევები ქალებში
♦ სექსუალური დისფუნქციების ფსიქოთერაპია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“