სექსუალური განვითარება 4 – 6 წლის ასაკში

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ წიგნები სექსოლოგიაზე ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები


(ჯანმოს ევროპის რეგიონალური ბიუროს და ჯანმრთელობის ფედერალური სასწავლო ცენტრის (კიოლნი, 2010 The Federal Centre for Health Education) მასალების მიხედვით. http://srhhivlinkages.org/wp-content/uploads/2013/04/who_bzga_standards_ru.pdf)

სექსუალური განვითარება 4 – 6 წლის ასაკში (პარაპუბერტული პერიოდის გაგრძელება)

წესების, თამაშების და მეგობრობის გათავისება.

ბავშვები კონტაქტირებენ ადამიანების დიდ ჯგუფებთან (საბავშვო ბაღი ან სკოლა). უფრო მეტს სწავლობენ თუ როგორ უნდა მოიქცნენ საზოგადოებაში (სოციალური წესები).

ისინი ითავისებენ, რომ უფროსები არ რთავენ მათ ნებას სხვებს აჩვენონ სხეული და მისცენ სხვებს შეხების უფლება. ამ პერიოდში კლებულობს ბავშვების მიერ იმის ალბათობა, რომ შიშველი სახით წარსდგნენ უფროსების წინაშე ან შეეხონ გენიტალიებს სხვების თანდასწრებით.

საკუთარი და სხვისი სხეულის გამოკვლევა ვლინდება თამაშების კონტექსში (სექსუალური თამაშები): ბავშვები თამაშობენ „სახლობანას“, „ექიმებს და ექთნებს“, დასაწყისში ღიად, შემდეგ ინიღბებიან, რადგან ხვდებიან, რომ საზოგადოებრივ ადგილებში შიშვლად წარმოჩენა აკრძალულია.

ცუდი სიტყვების ფაზა: ბავშვები იფარგლებიან თავიან საზღვრებში. ისინი შენიშნავენ, რომ გარკვეული სიტყვების გამოყენებით ისინი პროვოცირებენ უფროსების რეაქციას. ეს საინტერესო და თავშესაქცევია, ამიტომ ისინი ამ სიტყვებს იმეორებენ.

ამ ასაკში იზრდება ინტერესი რეპროდუქციული საკითხების მიმართ, ისინი გაუთავებლად იძლევიან კითხვებს, მაგ: „საიდან ჩნდებიან ბავშვები?“.

ბავშვების უმრავლესობაში ჩნდება, საკუთარი სხეულის მიმართ სირცხვილის გრძნობა და ისინი ამ მიმართულებით, იწყებენ საკუთარის საზღვრების გავლებას.

ბავშვებმა იციან, რომ ისინი იყოფიან ბიჭებად და გოგოებად  და სამუდამოდ ასე დარჩებიან. მათ უყალიბდებათ მკაფიო წარმოდგენა თუ „რას აკეთებენ ბიჭები“ და „რას აკეთებენ გოგოები“ (გენდერული როლები).

ბავშვები იძენენ მეგობრებს ბავშვებს შორის: ორივე სქესის მიხედვით, ზოგჯერ მხოლოდ ბიჭები მეგობრობენ ან მხოლოდ გოგოები (ერთი სქესის ბავშვების მეგობრობა).

ამ ასაკში ბავშვები მეგობრობას, ხშირად ასოცირებენ ვიღაცის მიმართ სიმპატიით „შეყვარებასთან“. მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ უყვართ დედა, მასწავლებელი, ბოცვერი. როგორც წესი, ეს არ არის დაკავშირებული სექსუალურ შეგრძნებეთან ან სურვილებთან. ეს მათი, მხოლოდ პლატონური სიყვარულის გამოხატულებაა.

წყარო: http://1sexology.ru/seksualnoe-razvitie/


♦ წიგნები სექსოლოგიაზე ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


1. სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია..