სექსუალური განვითარება 7 – 9 წლის ასაკში

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ წიგნები სექსოლოგიაზე ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები


(ჯანმოს ევროპის რეგიონალური ბიუროს და ჯანმრთელობის ფედერალური სასწავლო ცენტრის (კიოლნი, 2010 The Federal Centre for Health Education) მასალების მიხედვით. http://srhhivlinkages.org/wp-content/uploads/2013/04/who_bzga_standards_ru.pdf)

♦ სექსუალური განვითარება – 7 – 9 წელი (პრეპუბერტული პერიოდის დასაწყისი)

სირცხვილი და პირველი სიყვარული

ბავშვებს შეიძლება განუვითარდეთ უხერხულობის გრძნობა, როცა სხვები ხედავენ შიშველი სახით. მათ უკვე არ სურთ სხვისი თანდასწრებით გაიხადონ და შიშვლად იარონ.

ბავშვები ნაკლებ კითხვებს იძლევიან სექსის შესახებ, რაც არ ნიშნავს, რომ მის მიმართ ინტერესმა დაიკლო. მათ გაიგეს, რომ სექსი – „პრობლემური“ თემაა და არ არის მიზანშეწონილი ყველგან მის შესახებ  ისაუბრონ.

ბავშვები გამოირჩევიან ფანტაზიის დიდი უნარით ამ მიზნით იყენებენ ყველაფერს რაც მათ გარემომცველ სამყაროშია (ოჯახი, სკოლა, ტელევიზია და ა.შ) ხშირად ფანტაზია და რეალობა გადაჯაჭვულია. მაგალითად, მათ შეუძლიათ ფანტაზირება საკუთარი სიყვარულის შესახებ, ზოგჯერ  მსგავსი სქესის ადამიანზეც არიან შეყვარებულები.

ფორმირდება ბიჭების და გოგოების ჯგუფები. ყოველი მათგანი „ზონდირებს“ მეორეს. ბიჭები, გოგოებს ხშირად „სულელებად“ და „არასერიოზულებად“ მიიჩნევენ, გოგონები კი ბიჭებს, ქცევების მიხედვით „შფოთისთავებად“ და „უხეშებად“ წარმოაჩენენ.

ჯგუფურ სიტუაციებში (სკოლაში, მეგობრების წრეში) მათ ხშირად უნდათ აჩვენონ, რომ ისინი უკვე გაიზარდნენ, გახდნენ ძლიერები და ჭკვიანები. ბავშვები ცდილობენ ერთმანეთს აღემატებოდნენ. მათ სურთ აჩვენონ, რომ რაღაც მეტი იციან ცხოვრების შესახებ, ვიდრე უფროსი ასაკის ბავშვებმა და ზრდასრულმა ადამიანებმა. ერთ-ერთი ამის გამოვლინება არის „ცოდნა“ სექსის შესახებ, იყენებენ სექსუალური მნიშვნელობის ლექსიკას. ბავშვები თხზავენ, სექსუალური მნიშვნელობის რითმებს და ყვებიან სექსუალური ხასიათის სახუმარო ამბებს (ვულგარული ხუმრობები). ხშირად მათ წარმოდგენაც არ აქვთ რას ამბობენ. პირველი სიყვარულის გრძნობაც ამ ასაკში ვლინდება.

წყარო: http://1sexology.ru/seksualnoe-razvitie


♦ წიგნები სექსოლოგიაზე ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


1. სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია..


 

One thought on “სექსუალური განვითარება 7 – 9 წლის ასაკში”

Comments are closed.