ერექციის პრობლემები 20-25 წლის ასაკში, მიზეზები და საშუალებები

ერექციის პრობლემები 20-25 წლის ასაკში, მიზეზები და საშუალებები

სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

სამწუხაროდ ერექციული ფუნქციის პრობლემები 20 წლის ასაკში იშვიათობას აღარ წარმოადგენს. მისი მიზეზები მრავალია. ძირითადია:

  1. სისხლძარღვების განვლადობის დარღვევა. მიზეზები შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტი (დიაბეტური ანგიოპათია), ათეროსკლეროზი, მცირე მენჯის არტერიის თრომბოზი, თამბაქოს მოწევა, ვენური ქსელის არასაკმარისი სისხლის მიმოქცევა.
  2. ენდოკრინული დაავადებები დიდ გავლენას ახდენს პოტენციაზე. ამასთან არა მარტო ტესტოსტერონის ნაკლებობა, არამედ, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური სისტემის ჰორმონების გამომუშავების შეფერხებაც, საფრთხეს უქმნის მამაკაცის პოტენციას.
  3. 20 წლის ასაკში პოტენციის პრობლემები, წარმოიქმნება არასტაბილური ფსიქოემოციური მდგომარეობის ფონზე. ახალგაზრდა ადამიანისათვის მნიშვნელოვანია, საკუთარი პიროვნების აღიარება. პოტენციაზე უარყოფითად აისახება სქესობრივი უძლურების შიში, პარტნიორისგან უარი და ა.შ.
  4. ნევროლოგიური დარღვევები. ზურგის, თავის ტვინის და ნერვული ღეროს ტრამვები.
  5. სასქესო ასოს დაზიანება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თანდაყოლილი გამრუდებით ან მიღებული ტრამვების შედეგად.
  6. ვენერიული დაავადებებით გამოწვეული პროსტატიტი.

რას წარმოადგენს ერექციული დისფუნქცია?

მამაკაცებს ყოველთვის კარგად არ ესმით რას წარმოადგენს პოტენციის და ერექციის პრობლემები. ერექციულ მოშლილობას ახასიათებს კონკრეტული ნიშნები:

  1. სქესობრივი აქტის დაწყების ან მისი მსვლელობისას, ვითარდება დუნე ერექცია ანუ ასო საკმარისად დაძაბული არ არის იმისათვის, რომ მამაკაცმა განახორციელოს სქესობრივი კავშირი.
  2. ეაკულაციის შემდეგ არასაკმარისი კმაყოფილების გრძნობა, სპერმის ნაადრევი გამოყოფა.
  3. ეაკულაციისას სპერმის მცირე რაოდენობის გამოყოფა;
  4. პარტნიორისადმი არასაკმარისი ლტოლვა;
  5. არ ხდება პენისის აღგზნება, ის არ არის საკმარისად გამყარებული სქესობრივი აქტის ჩასატარებლად.

სტატისტიკის მიხედვით 20-დან 30 წლამდე მამაკაცების დაახლოებით 21%, აღნიშნული სიმპტომებიდან ნებისმიერმა შეიძლება შეაწუხოს. აღსანიშნავია, რომ 20 წლის ასაკში იმპოტენციის არსებობა ყოველთვის არ არის ფსიქიკური მდგომარეობით გამოწვეული, რომელიც შემთხვევათა მხოლოდ 20%-ს შეადგენს. თუ ფსიქიკური მდგომარეობით გამოწვეული იმპოტენცია გამოირიცხა, მაშინ საძიებელია უფრო სერიოზული პრობლემები: სისხლძარღვთა პათოლოგიები, დისბალანსი ჰორმონულ სფეროში და სხვა.

მავნე ჩვევების და სამკურნალო პრეპარატების როლი ერექციული დისფუნქციის განვითარებაში

გარდა აღნიშნული მიზეზებისა, პოტენციის დაქვეითებაში დიდია მავნე ჩვევების როლი: თამბაქოს მოწევა (ნიკოტინი ავიწროვებს სისხლძარღვებს, ყალიბდება ათეროსკლეროზი), ალკოჰოლის (აზიანებს ღვიძლს და ფერხდება ორგანიზმის გაწმენდა ტოქსიკური ნაერთებისგან, ირღვევა ჰორმონების სინთეზი) ბოროტად გამოყენება, ნარკოტიკული საშუალებები.
20-25 წლის ასაკში იმპოტენციის მიზეზი შეიძლება იყოს, სამკურანლო პრეპარატების ხანგრძლივი მიღება. მათ მიეკუთვნება ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო პრეპარატები. ჰიპერტენზია ახალგაზრდა ასაკში შეიძლება გამოწვეული იყოს ჭარბი წონით ან გენეტიკურად, როგორც ენდოკრინული დარღვევების შედეგი. ჰიპერტონიის საწინააღმდეგო პრეპარატებს გააჩნიათ ანტიანდროგენული აქტიურობის დათრგუნვის უნარის ანუ აფერხებენ ტესტოსტერონის გამომუშავებას.
პრეპარატებიდან ასევე აღსანიშნავია შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო წამლები. ხანგრძლივად მათი გამოყენება ანაბოლურ პრეპარატებთან ერთად იწვევს სექსუალური ფუნქციის კერძოდ, ფერტილობის დაქვეითებას.
სასქესო სისტემაზე ასევე მოქმედებს ზოგიერთი ანტიდეპრესანტი და ანტიბიოტიკი.
ანტიბიოტიკების კონკრეტული მოქმედება გამოიხატება იმაში, რომ ისინი თრგუნავენ სპერმატოგენურ ეპითელს, იწვევენ სპერმის გამომტანი არხების, სათესლე ბუშტუკების სპაზმს, რაც იწვევს ობტურაციულ ასპერმიას. ხშირად ირღვევა სპერმატოგენეზი.
 წყარო: http://kamatab.ru/kblog/problemyi-s-erektsiey-v-20-let/;  >> სექსოლოგია


webერექციის პრობლემები 20-25 წლის ასაკში
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“