სექსი და კლიმაქსი

ამავე პოსტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ მენოპაუზის (კლიმაქსის) დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხ.  ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

სექსი და კლიმაქსი

  1. სექსუალური ლტოლვა და კლიმაქსი
  2. კლიმაქსი და ცხოვრების ჯანსაღი წესი
  3. ინტიმური ცხოვრება მენოპაუზის დროს
  4. ჰორმონული ფონის კორექცია

მენოპაუზა არ არის ინტიმურ სიახლოვეზე უარის თქმის საფუძველი. მრავალი ქალისათვის სიტყვა კლიმაქსი მოქმედებს, როგორც უარყოფითი განაჩენის გამოცხადება. ცვლილებები იწყება ინტიმურ ცხოვრებაში, ქვეითდება სასქესო ჯირკვლების ფუნქციები, ზოგიერთ შემთხვევაში კი ცვლილებები უკეთესობისკენაც იხრება. ყველაზე მთავარი არის იმის გააზრება, რომ აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენს ნორმის მდგომარეობას, ხოლო მისი არასასურველი გამოვლინებების წინაღმდეგ ბრძოლა ყოველთვის შეიძლება.


♦ მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები


კლიმაქსის დროს ქალის სასქესო ჰორმონების (ესტროგენები) დონის დაქვეითება, იწვევს საშოს სიმშრალეს, ქვეითდება სქესობრივი ლტოლვა. სექსი ისეთი სასიამოვნო, როგორიც რამდენიმე წლის უკან იყო არ არის. ადამიანს ასეთი მდგომარეობა, საკუთარი თავისადმი რწმენას უკარგავს. წარმოიქმნება ფსიქოლოგიური დისკომფორტი, რომელიც დეპრესიამდეც კი ღრმავდება, რაც მოითხოვს ფსიქოთერაპიულ კორექციას.

თუმცა ყველაფერი ასე სამწუხაროც არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. კლიმაქსი სექსის დაბრკოლება არ არის.

სექსუალური ლტოლვა და კლიმაქსი

აღსანიშნავია, რომ კლიმაქსის პერიოდში, ყველა ქალი არ უჩივის სექსუალური ლტოლვის დაქვეითებას. ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით, ლტოლვა უფრო ძლიერდება. შესაძლებელია, ინტიმური სიახლოვისადმი ინტერესის დაკარგვა დაკავშირებული იყოს ესტროგენების დონის დაქვეითებასთან. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფსიქოლოგიური ტიპის ფაქტორები.

ქალი შეიძლება თავს არ აღიქვამდეს მიმზიდველად კლიმაქსის პერიოდის ცვლილებების გამო (თმების ცვენა, წონაში მომატება, კანის ცვლილებები და სხვა). ბუნებრივია, ლიბიდოს დაქვეითება უეცრად არ ვითარდება. მთავარია ცვლილებების დროზე აღმოჩენა და მოქმედება.

[poll id=”50″]
 

კლიმაქსი და ცხოვრების ჯანსაღი წესი

45 წლის ასაკში ცხოვრება მხოლოდ იწყება და დროა ადამიანი სპორტით დაკავდეს, მაშინაც კი თუ მანამდე არ მისდევდა ფიზიკურ დატვირთვას. სასარგებლოა ფიტნეს-კლუბში სიარული, ცურვით დაკავება ან უბრალო სეირნობა. ამით შესაძლებელია არა მარტო კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნება, არამედ ხასიათი მუდამ ამაღლებულ მდგომარეობაში იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

40 წლის ასაკში ქალმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს კვებას. უნდა შეიზღუდოს ხორცი, ცხიმოვანი და შემწვარი საკვები. რაციონში უნდა გაიზარდოს ბოსტნეულის და ხილის რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ საკვები შეიცავდეს ფიტოესტროგენებს, ისინი ქალის სასქესო ჰორმონების მცენარეული ანალოგებია, რომელიც სისხლში შეავსებს ესტროგენების უკმარისობას. ასეთი პროდუქტებია: სოიო, პარკოსნები, რძის პროდუქტები, ობიანი ყველი, ჭვავი, ქერი, სატაცური, ნიახური, სტაფილო, ნიორი და სხვა.

ინტიმური ცხოვრება მენოპაუზის დროს

ექიმების რეკომენდაციით, კლიმაქსის დროს ქალებმა, სქესობრივი ცხოვრება არ უნდა შეწყვიტონ. რეგულარული სექსი საშოს ტონუსის შენარჩუნებას უწყობს ხელს. რამდენიმე თვიანმა თავშეკავებამ შეიძლება გამოიწვიოს საშოს სიმშრალე, შედეგად ქალი განიცდის ტკივილს სქესობრივი აქტის დროს. საშოს მომატებული სიმშრალის საწინააღმდეგოდ გამოიყენება ხელოვნური მალამოები (ლუბრიკანტი). არ უნდა იყოს გამოყენებული ზეთის საფუძველზე დამზადებული მალამო, რადგან იწვევს გაღიზიანებას და აზიანებს პრეზერვატივს.

ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემების არსებობისას (მაგალითად, გარეგნობით უკმაყოფილება), ქალმა უნდა მიმართოს ფსიქოლოგს. სპეციალისტების აზრით, ხშირად ქალები უბრალოდ აიკვიატებენ საკუთარი გარეგნობის შესახებ შეხედულებას. უკეთესია ყურადღების გამახვილება ღირსებებზე, რომელიც მენოპაუზის დადგომის შემდეგაც არსად არ ქრება.

 ჰორმონული ფონის კორექცია

რამდენადაც კლიმაქსის ყველა გამოვლენა დაკავშირებულია ქალის სასქესო ჰორმონების დაქვეითებასთან, ცხადია, აუცილებელია ჰორმონული ფონის კორექცია. ამ მიზნით გამოიყენება ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია. თუმცა შესაძლო თანმხლები მოვლენების გამო, ექიმები მას უკიდურეს შემთხვევებში იყენებენ.

ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივი დროით მიღება არსებითად ზრდის მკერდი კიბოს რისკს. გარდა ამისა, ჰორმონული საშუალებების გამოყენება ზრდის თრომბოზების, ღვიძლის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის ალბათობას.

ჰორმონული თერაპიის ალტერნატივად, მიჩნეულია ფიტოესტროგენების საფუძველზე დამზადებული პრეპარატებით, არაჰორმონული თერაპია. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია კლევეროლი – მცენარეული წარმოშობის პრეპარატი. მისი მოქმედი კომპონენტია წითელი სამყურას ექსტრაქტი, რომელიც მოკრეფილია შვეიცარიის ალპებში.

სამყურას ფიტოესტროგენები ჰორმონებს არ წარმოადგენს, თუმცა მოქმედების მექანიზმებით ძალიან ჰგავს. კლევეროლი კარგად მოქმედებს კლიმაქსის ისეთ გამოვლინებებზე, როგორიც არის: შეხურება, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა და ხასიათის გარდამავალი ცვლილებები. დროთა განმავლობაში ქრება კანის და საშოს გარსების სიმშრალე. დამატენიანებელი ეფექტის მისაღებად, მიზანშეწონილია მაგალითად, ვაგისანის გელის გამოყენება, რომელიც სწრაფად და ეფექტურად აგვარებს საშოს სიმშრალეს.

სადღეისოდ, ფიტოესტროგენების საფუძველზე დამზადებული პრეპარატები, არის ერთადერთი ალტერნატიული და უსაფრთხო ჰორმონული თერაპიის ჩამნაცვლებელი საშუალებები. კლევეროლს გავლილი აქვს ყველა აუცილებელი კლინიკური გამოცდა, ის ეფექტურად უმკლავდება კლიმაქსის არასასიამოვნო სიმპტომებს და აბსოლუტურად უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც.

წყარო: http://www.likar.info/ginekologiya/article-71169-klimaks-i-seks-kak-zanimatsya-seksom-pri-klimakse/