სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

 სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >
 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები

ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე”
ვიბრატორები
ფერომონები ქალების მოსაზიდად  
ფერომონები მამაკაცების მოსაზიდად  
სექსუალობის სხვა გამაძლიერებლები 
სექსის გამახანგრძლივებელი კრემები
კრემები მასტურბაციისათვის
აღმგზნები საშუალებები 
სექსის ამაღგზნებელი წყვილისათვის  
სექსის გამახანგრძლივებელი სპრეი  

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

სქესობრივი გზით გადადის 30-ზე მეტი დაავადება. ყველაზე მეტად გავრცელებულია: ქლამიდიოზი, სიფილისი, ტრიქომონიაზი, გონორეა, გენიტალური ჰერპესი, ადამიანის პაპილომის ვირუსი, აივ-ინფექცია, ჰეპატიტი B და Mycoplasma genitalium.

რა სიმპტომები ახასიათებს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს?

 ქალებში სიმპტომების სტანდარტულ კრებულს ვხვდებით: საშოდან და შარდგამომყოფი არხიდან დიდი რაოდენობით გამონადენი, მუცლის ქვემო არეში ტკივილი, ტკივილი შარდვის დროს.
მამაკაცებში – გამონადენი პენისიდან, ტკივილი საზარდულის არეში, ტკივილი შარდვის დროს. ხშირად ასეთი დაავადებები უსიმპტომოა.

აივ-ინფექცია (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი)

დასაწყისში აივ-ინფექცია, შეიძლება ჰგავდეს ჩვეულებრივ გრიპს: ტემპერატურა, დაღლილობა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი. უფრო სერიოზული სიმპტომები ვლინდება ერთი წლის შემდეგ: ლიმფური კვანძების ანთება, დიარეა, წონაში დაკლება.

ჰერპესის შემთხვევაში, დასაწყისში შეიძლება აღმოცენდეს ტკივილი და ქავილი, გენიტალიებზე ჩნდება ბუშტუკები და წყლულები. უმტკივნეულო წყლულები – შეიძლება იყოს სიფილისის ნიშნები.

პაპილომა ვირუსით ინფიცირებისას, სასქესო ორგანოებზე შეიძლება მეჭეჭები გაჩნდეს.

ჰეპატიტი იწვევს საკმაოდ არასპეციფიკურ სიმპტომებს, ამიტომ გვიან დიაგნოსტირება, ნიშნებია: დაღლილობა, ღებინება, ტკივილი მუცლის ღრუში, მადის დაკარგვა, მაღალი ტემპერატურა, შარდის გამუქება, ტკივილი კუნთებში და სხვა.

როგორ დავიცვათ თავი?

სადღეისოდ ყველაზე ეფექტური საშუალება არის პრეზერვატივი. პრეზერვატივი არის ქალის და მამაკაცის, ლატექსის და პოლიურეთანის – ყველა მათგანი გამოდგება ინფექციებისაგან თავის დასაცავად. უმჯობესია მამაკაცის საცხიანი პრეზერვატივის გამოყენება: ისინი იშვიათად იხევა და სრიალდება. არ შეიძლება ლატექსიანი პრეზერვატივის გამოყენებისას ზეთზე დამზადებული საცხის გამოყენება, რადგან ხშირად ზიანდება.

პრეზერვატივები თავდაცვის ას პროცენტიანი საშუალება არ არის, თუმცა სწორად გამოყენების შემთხვევაში საკმაოდ ეფექტურია.

ადამიანის პაპილომის და ჰეპატიტი B-ს მიმართ არსებობს ეფექტური აცრები. პაპილომის შემთხვევაში რეკომენდირებულია გოგონებმა აცრა ჩაიტარონ 26 წლამდე, ხოლო მამაკაცებმა 21 წლამდე.

წინდაცვეთა, მამაკაცების აივ-ინფექციებით ინფიცირების რისკს, საშუალოდ 50%-მდე ამცირებს. ასეთ ოპერაციას აქვს თავისი თანმხლები მოვლენები, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში აივ-ით ინფიცირების ალბათობა შედარებით მცირეა.

სპერმიციდები (ნივთიერება, რომელიც შლის სპერმატოზოიდებს და შეყავთ საშოში) არ იცავს ადამიანს ინფექციებისაგან – მხოლოდ არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად არის მიზანშეწონილი თუმცა დიდად ეფექტური არ არის. ამასთან, ზრდის აივ-ინფექციით ინფიცირების რისკს.

გადაეცემა თუ არა ინფექციები მხოლოდ ვაგინალური სექსის გზით?

ინფექციების გადაცემა ხდება ორალური, ანალური, ფინგერინგის (როცა შეღწევა ხდება თითების დახმარებით) დროს. მაგალითად, თუ მამაკაცს აღენიშნება გონორეა, მაშინ ორალური სექსის დროს ქალში შეიძლება განვითარდეს ხახის გონორეული ინფექცია. ამიტომ დასაცავად საჭიროა ბარიერული მეთოდის გამოყენება: პრეზერვატივი; ლატექსის ხელსახოცები; (კუნილინგუსის და ანილინგუსის დროს)ლატექსის ხელთათმანები; (ფინგერინგის დროს).

შესაძლებელია თუ არა ინფიცირება უნიტაზის გამოყენების შემდეგ?

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის სპეციალისტების აზრით, ეს თითქმის შეუძლებელია. ბაქტერიები, ვირუსები, ბოქვენის ტილები, ადამიანის ორგანიზმის გარეშე ძალიან მცირე ხნით ცოცხლობენ. გარდა ამისა, იმისათვის, რომ უნიტაზიდან ადამიანი დასნებოვდეს, გენიტალიებზე დიდი რაოდენობის პათოგენები უნდა მოხვდეს.

საჭიროა თუ არა რეგულარულად ინფექციებზე შემოწმება?

ეს დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე და ცხოვრების წესზე. ზოგადი რეკომენდაციები:

  • 25 წლამდე ასაკის, სექსუალურად აქტიურმა ქალებმა, ყოველწლიურად უნდა შეიმოწმონ თავი ქლამიდიოზზე და გონორეაზე;
  • აივ-ზე შემოწმება 15-დან 65 წლამდე ასაკში თუნდაც სიცოცხლეში ერთხელ;
  • ნებისმიერი ასაკის ქალები თუ არიან მაღალი რისკის ფაქტორების გარემოში, უნდა შეიმოწმონ თავი სიფილისზე, ტრიქომონიაზზე და ჰეპატიტი B-ზე. 25 წლის ასაკის ზევით ქალები, ქლამიდიოზზე და გონორეაზე ანალიზს იტარებენ თუ ისევ არსებობს რისკის ფაქტორი. ძირითადი რისკის ფაქტორებია:
  • ახალი პარტნიორი კაცი ან ქალი;
  • ახალი პარტიორი კაცი ან ქალი თუ არის კიდევ სხვასთან სექსით დაკავებული;
  • თუ წარსულში გადატანილია სქესობრივი დაავადება;
  • სექსი, ფულის ან ნარკოტიკის მიღების გამო.

თუ ქალი მუდმივად რისკის ქვეშ იმყოფება, ანალიზების ჩატარების სიხშირე დაუდგენელია. მამაკაცებმაც უნდა ჩაიტარონ გამოკვლევები თუ მათ ბოლო 2 წლის მანძილზე გამოუვლინდა სიფილისი, ქლამიდიოზი ან ნებისმიერი სქესობრივი გზით გადამდები დაავადება.

B და С ჰეპატიტებზე ანალიზები უნდა ჩაიტარონ რისკის ჯგუფში მყოფმა პირებმა: ინტრავენური და ცხვირის გზით ნარკოტიკების მომხმარებლებმა, ვისაც აქვს ტატუ. თუ ადამიანს ჰქონდა დაუცველი სექსი და არ არის ცნობილი პარტნიორის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ეს არ არის მკაცრი რეკომენდაცია).

ტესტების ნაკრები ძირითადად მოიცავს: გონორეას, ქლამიდიოზს, სიფილისს, აივ-ს, ტრიქომონიაზს (ქალებში) მეორე ტიპის ჰერპესს და Mycoplasma genitalium -ს.

როგორც ჩავიტაროთ აღნიშნული ტესტები?

ეს უნდა გადაწყვიტოს ექიმმა. ხშირად ექიმები ირჩევენ არასათანადო მეთოდებს. ქალებმა უნდა ჩააბარონ მხოლოდ ნაცხი, რომ ის შემოწმდეს PCR-ის მეთოდით შემდეგ დაავადებებზე:

  • გონორეა;
  • ქლამიდიოზი;
  • ტრიქომონიაზი (ამ შემთხვევაში შეიძლება შარდის ჩაბარება);
  • Mycoplasma genitalium-ით გამოწვეული ინფექცია.

სისხლის ანალიზით დგინდება:

  • აივ (აივ-ის ანტიგენები და ანტისხეულები);
  • სიფილისი;
  • ჰეპატიტი B (HBsAg, HBsAb, HBcAb);
  • ჰეპატიტი C (ჰეპატიტი C-ს ანტისხეულები).
  • მამაკაცებმა უნდა ჩააბარონ შარდი გონორეის და ქლამიდიოზის გამოსავლენად.

ჰომოსექსუალური კავშირები მამაკაცებს შორის, რას ცვლის ეს ფაქტი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან მიმართებაში?

მრავალი სქესობრივი გზით გადამდები დაავადების მიხედვით, ისინი იმყოფებიან რისკის ჯგუფში, ამიტომ აუცილებელია ყოველწლიურად გასინჯვა აივ-ზე, სიფილისზე, ქლამიდიოზზე და გონორეაზე, მათ შორის რექტალურ ინფექციებზე და ჰეპატიტ C-ზე.

რამდენად საშიშია, ქალებს შორის ჰომოსექსუალური კავშირები, სქესობრივი ინფექციების გადაცემის მხრივ?

ინფიცირების რისკები არსებობს. თითები და სათამაშოები შეიძლება იყოს ბაქტერიებით და ვირუსებით დაბინძურებული, კანზე კონტაქტის შემთხვევაში შესაძლებელია პაპილომის და ჰერპესის ვირუსებით ადვილად ინფიცირება. მისი თავიდან აცილება შესაძლებელია ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვით.

მკაფიო რეკომენდაციები ამ შემთხვევაში არ არის, შეიძლება გათვალისწინებულ იქნას იმ ქალების რეკომენდაციები, რომლებსაც სექსუალური ურთიერთობები აქვთ მამაკაცებთან.

საეჭვო პარტიორთან დაუცველი სექსის შემთხვევაში რა უნდა გაკეთდეს?

დასაწყისში შეიძლება B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება. უმჯობესია პირველი აცრის ჩატარება სექსიდან 24 საათის განმავლობაში ან 1 კვირის ფარგლებში. აშშ-ში გაუპატიურების მსხვერპლს აძლევენ ანტიბიოტიკებს, რომელიც დაიცავს ადამიანს გონორეის, ტრიქომონიაზის და ქლამიდიოზისაგან, ასევე აივ-ის პროფილაქტიკის პრეპარატებს. თუმცა ამ პრეპარატებს სხვადასხვა თანმხლები მოვლენები აქვს და ჩნდება კითხვა – გამართლებულია თუ არა რისკი?!

დაუცველი სექსის შემდეგ არაეფექტურია ანალიზების მაშინვე ჩატარება. 1-2 კვირის შემდეგ შეიძლება ტრიქომონაზე, ქლამიდიაზე და გონოკოკზე გამოკვლევები. 1.5 თვიდან 3 თვემდე სიფილისსა და აივ-ზე, სექსიდან 6 თვის შემდეგ ისევ აივ-ზე.

რა უნდა გავაკეთოთ ინფექციის აღმოჩენის შემდეგ?

ქლამიდიოზმა, გონორეამ, ტრიქომონიაზმა, სიფილისმა შეიძლება უშვილობა გამოიწვიოს. ამ დაავადებათა მკურნალობა მარტივია, შემოიფარგლება მხოლოდ ერთი პრეპარატით (ანტიბიოტიკები ან ანტიბაქტერიული საშუალებები). მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 1 კვირაა, თუმცა შემთხვევათა უმრავლესობაში საკმარისია პრეპარატის ერთჯერადი მიღება (ტაბლეტებში ან ინექციით).

აივ ინფექცია ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობის გარეშე იწვევს შიდსს და სიკვდილს. ჰეპატიტმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ციროზი და კიბო.

B ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება ინტერფერონები და სხვა ძვირადღირებული პრეპარატები. მკურნალობა მძიმეა და ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის.

ვალაციკლოვირის და მისი ჯგუფის პრეპარატების გამოყენებით, ჰერპესის გამწვავება შეიძლება იშვიათად გამოვლინდეს ან მძაფრად არ იყოს გამოხატული, თუმცა მისგან საბოლოოდ განკურნება, ისევე როგორც პაპილომის ვირუსისგან შეუძლებელია.
თუ ადამიანი აღმოჩნდება ინფიცირებული, გამოკვლევები აუცილებად უნდა ჩაიტაროს მისმა პარტნიორმაც. წყარო: https://meduza.io/cards/kakie-bolezni-peredayutsya-vo-vremya-seksa-i-kak-ih-izbezhat


webსქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

☀ გაფრთხილება!