ბამბუკი და მისი ნაკეთობები

ბამბუკი მარადმწვანე მცენარეა და მიეკუთვნება ხისებრი მარცვლოვანი მცენარეების ოჯახს. ბამბუკს ფართო და მრავალმხრივი გამოყენება აქვს დეკორაციული სახლების, ჯიხურების, სასადილო ოთახების და ტალავერების მოსაწყობად, მსუბუქი და გამძლე კიბეების გასაკეთებლად. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ბამბუკის ავეჯი. სადღეისოდ ბაზარზე ასევე ნახავთ ბამბუკისაგან დამზადებულ ბალიშებს, გადასაფარებლებს, თეთრეულს, რომელთა უპირატესობა იმაშია, რომ ბამბუკისაგან დამზადებულ თეთრეულში არ გროვდება მტვერი და სუნი, ნაკეთობა არ კარგავს ფორმას, ზაფხულობით გრილი და ზამთარში თბილია. ამდენად, ბამბუკისაგან დამზადებული საგნები, თეთრეული, ავეჯი და სხვ. ეკოლოგიურად უსაფრთხოა, არ აქვთ არანაირი უკუჩვნებები ალერგიული და ასთმით დაავადებული ადამიანებისათვისაც კი.

ბამბუკის კოსმეტიკური თვისებები

ბამბუკის ფოთოლში შემავალი სილიციუმის მჟავა, ასტიმულირებს ქონდროიტინისა და ჰიალურინის მჟავას გამომუშავებას, რომლებიც ხელს უწყობენ კანის სიმკვრივისა და ელასტიკურობის აღდგენას, ატენიანებენ კანს. მცენარის ექსტრაქტი შედის სხვადასხვა კოსმეტიკურ პრეპარატებში, რომლებიც ნაჩვენებია დაბერებული, მოშვებული სახის კანის დროს, ასევე სხვადასხვა ნიღბებისა და სკრაბების შემადგენლობაში. გარდა ამისა, სილიციუმის მჟავა ამაგრებს ფრჩხილებსა და თმებს, ასტიმულირებს თმის ზრდას, ამცირებს თავის კანის სიმშრალეს. ბამბუკზე დამზადებული კოსმეტიკური მალამოები ატენიანებენ სხეულის კანს, ატონიზირებენ დაღლილ ფეხებს, განსაკუთრებით ვენური უკმარისობისა და ვენების გაფართოების დროს.

ბამბუკისაგან დამზადებული სხვადასხვა ნივთები ინტერნეტ-მაღაზიებში:

ბამბუკი ამაზონზე >>..
ბამბუკის ავეჯი >>
ბამბუკის კბილის ჯაგრისი >>
ბამბუკის ბალიში >>
ბამბუკის ზეწრები >>
ბამბუკის ჭურჭელი >>
ბამბუკის ჭრის დაფა >>
ბამბუკის შამფურები >>
ბამბუკის მცენარეები >>
ბამბუკის ჩხირები >>
ბამბუკის ქვაბები >>
ბამბუკისაგან დამზადებული საფენები მეძუძური დედებისათვის >>
ბამბუკისაგან დამზადებული კრემები >>
ბამბუკის თეთრეული კაცებისათვის >>
ბამბუკის თეთრეული ქალებისათვის >> 

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები


 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..