სექსის ფსიქოლოგია

http://www.medgeo.net/2018/06/10/სექსის-ფსიქოლოგია/

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

სექსის ფსიქოლოგია

  1. სექსის ურთიერთობების არსი
  2. ადამიანის სექსუალურობის ეტაპები
  3. სექსუალური აღგზნების ფსიქოლოგია
  4. საჭიროა თუ არა სექსულური აქტისათვის სიყვარული?
  5. კონფლიქტურ ურთიერთობათა ფსიქოლოგია

ინტიმური სიახლოვე ეს უბრალო სხეულებრივი კონტაქტი არ არის, უპირველესად სექსი, ორ ადამიანს შორის კომუნიკაციურ, გრძნობით და ენერგეტიკულ მიმოცვლას  წარმოადგენს. სექსუალური კავშირი ეს არის ნამდვილი სიყვარულის გამოხატვის საშუალება, სხეულებრივი და სულიერი სიახლოვე.

სექსუალური ურთიერთობების არსი

სექსუალური ურთიერთობები არ წარმოადგენს ერთჯერად სქესობრივ, ფიზიოლოგიურ აქტს. ეს არის პლატონური, ეროტიკული და სექსუალური კომპონენტების შემცველი ურთიერთობები, ორ ადამიანს შორის სრულფასოვანი კავშირი. პარტნიორიების სიახლოვის გულწრფელობის ხარისხზე არის დამოკიდებული სექსუალური ურთიერთობების და ზოგადად ურთიერთობების სიმყარე. სექსუალური ურთიერთობების ფსიქოლოგია ეხმარება ადამიანს იმის გაგებაში, თუ რა არის სექსი, გადაჭრას ის სექსუალური პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ჰარმონიულ ურთიერთობებს და რაც მთავარია ადამიანმა სრულად გაიცნოს საკუთარი თავი.

ადამიანის სექსუალურობის ეტაპები

ადამიანის სექსუალურობა ფორმირდება ადრეულ ასაკში. გოგონები იზრდებიან ფაქიზებად და მორცხვებად, ბიჭები ძლიერებად და მამაცებად. ადრეული ბავშვობიდან საფუძველი ეყრება ადამიანის სექსუალურობას.

მომდევნო, ყმაწვილობის ასაკში ადამიანი ცდილობს საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობები გააჩაღოს, ყოველი სქესი ავლენს შესაბამისად, ქალურობას და მამაკაცურობას. ამ პერიოდში ფორმირდება პირველი გამოცდილება, ადამიანები სწავლობენ ემოციების გამოვლენას. ამ ეტაპზე ვლინდება ურთიერთობები ეროტიკული კომპონენტებით – კოცნა, ჩახუტება, ალერსი.

მომდევნო ეტაპია 17 წელი და ზევით. ამ პერიოდში ფორმირდება სექსუალური ლიბიდო. ურთიერთობების ყველა კომპონენტები – სხეულებრივი, კომუნიკაციური და ეროტიკული ერთიანდება. ხშირად ამ ასაკში ადგილი აქვს პირველ სექსუალურ აქტს. ადამიანი აცნობიერებს თუ რა მოსწონს მას სექსში და რა არა, რა აღაგზნებს და რა აღიზიანებს.

ფსიქოლოგიური განვითარების ამ ეტაპებს გადის ყველა ადამიანი – ასე ფორმირდება სექსუალურობა. ყველა ეტაპი აუცილებელია და მნიშვნელოვანი, რათა სექსუალური ასპექტის მხრივ, შედგეს ადამიანის პიროვნება. დროთა განმავლობაში ადამიანის სექსუალურობა იცვლება, ის განიცდის განვითარებას და ემოციურ მრავალფეროვნებას იძენს.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


სექსუალური აღგზნების ფსიქოლოგია

ქალების ფსიქოლოგიური აღგზნება აგებულია მის ფსიქოლოგიაზე. დასაწყისში ქალს აღაგზნებს კონკრეტული ობიექტი – არჩეული მამაკაცი. თუ ქალი, თავისი კრიტერიუმებით განსაზღვრავს სასურველ მამაკაცს, მასში ვითარდება სექსუალური აღგზნება. თუ მამაკაცთან ურთიერთობაში, თავს იჩენს გარკვეული სიძნელეები, ქალში შეიძლება ყოველგვარი აღგზნება გაქრეს.

მამაკაცების სექსუალური აღგზნების ფსიქოლოგია, ქალებთან შედარებით განსხვავებულია: დასაწყისში მამაკაცში მიმდინარეობს ნერვულ-ჰუმორული აგზნება – ფიზიოლოგიური მზაობა სიახლოვისადმი, შემდეგი იწყება მასში პარტნიორის ამორჩევის პროცესი. ის მხედველობითი აქტის მიხედვით არჩევს ქალს და შემდეგ ცდილობს ურთიერთობის დაწყებას.

ქალი და მამაკაცი, ინტიმური სიახლოვის დროსაც განსხვავებულად მოქმედებს. აქაც გადამწყვეტია აღგზნების ფსიქოლოგიური მომენტი. ქალების სექსუალური აღგზნება ბევრად დამოკიდებულია გარეგან ფაქტორებზე. თუ მამაკაცის სექსუალური აქტის დროს შემცდომებს უშვებს (მაგალითად, უხეშობა, უტაქტობა, მწირი ემოციები და ალერსი და ა.შ), ქალის აღგზნებადობა წყდება, რადგან ეს პროცესი მუდმივი ფსიქოლოგიური კონტროლის გავლენის ქვეშაა. მამაკაცებში ეს პრობლემა არ არის გამოხატული: აღგზნებული მამაკაცისათვის აღგზნება მთელი სქესობრივი აქტის მანძილზე გრძელდება. თუ ქალი შეურაცხყოფს მამაკაცს, ამცირებს მას და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს, მაშინ მამაკაცის აღგზნებაც ჩაივლის. თუ ქალი სექსის დროს უშვებს შეცდომებს, მამაკაცი არ ერიდება ამის შესახებ საუბარს, მაშინ როცა ქალი თავს იკავებს და არ ამხელენ თუ რა არ მოსწონთ მათ სექსუალური აქტის დროს.

საჭიროა თუ არა სექსუალური აქტისათვის სიყვარული?

იმისათვის, რომ ქალის ურთიერთობები, მათ შორის სექსუალური, სასურველ დონეზე იყოს, აუცილებელია მამაკაცის მხრიდან ემოციები, სიახლოვე და მზრუნველობა. ეს ფაქტორები მამაკაცისათვისაც მნიშვნელოვანია, თუმცა ნაკლები ხარისხით. მამაკაცისათვის მნიშვნელოვანია იყოს შეყვარებული, იზიდავდეს ქალი და ის კომფორტულად იგრძნობს თავს სექსის დროს. მიუხედავად, მამაკაცების პოლიგამიურობისა, მას შეუძლია ნამდვილი სიყვარულის შემთხვევაში იყოს ერთგული საყვარელი ადამიანის მიმართ.

კონფლიქტურ ურთიერთობათა ფსიქოლოგია

თუ სექსუალურ სფეროში ადგილი აქვს კონფლიქტებს, მაშინ მათ უნდა მიმართონ სპეციალისტებს: სექსოლოგს ან ფსიქოლოგს. გამორიცხული არ არის სხვადასხვა დაავადებების არსებობაც. სექსში სირთულის ერთ-ერთი მიზეზია გრძნობების არასაკმარისად გამოხატვა. არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვით შემთხვევათა 95%-ს აქვს ფსიქოლოგიური საფუძველი, დანარჩენი ფიზიოლოგიური ხასითისაა.

სექსუალური ურთიერთობებში სირთულეების წარმოქმნისას უპირველესად აუცილებელია წყვილებს შორის საუბარი. საჭიროა მაქსიმალური ყურადღების გამოვლენა იმ პრობლემების შესახებ რომელიც აწუხებს ორივე მხარეს. ორივე მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ არსებობს სხვაობა ქალის და მამაკაცის ფსიქოლოგიას შორის. მაგალითად, „რომანტიკული საღამოს“ ცნებას ქალი და მამაკაცი განსხვავებულად აღიქვამს. ქალისათვის ეს არის ხანგრძლივი ალერსი მთელ სხეულზე, საალერსო სიტყვების თანხლებით და მხოლოდ ამის შემდეგ გადასვლა ყველაზე მთავარზე – ინტიმურ სიახლოვეზე. მამაკაცმა კი შეიძლება ეს საერთოდ არ შეამჩნიოს. სწორედ ამიტომ არის საჭირო საუბარი საკუთარ გრძნობებზე.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან”>>>
♦ სექსოლოგია >>>

წყარო: http://bestsemya.ru/sekskak-iskusstvo/seksualnaya-psixologiya-kak-ponyat.html.