სქესობრივი აქტის პოზები , ფსიქოლოგიის თვალსაზრისით

სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები

ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე”
ანალური სექს-სათამაშოები
ფალოიმიტატორები
მასტურბატორები და თოჯინები
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის
პენისის რგოლები
პომპები და გამაფართოებლები
ვიბრატორები

სქესობრივი აქტის პოზები, ფსიქოლოგიის თვალსაზრისით

  1. პოზების ჯგუფი: „პირისპირ“
  2. პოზა: მამაკაცი ზემოდან
  3. პოზა: ქალი ზემოდან
  4. მჯდომარე პოზა
  5. დგომითი სახის პოზა
  6. პოზა: მამაკაცი უკნიდან
1. პოზების ჯგუფი: „პირისპირ“

აღსანიშანვია, რომ სექსში ადამიანებს, ყველა პოზა აკმაყოფილებს. უპირველესად კი ის ასრულებს კომუნიკაციურ ფუნქციას – ურთიერთობის მოთხოვნას.
ცნობილია, რომ ცხოველებში მსგავსი პოზები არ არსებობს. ადამიანები კი ხშირად მიმართავენ აღნიშნულ პოზებს არა იმდენად ფიზიოლოგიური სიამოვნების მისაღებად, რამდენადაც ერთიანობის მძაფრად აღსაქმელად.

2. პოზა: მამაკაცი ზემოდან

ამ ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პოზაა. ქალების უმრავლესობისათვის ეს პოზა წარმოადგენს თავისებური დაცვის სიმბოლოს, როცა მამაკაცის სხეული პრაქტიკულად მას ბოლომდე ფარავს.
ამ პოზას ხშირად მისიონერულს უწოდებენ: ისტორიის თანახმად, ველური ტომების წარმომადგენლები, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ ცხოველურ პოზებს, გაოცებით უყურებდნენ მისიონერების სასიყვარულო სცენებს.
თუმცა ეს ბოლომდე სიმართლეს არ წარმოადგენს. ამ პოზის ვარიანტები აღმოჩენილია პირველყოფილი ადამიანების ნახატებში, რაც იმას მიანიშნებს, რომ სექსის სოციალური ფუნქცია კაცობრიობის ადრეულ ეპოქებში გაჩნდა.
აღნიშნულ პოზასთან დაკავშირებით აღსანიშანვია სხვა ინტერპრეტაციაც; ეს შეიძლება იყოს ერთი მხრივ გაერთიანებით მიღებული სიამოვნების სურვილი, მეორე მხრივ კი ზეწოლა (მამაკაცის თვალთახედვით).
ზოგადად, მამაკაცისათვის პირველ რიგში სექსუალური აქტის დროს, დამაკმაყოფილებლად მოქმედებს ძალაუფლების განცდა, ძალის დემოსტრირება, რაც გულისხმობს პარტნიორის მაქსიმალურად შებოჭვას.
ყოველი ეს ქალისათვის არასასიამოვნოა, მძლავრი ზეწოლა ხელს უშლის მის ფრიქციას, რაც მამაკაცისთვის მეორეხარისხოვანია.

3. პოზა: ქალი ზემოდან

ფიზიოლოგიის თვალსაზრისით ის უფრო მისაღებია, რადგან ქალი მამაკაცთან შედარებით უფრო მსუბუქია. მძალვრი ზეწოლის გამო ძირითადი აქტიურობა ქალზე მოდის, ამიტომ სექსოლოგები ამ პოზას ურჩევენ აქტიურ ქალებს და გადაღლილ მამაკაცებს.
ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ზოგიერთი კაცებისათვის ეს პოზა დამამცირებელია. აქ ერთვება სოციალური ფაქტორი.
ცოლის შემთხვევაში დამაცირებელია, მაგრამ არა მეძავთან მიმართებაში. მან მეძავში ფული გადაიხადა, ამიტომ ვალდებულია იშრომოს.
ასეთი გაუკუღმართებული დამოკიდებულება აჩენს ინტიმურ სფეროში პრობლემებს, როცა მამაკაცი გადაღლილია ცოლს სურს აიღოს ინიციატივა საკუთარ თავზე, თუმცა ვერ ახერხებს.
ქალების ნაწილს ეს პოზა მოსწონს არა იმიტომ, რომ თვითონ შეუძლიათ სასურველი კუთხის და მოძრაობათა რიტმის ამორჩევა, არამედ უნდათ ფსიქოლოგიურად იგრძნონ თავის მამაკაცად.
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ის მამაკაცისგან თანაცხოვრების პირობებში განიცდის შევიწროვებას. ქალთა მეორე ჯგუფისათვის ეს პოზა კატეგორიულად მიუღებელია, რადგან მამაკაცი გაუნძრევლად იღებს სიამოვნებას და ქალი მას ემსახურება.
მიუხედავად ამისა, თუ ვინ არის ქვემოდ, ორივე სქესისათვის შესაძლებელია საკუთარი რიტმით სიამოვნების მიღება.

4. მჯდომარე პოზა

ეს პოზა დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, რადგან მოუხერხებელია. მისი არსებობა მითითებს პარტნიორების თანასწორობაზე განსაკუთრებით სიმაღლის მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ ის იძლევა მოძრაობის ნაკლებ საშუალებას, ნაცვლად შესაძლებელია მკერდის დონეზე მაქსიმალური სიახლოვე.
ზოგიერთ შემთხვევაში მამაკაცი ცდილობს ქალის ამოძრავებას, როგორც ხელოვნური ვაგინის შემთხვევაში. როცა არ არის სექსში თანასწორობის მოთხოვნილება, მაშინ აღნიშნული პოზა კატეგორიულად მიუღებელი ხდება.

სოციოლოგიური გამოკითხვა

 

გამოკითხვა ქალებისათვის .რომელ პოზას ანიჭებთ უპირატესობას? პოზის ნომერი მითითებულია ბანერზე

Loading ... Loading ...

გამოკითხვა კაცებისათვის .რომელ პოზას ანიჭებთ უპირატესობას? პოზის ნომერი მითითებულია ბანერზე

Loading ... Loading ...
5. დგომითი სახის პოზა

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სპეციფიკური ჯგუფის პოზაა. აღნიშნული მდგომარეობა არის სერიოზული დატვირთვა, განსაკუთრებით მამაკაცებისათვის, რომელიც იძულებულია ქალი ხელში აყვანილი ჰყავდეს, თუმცა ეს პოზა კაცებს მოსწონთ რადგან ქალს სრულად ფლობენ.
მათ შეუძლიათ პარტნიორის მოძრაობა, როგორც უსულო საგნის.
ქალსაც მოსწონს თუმცა სხვა მიზეზით, რომ ის ისეთი მოხდენილია, რომ ამ სახითაც შეიძლება მასთან სექსი, როგორც ჩანს კრიტერიუმის შერჩევა ისევ არაფიზიოლოგიურია.
აღნიშნული პოზის ტექნიკა მიუთითებს იმაზე, რომ პარტნიორებს არ სჭირდებათ წოლა, მათ შეუძლიათ სწრაფი სექსი და ამით ხაზს უსვამენ თავინთი მიზნების სიადვილეს და სისწრაფეს.

6. პოზა: მამაკაცი უკნიდან

აღნიშნული პოზა ნასესხებია ცხოველებიდან. მის ირგვლივ არაერთი ფსიქოლოგიური პრობლემები და შესაძლო კონფლიქტებია.
პრინციპში ეს არის ცხოველური პოზების რეგრესის ნათელი მაგალითი. თავდაპირველად დიდი ალბათობით, ადამიანი ამ პოზას არ იყენებდა.
მას შემდეგ რაც სექსუალურ ფუნქციებს დაერთო სოციალური აღქმაც, გაჩნდა შემდეგი ასოციაცია: ცხოველებში ყველაფერი მარტივია! იქნებ ჩვენც ვცადოთ. ცხოველებში აღნიშნულის სიმარტივე გასაგებია, ადამიანებში კი იქმნება პრობლემები.
ადამიანი ცხოველისაგან განსხვავდება თეძოს კუნთების მძლავრი განვითარებით, რაც დაკავშირებულია მის გამართულ სიარულთან. ამ კუნთების გამო „ტექნიკურად“ „უკნიდან“ შეუძლებელია სქესობრივი აქტის დროს ასოს შეღწევა ვაგინაში.
თუმცა ეს პოზა პოპულრული გახდა (განსაკუთრებით მამაკაცებში), სწორედ სოციალური სიმბოლიკის გამო. ამ დროს პარტნიორები სახეს არ ხედავენ ეს პოზა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჯგუფური სექსის დროს.
ამ შემთხვევაში პირველ რიგში მიიღწევა ფსიქოლოგიური სიამოვნება: მამაკაცი თავს გრძნობს თავისუფლად, არ იღებს პასუხისმგებლობას სექსის ხარისხზე. მაგრამ ამ პოზის ნამდვილი არსი მდგომარეობს პარტნიორის დამორჩილებაში (სოციალური ფაქტორი).
ქალი ამ დროს დაჩოქილ მდგომარეობაშია, ზოგ მამაკაცს მოსწონს ამ დროს ქალის თავის უფრო დახრაც: ყველაზე ხშირად ეს პოზა ფიგურირებს გაუპატიურების შემთხვევებში (განსაკუთრებით მაშინ, როცა მოძალადეს არ აინტერესებს არა იმდენად სექსი, არამედ მსხვერპლის დამცირება).
აღნიშული პოზა მაიმუნებში დამამცირებლად ითვლება და ხშირად ამ მდგომარეობაში აღმოჩნდება სუსტი მამრი. ქალების უმრავლესობას ეს პოზა არ მოსწონს, მაშინაც კი თუ ანიჭებს ფიზიოლოგიურ სიამოვნებას. სერიოზული პრობლემების წინაშეა ის ქალები, რომელთა ძირითადი ეროგენული ზონები განლაგებულია ზურგზე და საშოს უკანა კედელში.
ამ პოზის ზოგიერთი ვარიანტის დროს ქალისათვის შეიძლება იდეალური აღმოჩნდეს, თუმცა ფიზიკური ზემოქმედების სახით მიღებული სიამოვნება, შეიძლება ბლოკირებული იყოს ქვეცნობიერი გარესექსუალური აღქმით – ქალი თავს გრძნობს დამცირებულად, მას აწუხებს სირცხვილის გრძნობა და ემოციურად ვერ პასუხობს ეროგენული ზონების აღგზნებას.
სხვა ვარიანტის არჩევა, საიდანაც ნაკლებად არის გამოხატული ქალის „მეორეული როლი“ ის უკვე ვერ ღებულობს სათანადო ფიზიოლოგიურ შეგრძნებებს.
არანაკლებ რთულდება სიტუაცია, როცა მამაკაცი საკუთარი ძალების დემოსტრირების მიზნით აიძულებს ქალს „უკანა პოზას“. ამ დროს ასეთი მამაკაცისათვის მთავარია ქალის მაქსიმალური დამცირება, ხშირად მათ სურვილი აქვთ ხელში აყვანით განახორციელონ სექსუალური აქტი, მაგრამ ფიზიკური ძალა ამის საშუალეაბს არ აძლევს.
თუმცა, ამ პოზასთან დაკავშირებით, არსებობს სხვა სახის შეხედულება, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც ნდობის დემონსტრაცია. ცნობილია, რომ ადამიანის სხეულის ყველაზე დაუცველი ნაწილი არის თეძოს მიდამოები, დუნდულები.
სწორედ აქ წამოარტყამენ ხოლმე მშობლები ბავშვებს ხელს, როცა ისინი ცელქობენ. ამიტომ ქალის მიერ ამ ადგილების მამაკაცისათვის დათმობა, როცა თვითონ ვერ იცავს (ხელები ამ დროს საყრდენია), ნიშნავს უსაზღვრო ნდობის გამოვლენას.
ამ შემთხვევაში პოზა – „მამაკაცი უკან“ წარმატებით გამოიყენება ცოლ-ქმრულ წყვილებში. ასე, რომ ქალს შეუძლია დამატებითი უპირატესობა მიიღოს.
გარდა ამისა, ეს პოზა არის პრაქტიკულად ანალური სექსის ერთადერთი მდგომარეობა.
ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია წყვილების ფსიქოლოგიური მდგომარეობა: ეს შეიძლება იყოს ქალისათვის დამამცირებელი ან მისი უპირატესობის მიმნიჭებელი. ბუნებრივია, ყველა შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ ანალიზს, განსაკუთრებით მაშინ თუ სიტუაცია პრობლემურია.
წყარო: http://psilog.ru/pozy-v-sekse-s-tochki-zreniya-psihologii.html


webსქესობრივი აქტის პოზები
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page

♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“