ქუდები მსოფლიოს წამყვან ინტერნეტ-მაღაზიებში



ამ გვერდიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ქუდები მსოფლიოს წამყვანი ინტერნეტ-მაღაზიებიდან. ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა სტილის ქუდების ჩამონათვალი. შესაბამის ტექსტზე დაკლიკებით გადიხართ ამერიკული ინტერნეტ-მაღაზიის შესაბამის განყოფილებაზე, გათვალისწინებული აქციებითა და ფასდაკლებებით.


♥ ქალის ქუდები >> 



ქუდი გარდერობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ის განსაკუთრებით მოთხოვნადი აქსესუარია ზამთრის პერიოდში.   როგორ შევარჩიოთ ქუდი ისე, რომ იყოს მოხერხებული, კომფორტული და ამავე დროს ვიზუალურადაც გვიხდებოდეს. ქუდის შერჩევისას აუცილებელია ყველა დეტალის გათვალისწინება – ფერი, ფორმა, მასალა; მთავარი კი ისაა, რომ ქუდი იყოს თბილი (თუ ის ზამთრისაა) და მოდური. ქუდი უნდა შეესაბამებოდეს სახის ფორმასა და სხეულის აგებულებას. სწორად შერჩევისას ქუდი დაგეხმარებათ სილუეტის მსუბუქ კორექციაშიც. და მაინც, როგორ შევარჩიოთ ქუდი, რა უნდა გავითვალისწინოთ ქუდის შერჩევისას:


  1. კლასიკური ქუდები უხდებათ სწორი ნაკვთების მქონე გოგონებს.
  2. გოგონებს სწორი ცხვირით, უხდებათ სხვადასხვა ბერეტები – რეტრო სტილის და დიზაინერული შლაპა-ტაბლეტები
  3. არისტოკრატული გარეგნობის მქონე გოგონებს უხდებათ მრგვალი ფორმის შლაპები
  4. წამახვილებული ნაკვთების მქონე გოგონებს მოუხდებათ ცილინდრული ქუდები, ხოლო მსხვილი ნიკაპის მქონეთათვის რეკომენდებულია დიდი კეპები, სასურველია ნაქსოვი.
  5. მაღალი გოგონებისათვის რეკომენდებულია ფართო, დიდი, ან ბრტყელი ქუდები.
  6. მსუქნებისთვის რეკომენდებულია ფართო კიდეების მქონე ქუდის ტარება.
  7. მინიატურული აგებულების გოგონებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ შლაპის კიდეები არ უნდა აღემატებოდეს მხრების სიგანეს.

♥ კაცის ქუდები >>



შლაპის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რომ შლაპის ზედა ნაწილის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს თქვენი სახის სიგანეს; ქუდის ან შლაპის შერჩევისას აუცილებლად მოირგეთ  დიდი სარკის წინ, ისე, რომ მთელი სხეულით გამოჩნდეთ.

რა შეეხება თმის ფერის – ქერათმიანებისთის იდეალურია ბეჟი ფერის ყველა ტონალობა, ასევე ყავისფერი და ატმისფერი ქუდები. შედარებით მუქი ფერის გოგონებმა უნდა ატარონ  კლასიკური თეთრი ან შავი ფერის, ასევე მუქი იისფერი და ფირუზისფერი, ბროწეულისფერი და ჟოლოსფერი ქუდები. წითური ფერის მქონე გოგონებისთვის რეკომენდებულია რუხი, მწვანე და ლურჯი ფერის ქუდები.


♥ ქუდები გოგონებისათვის >>
♥ ქუდები ბიჭებისთვის >>
♥ ქუდები ახალშობილებისათვის >>



იხილეთ ასევე სტატიები: 1. როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის ქუდი >> 2. ქუდები ახალშობილებისათვის >> 3. ბავშვის ქუდის ზომები >> 4. საბავშვო აბადოკები>> 4. საზღვაო ქუდი >> 4. საცურაო ქუდი >>

 თუკი თქვენ არ იცით, როგორ გამოიწეროთ ამაზონიდან, გჭირდებათ კონსულტაცია ან გირჩევნიათ სხვამ გამოგიწეროთ, დააკლიკეთ აქ >>
 გადასვლა >>> Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი

.