ასაკობრივი სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის

http://www.medgeo.net/2018/06/14/ქალსა-და-მამაკაცს-შორის-ა/

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

ქალსა და მამაკაცს შორის ასაკობრივი სხვაობა

  1. ოჯახი, სადაც ცოლ-ქმარი ერთი ასაკისაა
  2. როცა მამაკაცი 5-7 წლით უფროსია
  3. როცა მამაკაცი 8-12 წლით უფროსია
  4. როცა მამაკაცი 13-16 წლით უფროსია
  5. როცა მამაკაცი19-20 და მეტი წლით უფროსია
  6. ოჯახი, სადაც ქალი ასაკოვანია
  7. როცა ქალი 5-7 წლით უფროსია
  8. როცა ქალი 8-12 წლით უფროსია
  9. როცა ქალი 16 და მეტი წლით უფროსია

ცოლ-ქმარს შორის ასაკობრივი სხვაობა ყოველთვის იწვევს დიდ ინტერესს. როცა ასაკის მიხედვით შეუფერებელ პარტიორებს შორის ურთიერთობა იწყება, რთული განსასაზღვრია თუ როგორ აისახება მომავალში აღნიშნული სხვაობა. როგორც წესი, ასეთ ვითარებაში პირველ ადგილზე დგას გრძნობა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ცოლ-ქმარმა შეიძლება იგრძნოს ასაკობრივი გავლენის მოქმედება.

როცა ოჯახში ქალი უფროსია ქმარზე, ეს სიტუაცია ყოველთვის უარყოფითად აღიქმება საზოგადოების მიერ. საზოგადოება უფრო შემწყნარებელია ოჯახში მამაკაცის დიდ ასაკზე, თუნდა სხვაობა 20 წელი იყოს.

ყოველივე ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ასაკში მყოფი ქალი, ნაკლებად მოახდენს საკუთარი შვილოსნობის უნარის გამოვლენას. ამასთან, მამაკაცი ყოველთვის ამაყობს თავისი ახალგაზრდა მეუღლით და ცდილობს საზოგადოებაში მუდმივად მის წარმოჩენას, მაშინ როცა ასაკით უფროსი ქალი ნაკლებად ჩნდება ქმართან ერთად, რაც ბუნებრივია აისახება მის ფსიქოლოგიაზე.

ოჯახი, სადაც ცოლ-ქმარი ერთი ასაკისაა

ურთიერთობა ტოლებს შორის ვითარდება ყველაზე უკეთ. ხშირად წყვილებს უჩნდება საერთო ინტერესები და ქცევითი მოდელები. ახალდაქორწინებულები არ ჩქარობენ პირველ ხანებში ბავშვის გაჩენას, მათ უნდათ იცხოვრონ თავისთვის.

თუმცა, ტოლი ასაკი არ ნიშნავს მუდმივი კავშირის გარანტიას. გამოკვლევების თანახმად, ტოლი ასაკის ადამიანების მიერ შექმნილი ოჯახი ინგრევა ქორწინებიდან 2-3 წელიწადში, ხოლო ისევ ყველაფრის თავიდან დაწყება პრობლემური ხდება. ამიტომ არ უნდა მივანიჭოთ დიდი მნიშვნელობა დასაწყისში არსებულ კარგ ურთიერთობებს. აუცილებელია ამ ურთიერთობების გაძლიერება და განახლება. ერთმანეთის მიმართ, ცოლ-ქმარმა ინტერესი, შეიძლება შეინარჩუნოს სიურპრიზების შეთავაზებით, საჩუქრებით, დასვენებით, სექსუალური ექსპერიმენტებით. დროთა განმავლობაში ქორწინებას არა მარტო სიყვარული, არამედ მეგობრობა, თანადგომა და მოთმინებაც უნდა ამყარებდეს.

ოჯახი, სადაც მამაკაცი ასაკოვანია

დადებითი მხარეები

თანამედროვე სამყაროში ასეთი ოჯახები არცთუ ისე იშვიათია და ხშირად წარმოადგენს გაცნობიერებულ არჩევანს. მისი დადებითი მხარეებიდან აღსანიშნავია:

  • ფსიქოლოგიურად ქალი უფრო დაცულად გრძნობს თავს, როცა მასზე ზრუნავს ასაკით უფროსი მამაკაცი. როგორც წესი, მამაკაცი მიდრეკილია ქალისადმი უფრო მეტი მზრუნველობით, ჩუქნის მას საჩუქრებს, აღფრთოვანებულია მისი სილამაზით, ხოლო ქალი ამით დიდ კმაყოფილებას განიცდის;
  • ასაკოვანი მამაკაცი წარმოადგენს ოჯახის მთავარ საყრდენს. ამიტომ, ასეთი ოჯახი ხშირად „ფეხზე მყარად დგას“. ქალს შეუძლია დაკავდეს საყვარელი საქმეებით, რომელსაც შესაძლოა დიდი შემოსავალი არ მოჰქონდეს, რადგან ის უზრუნველყოფილია ძირითადი საოჯახო მოთხოვნილებებით.
  • მამაკაცი ფსიქოლოგიურად უფრო გვიან მწიფდება, ვიდრე ქალი. ამიტომ ასაკში არსებული სხვაობის გამო, ღირებულებები ქალსა და მამაკაცს შორის მსგავია. ასაკოვანი მამაკაცი უფრო მეტად მზად არის აღზარდოს ბავშვი, ვიდრე ახალგაზრდა ბიჭი. ასაკოვანი მამაკაცი ნაკლებად ეძებს სასიყვარულო ურთიერთობებს და მისთვის უპირველესი ოჯახი ხდება, რის ნაკლებობასაც განიცდის ქალები, რომლებსაც ასაკით ტოლი მეუღლეები ჰყავთ.
  • როცა ოჯახში მამაკაცი ასაკოვანია, ვიდრე ქალი, ღალატის შანსები კლებულობს, რადგან მამაკაცის გვერდზე ახალგაზრდა ქალია და მას არ სჭირდება იმის მტკიცება, რომ მას კიდევ მეტი შეუძლია. მთავარი მამაკაცისათვის ამ ვითარებაში არის მუდმივად დამუხტვა ახალგაზრდა ცოლის ენერგიით, რაც საშუალებას აძლევს, რომ ის ენერგიულად გამოიყურებოდეს, ხოლო ქალი ასეთ ვითარებაში ადრეულად ბერდება.

უარყოფითი მხარეები

რაც უფრო ასკოვანია მამაკაცი მით უფრო დიდია სხვაობა მეუღლეთა ინტერესებს შორის. ეს შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ გატაცებას თუ საყვარელ საქმინობას. სხვადასხვა თაობის გემოვნებებში განსხვავებები დიდია. ამიტომ ოჯახის შესანარჩუნებლად საჭიროა გარკვეულ დათმობებზე წასვლა;

ხშირად მამაკაცი შეიძლება უსიამოვნებას შეხვდეს ქალის მშობლების და ნათესავების მხრივ, განსაკუთრებით მამისგან.

მშობლები უპირატესობას ანიჭებენ, რომ მათი ქალიშვილის გვერდით იყოს ენერგიული, ასაკთან შესაბამისი მამაკაცი. ამ შემთხვევაში მისი „შვილად“ აღქმა ადვილია, ვიდრე ასკოვანი მამაკაცის შემთხვევაში.

ასაკოვან მამაკაცს, ახალგაზრდა ცოლის შემთხვევაში, არაერთი ეჭვიანობის საფუძველი ეძლევა. იმისათვის, რომ მეუღლემ მის მიმართ ინტერესი არ დაკარგოს აუცილებელია ის მუდამ იყოს ფიზიკურ ფორმაში და გამოიყურებოდეს „თანამედროვედ“.

როცა მამაკაცი 5-7 წლით უფროსია

მოცემული ასაკობრივი სხვაობა ოპტიმალურად არის მიღებული, რამდენადაც ნაკლებად შესამჩნევია და ურთიერთობებისათვისაც ხელსაყრელია. მეუღლეებს შორის ხშირია ინტერესების თანხვედრა, საერთო ღირებულებები.

მამაკაცს ასაკიდან გამომდინარე, მიღებული აქვს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილება და მზად არის ოჯახის შექმნისათვის. ის ცოლთან ერთად თანაბრად მონაწილეობს შვილების აღზრდაში. ქალი აღიარებს მის ავტორიტეტს და თავს დაცულად გრძნობს. ოჯახები სადაც მეუღლეებს შორის სხვაობა 7 წელია ხშირად გამოირჩევა სიმყარით. სტატისტიკის მიხედვით მათ ჩვეულებრივ რამდენიმე შვილი ჰყავთ.

როცა მამაკაცი 8-12 წლით უფროსია

ამ შემთხვევაში ასაკმა შეიძლება ძლიერად იმოქმედოს მეუღლეთა შორის ურთიერთობებზე. ძირითადი უთანხმოება არის ინტერესებში, თუმცა მონდომების შემთხვევაში მისი მოგვარება შესაძლებელია. ქალისათვის ასეთი მამაკაცები გამოიყურება მეტად თავდაჯერებულად და საიმედოდ, ვიდრე მისი თანატოლები.

როცა მამაკაცი 13-16 წლით უფროსია

როცა სხვაობა წყვილებს შორის საშუალოდ 14 წელია, ეს თვალშისაცემია, როგორც მეუღლეებს შორის ისე საზოგადოების თვალში. ამ ასაკის მამაკაცები კარგად ერკვევეიან ქალების ფსიქოლოგიაში. ისინი ხშირად მზად არიან აუსრულონ ყველა ის მოთხოვნილება, რაც იზიდავს ქალს მამაკაცში. ასკოვანი მამაკაცი უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება ოჯახის შექმნას. პრობლემები შეიძლება შეიქმნას ინტიმურ ცხოვრებაში.

როცა მამაკაცი19-20 და მეტი წლით უფროსია

ამ შემთხვევაში წყვილები სხვადასხვა თაობას ეკუთვნის, რაც ოჯახში ურთიერთგაგებას დიდი პრობლემების წინაშე აყენებს. გოგონა, რომელიც გადაწყვეტს ცოლად გაჰყვეს 20 წლით და მეტი ასაკის მამაკაცს, გამოწვეულია იმით, რომ ბავშვობაში მას მამისგან ყურადღება და მზრუნველობა აკლდა.

ამ შეთხვევაში მწვავედ დგება ქმრის ეჭვიანობის პრობლემა, შვილოსნობის საკითხი. მაგრამ თუ გრძნობები ძლიერია, ოჯახის შენარჩუნებაც შესაძლებელია.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


ოჯახი, სადაც ქალი ასაკოვანია

ვითარება, როცა ქალი მამაკაცზე 10-12 და 19-20 წლით უფროსია, ყოველთვის იწვევდა საზოგადოების მძლავრ რეზონანს. სადღეისოდ მსგავსი ფაქტები იშვიათია, თუმცა მათ შორის ბევრია ხანგრძლივი ურთიერთობების მაგალითები.

დადებითი მხარეები

  • ქალებში ნელდება დაბერების პროცესები თუ მის გვერდით ახალგაზრდა მამაკაცია, შინაგანი ენერგია ეხმარება გარეგნული სილამაზის შენარჩუნებას;
  • ასაკთან დაკავშირებულმა ქალის სიბრძნემ და გაწონასწორებულმა ხასიათმა, შეიძლება განაპირობოს კონფლიქტები აღმოფხვრა და ქორწინების სტაბილურობა;
  • წყვილები სექსუალურმა ცხოვრებამ შეიძლება მიაღწიოს მაღალ დონეს, ვინაიდან ახალგარდა მამაკაცი ამ მხრივ აქტიურია, ხოლო ქალის შემთხვევაში ეს პერიოდი, სწორედ ასაკთან ერთად აღწევს კულმინაციას;
  • ქალი, რომელიც 10-12 წლით უფროსია მამაკაცზე მუდმივად ცდილობს ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, არის უფრო აქტიური;

უარყოფითი მხარეები

  • ასეთ ვითარებაში ქალი ხშირად იკავებს ლიდერულ პოზიციას, გადამეტებულად ზრუნავს ქმარზე. გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება მამაკაცს ეს აღარ მოეწონოს და გადაწყვიტოს ოჯახში გახდეს უფროსი;
  • უარყოფითი დამოკიდებულება მამაკაცის მშობლების, მეგობრების, ნათესავების მხრიდან (განსაკუთრებით დედის);
  • ქალი ამ შემთხვევაში მიიღებს „დედის“ ან „უფროსი დის“ იარლიყს, როცა ისინი აღმოჩნდებიან საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. რაც ყოველთვის არასასურველია ქალისათვის;
  • ასაკოვან ქალში ეჭვიანობასთან ბრძოლა, იღებს სერიოზულ სახეს.

როცა ქალი 5-7 წლით უფროსია

აღნიშნული სხვაობა შეიძლება მეუღლეთა შორის შეუმჩნეველი იყოს, განსაკუთრებით მაშინ თუ ადგილი აქვს ინტერესების და მოთხოვნილებების თანხვედრას. საზოგადოებაც ნაკლებად ამჩნევს, რადგან ქალი ჩვეულებრივად გამოიყურება. სექსუალური აქტიურობა ხშირად თანხვედრია. მეგობრების წრეც შესაძლოა საერთო იყოა, ამიტომ ასეთი ოჯახები სიმყარით გამოირჩევა.

როცა ქალი 8-12 წლით უფროსია

როცა ქალსა და მამაკაცს შორის ასაკობრივი სხვაობა საშუალოდ 10 წელია, ეს ყოველთვის შესამჩნევია, რაც ხშირად ქალებში იწვევს დისკომფორტს და ნაკლები სურვილი აქვს გამოჩნდეს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. ქალის მოთმინება, სიბრძნე და სიყვარული ხშირად არის არსებული სიძნელეების დაძლევის მთავარი ფაქტორი.

როცა ქალი 16 და მეტი წლით უფროსია

ხშირად ასეთ ქორწინებაში ის მამაკაცები არიან, რომლებმაც ბავშვობაში დედის საკმარისი ყურადღება და ალერსი არ მიუღიათ. იშვიათიაა ხანგრძლივად ურთიერთობის შენარჩუნება. 19 წლის სხვაობის შემთხვევაში, ბედნიერი თანაცხოვრება წარმოადენს უფრო გამონაკლისს ვიდრე ნორმალურ მოვლენას.

მიუხედავად საზოგადოების აზრისა, ასაკოვანი ქალი უნდა მოიქცეს საკუთარი გულის კარნახით და იხელმძღვანელოს თავისი ღირებულებებით და ინტერესებით.

დაუშვებელია, მხოლოდ ასაკში სხვაობის მიხედვით, ბედნიერი ურთიერთობების კრიტიკა. ხშირად სწორედ სტერეოტიპები არის მსგავსი ოჯახების დანგრევის მიზეზი, როცა ქალს და მამაკაცს თვითონ არ სჯერა, საკუთარ თავში არსებული ღრმა გრძნობის. მთავარი კი არის ერთმანეთის გაგება და სიყვარული.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან”>>>
 სექსოლოგია >>>

წყარო: http://bestsemya.ru/psixologiya-otnoshenij-muzhchiny-i-zhenshhiny/muzhchina-i-zhenshhina/raznica-v-vozraste.html