ფსიქოგენური იმპოტენციის ფსიქოლოგიური საფუძვლები

http://www.medgeo.net/2018/06/18/ფსიქოგენური-იმპოტენციის/

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

ფსიქოგენური იმპოტენციის ფსიქოლოგიური საფუძვლები

  • ფსიქოგენური იმპოტენციის მიზეზები და სახეები
  • შეუფერებელი სექსუალური სტიმულები

მამაკაცებში სქესობრივი უძლურების წარმოშობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი არის ფსიქიკური მოშლილობა, ხოლო იმპოტენცია, რომელიც ფსიქიკური მოშლილობის შედეგად ვითარდება, ეწოდება ფსიქოგენური. თუმცა სახელწოდებამ მამაკაცები არ უნდა შეაშინოს. აღნიშნული მეტ-ნაკლებად გამოხატულია ყველა ადამიანში: ზოგში მეტად, ზოგში კი ნაკლებად.

მამაკაცების პოტენცია ბევრად არის დამოკიდებული მის შინაგან მდგომარეობაზე. იმპოტენციის მქონე მამაკაცთა 90%-ში, ის ვითარდება საკუთარი შიშების და თავის მიმართ დაურწმუნებლობის გამო. ამიტომ  მამაკაცები შიშის გამო ნაკლებად მიმართავენ სპეციალისტებს, რადგან მათი აზრით „იმპოტენტი“ ნიშნავს „ცხოვრებაში ხელმოცარულ ადამიანს“. რატომ ხდება ასე? პასუხი თითოეულ მამაკაცშია.

ზოგჯერ ასეც ხდება: მამაკაცის პირველი სიახლოვე საყვარელ ქალთან, მიუხედავად დიდი მცდელობისა, აღმოჩნდეს მის წინაშე მოწოდების სიმაღლეზე, ხდება პირიქით და განიცდის მარცხს („პირველი შეხვედრის სინდრომი“). მაგრამ ადამიანები სრულყოფილი არ არის. თუ ერთხელ არ გამოვა, მეორეჯერ აუცილებლად გამოვა, თუმცა მამაკაცები ასე არ თვლიან და იწყებენ ფიქრს საკუთარ არასრულფასოვნებაზე.

ხშირად მამაკაცები, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, აღგზნება იმდენად დიდია, რომ ორგანიზმი გადაიღლება და ერექცია დიდხანს არ გრძელდება. აქ საჭიროა პარტნიორის დახმარება. მამაკაცმა არ უნდა თქვას უარი დასვენებაზე, როცა ეს საჭიროა. ადვილია ფსიქოგენური იმპოტენციის განკურნება, როცა ცნობილია ადამიანის მდგომარეობა. ამიტომ არ უნდა იფიქროს მამაკაცმა, რომ მისი პარტნიორი დახმარებაზე უარს ეტყვის.

არის სიტუაციები, როცა მამაკაცს საწოლში ერთ ქალთან არაფერი გამოსდის, მაგრამ სხვასთან ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს („სელექციური იმპოტენცია“). აქ მნიშვნელოვანია თუ რა გრძნობები გააჩნია მამაკაცს პარტნიორის მიმართ. თუ სიყვარულს ადგილი არ აქვს, მაშინ რთულია რამე გამოვიდეს.

ყოველი ნორმალური მამაკაცის ცხოვრებაში ადგილი აქვს წარმატებებს და წარუმატებლობებს. ხშირად მამაკაცის საწოლში მუდმივად ფიქრობს ცხოვრებისეულ უსიამოვნებეზე, ამიტომ საჭიროა ეცადოს მოდუნებას, მაგალითად, ვახშამის დროს საუბრით ან საღამოს სეირნობით.

პარტნიორებს შორის ხშირი კონფლიქტები, მათ შორის შინაგან მიზიდულობას და ინტიმური ურთიერთობების სურვილს აქრობს, რაც ისახებ იმპოტენციის თანდათანობით დაქვეითებაზე.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


ფსიქოგენური იმპოტენციის მიზეზები და სახეები

ამ დარგის აღიარებულ სპეციალისტებსაც კი უჭირთ ამ მხრივ კანონზომიერებების დადგენა. ძირითადად შეინიშნება ორის სახის ფსიქოგენური იმპოტენცია:

  1. ე.წ „დებიუტური“ პრობლემები – ქალთან პირველი სიახლოვის დროს მარცხი
  2. იმპოტენცია, როგორც ფსიქოლოგიური რეაქცია პრეზერვატივის გამოყენების აუცილებელობასთან დაკავშირებით.

ნაცვლვად იმპოტენციის ფორმასა და მის მიზეზებს შორის კორელაციის დადგენისა, განვიხილოთ იმპოტენციის ტიპიური „მოდელები“. ქვემოთ ჩამოთვლილია სია, რომელიც იწვევს იმპოტენციას, ამიტომ, ყოველ მამაკაცს შეუძლია თვითანალიზის ჩატარება, რის შედეგად მან დროზე უნდა მიმართოს სპეციალისტს.

ძალიან ძლიერი სტრესი. მსუბუქი სტრესის შემთხვევაში სექსუალური აღგზნება შეიძლება პირიქით, გაძლიერდეს. ბევრმა იცის, რომ თუ რა ძლიერ ემოციებს იწვევს სექსი „ადრენალინის“ მიღების შემდეგ. საშუალო ხანგრძლივობის სტრესი უკვე აუარესებს სექსუალურობას. წარმოიქმნება ორგანიზმის და ფსიქიკის ძლიერი დამცავი მექანიზმი. ძლიერი სტრესი, რომელსაც ადამიანი ვერ უმკლავდება, პოტენციას ძლიერად არღვევს. ადაპტაციის უნარი ირღვევა. პარტნიორის მიერ გამოთქმულმა კრიტიკამ, შეიძლება არათუ შეანელოს იმპოტენცია, არამედ მამაკაცი შეიძლება იმპოტენტად გახადოს. ჩვენს ქვეყანაში ფსიქოსექუალური ურთიერთობების კულტურა დაბალია, ამიტომ ქალის მხრიდან უტაქტო გამონათქვამებმა, შეიძლება მამაკაცის პოტენციაზე უარყოფითად იმოქმედოს.

სექსუალურ ნიადაგზე ფსიქოლოგიური ტრამვა. სიტუაცია გამოწვეულია ნერვიულობათა მთელი სერიით, რომელსაც ადამიანები თავს ვერ აღწევს. სქესობრივი აქტი დაკავშირებულია ტრამვულ სიტუაციასთან. ადამიანი უნებურად „ჩათრეული“ აღმოჩნდება მასში. იმისთვის, რომ ადამიანი გაექცეს ფსიქოლოგიურ ტკივილებს ის საერთოდ უარს ამბობს სექსზე, ხოლო ფიზიოლოგიურად პოტენცია ქვეითდება.

შიშები და ფობიები მამაკაცებში, იწვევს ძლიერ სტრესს. მაგალითად, ქალი დაწვრილებით უყვება, რომ მის სასქესო ორგანოში არსებულ სპირალის (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება) მოძრაობებზე. შედეგად მამაკაცს უჩნდება სტრესი მას ეშინია, რომ სპირალმა მას ფიზიკური ტკივილი არ მიაეყენოს (ფაქტს ადგილი ჰქონდა სამედიცინო პრაქტიკაში).

იპოქონდრია ძლიერი ჩაფლობა საკუთარ შინაგან გრძნობებში, განსაკუთრებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უარყოფით ემოციებზე. არსებობს სოციალური იპოქონდრია, როცა ადამიანი ავადმყოფურად განიცდის საკუთარ სოციალურ წარუმატებლობას. იპოქონდრიამ მამაკაცი შეიძლება მიიყვანოს სექსის მიმართ უკიდურეს ეგოცენტრიზმამდე.

ჰიპერმოტივაცია. ძალიან ძლიერი ლტოლვა სასურველი მიზნისადმი აქვეითებს, ქმედითუნარიანობის ეფექტურობას საბოლოო მოშლილობამდე (იერქსა-დოდსონის კანონი). თუ მამაკაცს ძალიან დიდი სურვილი აქვს ქალის მიმართ ან ვითარება ძალიან აღაგზნებს, ალბათობა დიდია, რომ ადამიანი გამოიფიტოს. მამაკაცებისათვის ცნობილი მოვლენაა, როცა ძლიერი სურვილის შემთხვევაში პოტენცია აღმოცენების ნაცვლად სუსტდება. გარდა ამისა, ძლიერი მღელვარება იწვევს ფსიქო-ფიზიოლოგიურ სტრესს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას.

ცნობიერი და არაცნობიერი ანტიპატია კონკრეტული ქალის მიმართ (პირადი, ინტიმური, სოციალური, სექსუალური და სხვა). მითი იმის შესახებ, რომ კაცში ნებისმიერი ქალი იწვევს ერექციას არ შეესაბამება სიმართლეს. არსებობს, როგორც ბიოლოგიური ისე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება.

ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება. მათ მიმართ ტოლერანტობა დამოკიდებულია ორგანიზმზე.

თვითშეფასების დაქვეითება ან ამაღლება. თვითკრიტიკა ან თვით ქება. ამ შემთხვევაში კაცი ქალთან სექსის დროსაც კი საკუთარი თავით არის დაკავებული. ამ დროს პოტენცია შეიძლება გაუარესდეს.

ნევროტულობის მომატებული დონე. შეიძლება ხასიათდებოდეს არა მარტო ხასიათის, არამედ, სექსუალური ლტოლვის ცვალებადობით, როგორც არასტაბილური პოტენციის შედეგი. ზოგჯერ წარმოიქმნება აუტოაგრესია – აგრესია საკუთარ თავთან მიმართებაში. მომატებული საკუთარი თავის კონკურენტად აღქმა ქალთან მიმართებაში არის პოტენციის დაქვეითების და ფსიქოგენური იმპოტენციის შედეგი.

სიტყვიერი და ფიზიკური აგრესია, რომელიც პარტნიორიდან მოდის. ზოგიერთ მამაკაცს აღნიშნული მდგომარეობა, პირიქით აღაგზნებს, თუმცა უმრავლესობაში შეიმჩნევა პოტენციის და ლტოლვის დაქვეითება.

სექსუალური სიმაძღე. ამ შემთხვევაში სპერმატოგენეზი ვერ ასწრებს ხშირ კოიტუსებს ანუ მამაკაცი მიჩვეულია ძლიერ სექსუალურ სტიმულებს და ჩვეულებრივი სექსუალური სიტუაცია მას უკვე აღარ აღაგზნებს. მაგალითად, პორნოფილმების და ჯგუფური სექსის მოყვარულები, განიცდიან პოტენციის მხრივ სიძნელეებს ჩვეულებრივ „მოსაწყენ“ სიტუაციებში.

სექსუალური სისუტე სომატური დაავადების ან მისის გადატანის შემდეგ. ზოგჯერ პოტენციის დაქვეითება არის ორგანიზმის ავადმყოფობასთან ბრძოლის ირიბი ნიშანი.

შეუფერებელი სექსუალური სტიმულები:

  1. უჩვეულო, უცნობი მიზეზები ან ცნობილი სტიმულების არარსებობა. სექსუალურობა არა მხოლოდ ინსტიქტურია, არამედ პირობით რეფლექტორული. მამაკაცი შეიძლება შეეჩვიოს გარკვეული ტიპის ქალს, მისი სხეულის აღნაგობას, ქცევას, სუნსაც კი. ერექცია ვითარდება სწორედ ამ სტიმულებზე. კლასიკური მაგალითია – „ერთგული ქმრების იმპოტენცია“, როცა ცდილობენ სხვა ქალებთან ურთიერთობას. ეს არ არის ტრაგიკული შემთხვევა, არამედ, გამომუშავებული პირობითი რეფლექსის კანონზომიერი მოქმედება. უჩვეულო შეიძლება აღმოჩნდეს სუსტი სექსუალური სტიმულები ან გარემო. ხშირ შემთხვევაში, როცა ადამიანის ცხოვრებაში დადებითი ემოციები სჭარბობს პოტენცია ნორმას უბრუნდება, დასაშვებია სექსუალური მრავალფეროვნება ნორმის ფარგლებში.
  2. არასასიამოვნო სტიმულები. მაგალითად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მიუღებელი სექსის ფორმები. პარტნიორის მიმართ ანტიპატია. ცნობიერად ან ქვეცნობიერად სექსზე უარი თქმა, უცხო ადამიანების თანდასწრებით. არასასურველი გარემო, მაგალითად, უწესრიგობა ბინაში უსიამოვნო სუნი და ა.შ.
  3. ცალკეულ შემთხვევებში არასასიამოვნო და (ან) პირველად სტიმულად, მრავალი მამაკაცისათვის არის პრეზერვატივის გამოყენება, თუმცა მათი მხრივ წარმოდგენილი პრეტენზიები არის არადამაჯერებელი.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან”>>>

♦ სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია>>>

წყარო: https://psychologist2000.wordpress.com/