პორნოგრაფიის გავლენა ფსიქიკაზე

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

პორნოგრაფიის გავლენა ფსიქიკაზე

სადღეისოდ პორნოგრაფიული სახის ბიზნესი მეტად წარმატებულია, მის მიერ მოტანილი შემოსავალი რთულად აღირიცხება. ტელეკომპანია CBS -ის მონაცემებით, ამერიკელები „ზრდასრულთა გასართობად“ წოდებულ (მათ შორის ფილმები პორნოსაიტებზე) საშუალებებზე წელიწადში 10 მილიარდ დოლარს ხარჯავენ, სხვა მონაცემებით ეს თანხა 2-ჯერ მეტია. კვლევების მიხედვით პორნოგრაფიული სახის მასალები კაცების 86-98%, ხოლო ქალების 56-85%-ში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რას გვთავაზობს პორნოინდუსტრია? მხოლოდ სექსს, სექსს ყველგან და ყველასთან. პორნო ფილმები ახდენს სექსის კულტივირებას და ამკვიდრებს აზრს, რომ ეს სავსებით ბუნებრივია და მთავარია ადამიანმა სიამოვნება მიიღოს. შედეგად პორნოკულტურა ავლებს ტოლობის ნიშანს სექსს, სიყვარულს და ურთიერთობებს შორის, რაც მთლიანად ამახინჯებს მოცემული ცნებების არსს.

პორნოგრაფია და ტრანსი

„ეროტიკული სურათების ცქერა, გარკვეული დროის განმავლობაში, იწვევს თავის ტვინის სიცოცხლისუნარიანობის მოშლას. ასეთი სახის სურათები უფრო ძლიერად მოქმედებს, ვიდრე ძალადობის და კატასტროფების ამსახველი კადრები“. ასეთ დასკვნამდე მივიდა რამდენიმე ამერიკული კვლევითი ინსიტუტების ნეიროფიზიოლოგები.

კვლევების დასაწყისში, რომელიც გამოქვეყნდა New Scientist, მეცნიერები ცდილობდენ პირველ ეტაპზე გაერკვიათ, როგორ რეაგირებს ადამიანის ტვინი ემოციურად მკვეთრ ობიექტებზე. ნაჩვენებ სურათებში ჩართული იყო არა მხოლოდ ეროტიკული, არამედ ძალადობის, ბუნებრივი კატასტროფების და მადის აღმძვრელი საკვებიც კი. მეცნიერებმა ექსპერიმენტის მონაწილეებს აჩვენებდნენ ჩართვის სახით „მშვიდ“ სურათებს (არქიტექტურული ობიექტების, პეიზაჟების და მსგავსი სახის გამოსახულებები). შედეგებმა აჩვენა, რომ ტვინი ყველაზე ხანგრძლივი დამუხრუჭებით, რეაგირებდა სექსუალური ტიპის სურათებზე.

ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების უმრავლესობა, უძლური იყო აღეწერა, იმ გამოსახულებათა სერიის თანმიმდევრობა, რომლებიც ნაჩვენები იყო ეროტიკული სცენების შემდეგ. ფსიქოლოგმა დევიდ ზალდმა (ვანდერბილტის უნივერსიტეტი, ტენესის შტატი) და კოლეგებმა აღნიშნულ ფენომენს უწოდეს – „სიბრმავე ემოციურ ფონზე“. იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა, აღნიშნული „სიბრმავე“ შეადარა ელექტროქსელის მოკლე ჩართვას.

ქალი, როგორც საქონელი

პრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ბიკინებში გამოწყობილი ქალი აღაგზნებს მამაკაცებს, ამ შემთხვევაში მამაკაცების თავის ტვინში, სექსუალური ლტოლვის შემაკავებელი მექანიზები ითრგუნება. გარდა ამისა, პორნოგრაფია მამაკაცებში იწვევს ქალის, როგორც საქონლის სახით აღქმას.

ექსპერიმენტები ტარდებოდა 81 ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის მამაკაცებზე, ტვინის აქტიურობა ფიქსირდებოდა ტომოგრაფიის საშუალებით, სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელმა სიუზენ ფიქსმა აღნიშნა: „ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ თავის ტვინის ფრონტალური ქერქის შესაბამისი ნაწილი გამოირთვებოდა ორ შემთხვევაში. პირველი, როცა მამაკაცები ხედავდნენ ქალებს ბიკინებში და მეორე ბომჟებს და ნარკომანებს. ორივე შემთხვევაში ტვინი რეაგირებდა, ისე როგორც უსიცოცხლო ნივთის შემთხვევაში.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


პორნოგრაფია და ბავშვები

1985 წელს აშშ-ს პრეზიდენტის რეიგანის ადმინისტრაციაში შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე: რა არის პორნოგრაფია და რა გავლენას ახდენს ის საზოგადოებაზე? ამ კომისიამ მოგვიანებით მიიღო „გენერალური პროკურორის კომისიის სახელწოდება“ (Attorney General’s Commission).

კომისიის წევრების აზრით, პორნოგრაფია დიდ ზიანს აყენებს ბავშვებს: „მასალები, როცა ხვდება ბავშვების ხელში, მათ ფსიქიკას აყენებს დიდ ზიანს. სრულიად არარეალურია ბავშვების სწავლება ამ ტიპის მასალებით, რომ სექსი არის კომერციული ტიპის საქონელი და რომ ის მოკლებულია ყოველგვარ სიყვარულს და შეიძლება არსებობდეს ქორწინების გარეშე“.

ყველაზე საშინელი პორნოგრაფიის სახეობა არის ბავშვთა პორნოგრაფია. კომისია აღნიშნავს: „ საბავშვო პორნოგრაფია ასახავს რეალურ ბავშვებს. ეს მოქმედება აყენებს საშინელ ზიანს იმ ბავშვებს, რომლებიც ჩართულია ამ პროცესებში და წარმოადგენს ბავშვების ექსპლუატაციას.“

.

[poll id=”66″]

.

[poll id=”65″]

საშიშროება ახალგაზრდობისათვის

სტატისტიკის მიხედვით, პორნოგრაფიული პროდუქციის ძირითადი „მომხმარებელი“ არის 12-17  წლის ასაკის ბიჭები. უმრავლესობისათვის ის არის სექსუალური განათლების მთავარი წყარო, რაც დიდ შეშფოთებას იწვევს. „პორნოგრაფიულ ფილმებში არ არის საუბარი ორსულობის, დაავადებების გადაცემის საფრთხეებზე. ამრიგად, იქმნება ილუზია, რომ რომ ქცევები, რომლითაც ხდება პორნოპროდუქციის პროპაგანდა, არ შეიცავს არანაირ საფრთხეს“.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, პორნოგრაფია ხელს უშლის ბავშვის ტვინის ნორმალურ განვითარებას. მასობრივი ინფორმაციის კვლევის ინსტიტუტის რექტორის ჯუდიტ რეისმანის აზრით: „როგორც ნევროლოგიური სახის კვლევები აჩვენებს, პორნოგრაფიული სახის გამოსახულებებზე და ხმაზე, თავის ტვინში მიმდინარეობს ბიოლოგიური ცვლილებები, რომელიც თრგუნავს ცნობიერებას. ეს დამღუპველია „დამყოლი“ ბავშვის თავის ტვინისათვის, რამდენადაც შეიძლება დაარღვიოს სინამდვილის აღქმა, რაც ნიშნავს ბავშვის სულიერ და ფიზიკურ განვითარებაზე ზიანის მიყენებას. ყოველი საბოლოო ჯამში წინ ეღობება ბავშვის ნორმალურ განვითარებას.“

პორნოგრაფია აქეზებს მოძალადეებსა და დამნაშავეებს

მარშალის სოციოლოგიის მკვლევარებმა (W.L. Marshall), დაადგინეს, რომ მოძალადეების ნახევარზე მეტი დანაშაულის ჩადენის წინ უყურებდნენ პორნოგრაფიული სახის მასალებს. სხვა მკვლევარების მონაცემებით, მოძალადეები და პედოფილები პორნოგრაფიას იყენებდნენ დანაშაულის ჩადენის წინ და თვით დანაშაულის ჩადენის პროცესში. დოქტორ ცილმანის და დოქტორ ბრაინტის (Dr. Zillman and Dr. Bryant) მონაცემებით, თუ ადამიანი რეგულარულად ექვემდებარება პორნოგრაფიის გავლენას, მათში ვითარდება ქალებისადმი უსულგულო დამოკიდებულება. ისინი გაუპატიურებას განიხილავენ, როგორც ჩვეულებრივ სამართალდარღვევას, ზოგიერთს კი ის საერთოდ არ მიაჩნია დანაშაულად.

მეცნიერებმა ვერ შეძლეს ეპოვნად მამაკაცი, რომელსაც არ ექნებოდა ნანახი პორნოგრაფიული სახის მასალები. მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეედარებინათ მამაკაცები, რომლებსაც არ ჰქონდათ ნანახი პორნოგრაფიული სახის მასალები, იმ მამაკაცებთან რომლებიც რეგულარულად მიმართავდნენ მას. ექსპერიმენტში მონაწილეობა შეიძლება მიეღო ყველას 20 წლის ასაკის ზევით. მაგრამ პროექტი ჩავარდა, რადგან ვერ მოიძებნა მამაკაცი, რომელსაც პორნოგრაფიული სახის ფილმები არ ექნებოდა ნანახი. როგორც გაირკვა, უმრავლესობა ასეთ მასალებს 10 წლის ასაკიდანაც კი ეცნობოდა. საჭირო მასალების 90%-ს ისინი ინტერნეტით ნახულობდნენ დანარჩენ შემთხვევებში კი ვიდეო მაღაზიებიდან.

მარტოხელა მამაკაცები, პორნოგრაფიას დღეში საშუალოდ 40 წუთის მანძილზე უყურებდნენ, კვირაში სამჯერ. მამაკაცები, რომლებსაც ჰყავდათ სექსუალური პარტნიორები პორნოგრაფიას, კვირაში 1.7-ჯერ სიხშირით მიმართავდნენ, ნახვის ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 20 წუთს.

პორნოგრაფია აღვივებს ცოლ-ქმრულ ღალატს

პორნოგრაფიის არსი არის მამაკაცის სექსუალური ურთიერთობა რამდენიმე ქალთან, რომელთა მიმართ არ განიცდის არავითარ პატივისცემას და მათი პიროვნება გაიგივებულია საგანთან. მამაკაცი, რომელიც ვერ პოულობს სიამოვნების განცდას ცოლთან, არის მიზეზი იპოვოს სხვა პარტნიორი.

ოჯახური სამართლის ამერიკული აკადემიის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, აღმოჩნდა, რომ, წყვილების ნახევარზე მეტი, რომლებიც მიმართავს იურისტებს განქორწინებისათვის, მიზეზად ასახელებს პორნოგრაფიით გატაცებას.

ფსიქოლოგი ვ. კლაინი (Dr. Victor B. Cline იუტას უნივერსიტეტი), სთავაზობს დახმარებას ისეთ წყვილებს, რომლის ერთ-ერთი წევრი დამოკიდებულია პორნოგრაფიაზე, თავის წიგნში „როგორ მოქმედებს პორნოგრაფია ზრდასრულ ადამიანებზე და ბავშვებზე“ წერს: „როგორც ფსიქოლოგი, წლების მანძილზე სამედიცინო დახმარებას ვუწევდი სამასზე მეტ სექსუალურად დამოკიდებულ ადამიანებს, ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და სექსუალურად დაავადებულ ადამიანებს (მათ შორის 96% მამაკაცია). პაციენტებს შორის იყვნენ მაზოხისტები, ფეტიშისტები, პედოფილები და მოძალადეები. იშვიათი გამონაკლისის გარდა, სწორედ პორნოგრაფიამ გამოიწვია მათ შორის აღნიშული გადახრები ან ხელი შეუწყო მის განვითარებას“

დოქტორმა კლაინმა სექსუალური დმოკიდებულების 4 მხარე გამოავლინა:

დამოკიდებულება

„პირველი რაც პორნოგრაფიის მოხმარებისას ჩნდება, არის მიჩვევის ეფექტი. პორნოგრაფიისადმი მოთხოვნილება. მისი მიღების შემთხვევაში, სურვილი უფრო მძაფრდება. მომდევნო ეტაპეპზე ადამიანი უკვე უძლურია უარი თქვას პორნოგრაფიაზე და სწორედ ამის გამო იწყება პრობლემები ოჯახში, კანონებთან და ა.შ.

პორნოგრაფიის მოთხოვნის გაძლიერება

დოქტორი კლაინის მტკიცებით: „დროთა განმავლობაში, პორნო-დამოკიდებული ადამიანი, ითხოვს უფრო უხეშ, მათ შორის სექსუალური გადახრების მქონე მასალების ყურებს, რათა მიიღოს სიამოვნება. უკვე ის ხშირად ანიჭებს უპირატესობას თავის მეუღლეს, როგორც სექსუალური წარმოსახვის განხორციელების საშუალებას.

გრძნობათა დაჩლუნგება

„მესამე ეტაპზე ადგილი აქვს გრძნობათა სიჩლუნგეს. ის გამოსახულებები, რომლებიც ადამიანს ადრე შოკში აგდებდა, არღვევდა მორალურ ნორმებს, მიაჩნდა კანონსაწინააღმდეგოდ, ამაზრზენად, თანდათან მისთვის ხდება ჩვეულებრივად მისაღებად… ადამიანი უკვე მიიჩნევს, რომ „ყველა ასე აკეთებს“, რაც აძლევს მას „უფლებას“ გააკეთოს იგივე, მიუხედავად იმისა, რომ დათრგუნული გონების მიუხედავად ის აცნობიერებს ამ მოვლენათა უკანონობას და ამორალურობას“.

გარყვნილება

ბოლო ეტაპზე ადამიანი რეალურ ცხოვრებაში იმეორებს იგივეს, რასაც ხედავს პორნოგრაფიული სახის ფილმებსა თუ ფოტოებზე, მთ შორის ძალადობას და გარყვნილებას.

როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან”
სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია

წყარო: http://homeland.3dn.ru/publ/sociologija_i_psikhologija/sociologija_i_psikhologija/vlijanie_pornografii_na_psikhiku/20-1-0-27