სქესობრივი ლტოლვა

http://www.medgeo.net/2018/06/23/სქესობრივი-ლტოლვა-2/

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

სქესობრივი ლტოლვა

სქესობრივი ლტოლვა ფორმირდება ფაქტორთა კომპლექსის მონაწილეობით, რომელიც პირობითად შეიძლება დაიყოს სომატურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებად. მათ შორის ძირითადია: ერექციის მექანიზმი, გენიტალური შეგრძნებები, ზოგადი სქესობრივი აღგზნება, ორგაზმი.

სქესობრივი ლტოლვის ერთ-ერთი დონეა ფსიქოსექსუალური ორიენტაცია. ამ მხრივ გავლენის მომხდენი ერთადერთი ფაქტორი არის აგრესია, რომლის დონე განისაზღვრება სქესობრივი ჰორმონების (ესტროგენები, ტესტოსტერონი) ბალანსით. აგრესია შეიძლება გამოვლინდეს მეტოქეობის, დომინირების იერარქიით, უსიამოვნო ურთიერთობებით.

არსებობს აგრესიულობის შემდეგი დონეები:

  • ურთიერთობის გარეშე (მარტოსული მდგომარეობა)
  • ქალური (დედობრივი)
  • მამაკაცური სუსტად აგრესიული (მამობრივი)
  • მამაკაცური (აგრესიული)

მამაკაცებში ნორმალური სქესობრივი (სექსუალური) ორიენტაცია, იწყება ადრეული ბავშვობის ასაკიდან, ფორმირდება მამაკაცური უკიდურესი აგრესიულობიდან თავის დაღწევის გზით (მეორე მხრივ – მარტოობა) და ქალური ტიპის (დედობრივი) ურთიერთობით (მეტოქეობის გამოვლენის გარეშე), ქალებისადმი ლტოლვის გამოვლენით.

„სუსტად აგრესიული“ ტიპის ურთიერთობები მამაკაცებს შორის ვლინდება საქმიანი და სათამაშო (ბავშვობაში) და ასევე ოჯახში ურთიერთობებით.

ქალების ფსიქოსექსუალური ორიენტაციის ფორმირებისათვის, ასევე მნიშვნელოვანია მამაკაცებს შორის აგრესიული ურთიერთობის ტიპი. აგრესიული გამოვლინებები – მეტოქეობა, დომინირება – ქალების მიერ აღიქმება (ქვეცნობიერად), როგორც დამცავი ძალა. სწორედ ეს არის მამაკაცისადმი ძლიერი ლტოლვის მიზეზი.

ორიენტაციის თვალსაჩინო გამტკიცება ხდება, როცა იწყება სქესობრივი მომწიფება, როცა საწინააღმდეგო სქესთა შორის ძლიერდება ემოციური განცდები, ურთიერთ ემპათია.

ოჯახის გავლენას (მკაცრი მამა, კეთილი დედა), სქესობრივი ორიენტაციის ფორმირებაში, როგორც ჩანს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება, რადგან ოჯახური ურთიერთობები, როგორც წესი უფრო მეტად ფორმალურია და დალაგებული, ვიდრე ოჯახს გარეთ.

შესაბამისად, ნორმად შეიძლება ჩაითვალოს ის ურთიერთობები, როცა ადრეულ ბავშვობაში ადგილი აქვს თანატოლ, სქესის მიხედვით ურთიერთობებს, სადაც არის აგრესიული და არააგრესიული სიტუაციები.

მამაკაცური და ქალური, ნორმალური სქესობრივი ორიენტაციის არასიმეტრიულობა (ანუ ორიენტირების სხვადასხვა ღირებულებები), დამოკიდებულია მამაკაცის და ქალის აგრესიის არასიმეტრიულ გამოვლინებებზე და მათ აღქმაზე. გადახრებისას (ჰომოსექსუალიზმი, ლესბოსელობა), არასიმეტრიული ორიენტაცია მეტად აშკარად ვლინდება. გადახრების მიზეზი შეიძლება, როგორც ბიოლოგიური (ჰორმონთა: ესტროგენების და ტესტოსტერონის ბალანსის ცვლილება), ისე სოციალური (სხვადასხვა ტიპის იზოლაცია).


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


სქესობრივი ლტოლვის მეორე დონე, დაკავშირებულია გენიტალურ შეგრძნებებთან, რომელიც პროექციულად აისახება საწინააღმდეგო სქესზე. ერთი შეხედვით, თანმიმდევრული მოვლენები შემდეგი სქემით მიდის: სქესობრივი (სექსუალური) აღგზნების მდგომარეობა, რასაც თან ახლავს სასქესო ორგანოს ერექცია, წარმოშობს სქესობრივ სიახლოვეს. თუმცა აღგზნება შეუძლებელია პირველადი იყოს (ონტო-ფილოგენეზური აზრით), მოვლენათა ჯაჭვში, დასაწყისში „ცნობილი არ არის“ თუ რომელი სიგნალები უნდა იყოს გაშვებული და რა მიზნით. სწორ ორიენტირს იძლევა მხოლოდ გაქცევა, რომელიც შექმნილია შინაგანი ფიზიოლოგიური მექანიზმებით. ასეთ სიტუციას ქმნის პირველადი, გარე სიგანლებისაგან დამოუკიდებელი ერექციის მექანიზმი: მამაკაცებში – სასქესო ასო, ქალებში – კლიტორი.

საქმე იმაშია, რომ ერექცია შეიძლება აღმოცენდეს სპონტანურად და არა მარტო ინტიმური ურთიერთობების დროს. მეორე მნიშვნელოვანი შენიშვნა გამომდინარეობს პირველიდან: ერექციას შემთხვევათა დიდ ნაწილში, თან არ ახლავს ზოგადი სქესობრივი აღგზნება (ადგილი ქვს მხოლოდ გენიტალურ აღგზნებას). მაგალითად, სწრაფი ძილის ფაზაში, დილით, ზოგჯერ დღისით, სპონტანურ ერექციას შეიძლება ჰქონდეს მომაბეზრებელი ხასიათი, რაც იწვევს ზოგად დისკომფორტს, ფლუსტრაციას, გაღიზიანებას და ა.შ. სწორედ ეს არის ბიოლოგიურად დაპროგრამებული მდგომარეობა, შინაგანი სიტუაცია, რომელიც იწვევს თავის არიდების რეაქციას. ამის შემდეგ, სასქესო ორგანოებში წარმოსახვით სტიმულირებული სასიამოვნო განცდები, არის – მეორადი. ისინი მხოლოდ მიუთითებენ მოქმედების შემდეგ მიმართულებას – სხეულებრივი კონტაქტი და სასქესო ორგანოების მექანიკური სტიმულაცია, შედეგად მყარდება სქესობრივი აქტი.

სწარაფი ძილის ფაზაში არა მხოლოდ „გროვდება“ ერექციასთან დაკავშირებული შინაგანი დაძაბულობა, არამედ აღმოცენდება ვითარების პირობითი რეაქციები (რომელიც, სავარაუდოდ სწრაფად მუხრუჭდება) სიზმრის სიუჟეტურ სიგნალებზე. ვითარებაზე, მრავლობითი კავშირები შეიძლება ხსნის იმ მოვლენას თუ რა სიადვილით გადადის ერექცია შესაბამის სიტუაციებში სქესობრივ აღგზნებაზე. არის ორი ფაქტორი: ერთი მხრივ უპირობო რეაქციის ზეწოლა (დისკომფორტი ერექციაზე) და მეორე ვითარებაზე „დაგროვილი“ პირობითი კავშირები – ორივე ახდენს გაწონასწორებული მდგომარეობის ბალანსირებას, რაც იძლევა საერთო „უსიამოვნო გაღიზიანებისადმი გამიჯვნის“ სურათს. ყოველივე ეს ამაღლებს ინვერსიას – დისკომფორტის უარყოფითი ემოციის გადასვლა, დადებით ემოციაში – სასიამოვნო გენიტალური შეგრძნებები, ხოლო შემდეგ ზოგადი სქესობრივი აღგზნება.

ზოგადად, სექსუალური ლტოლვის ზემოქმედებით, წარმოიქმნება შესაძლო ინვერსიების ფართო წრე. მაგალითად, სუნი და მზერითი გამოსახულება, რომელიც სხვა შემთხვევებში იწვევს ზიზღს, ინტიმურ ურთიერთობებში შეიძლება აღმოჩნდეს დამატებითი სტიმულის მომცემი.

სქესობრივი ქცევის კულმინაციური მომენტი არის ორგაზმი – ძლიერი სექსუალური სიამოვნების განცდა, რასაც თან ახლავს ნერვული და კუნთოვანი დაძაბულობის სწრაფი დაქვეითება (მამაკაცებში დაკავშირებულია ეაკულაციასთან). ორგაზმის ფიზიოლოგიური შეგრძნება და ფსიქოლოგიური განცდები, წარმოადგენს სქესობრივი ლტოლვის მესამე შემადგენელ ფენომენს.

როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან”>>>

სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია>>>

წყარო:  psy.tom.ru