ჰემატოსპერმია (სისხლი სპერმაში)

http://www.medgeo.net/2018/06/26/ჰემატოსპერმია-სისხლი-სპ/

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

ჰემატოსპერმია (სისხლი სპერმაში)

 რა იწვევს ჰემატოსპერმიას?

დიაგნოსტიკა

მკურნალობა

ჰემატოსპერმია – სპერმაში სისხლის არსებობა. იმის გამო, რომ უმეტეს შემთხვევაში სპერმის გამოყოფა ხდება საშოში, ეს დაავადება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ხშირად გარეგნულად შეუმჩნეველია. სქესობრივად მომწიფებულ მამაკაცს ჰემატოსპერმია ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოუვლინდეს. დაავადების ფარული მიმდინარეობის შემთხვევების ფონზე, ზუსტი სტატისტიკა უცნობია.

რა იწვევს ჰემატოსპერმიას?

40 წლამდე მამაკაცებში ჰემატოსპერმიის გამომწვევი მიზეზები, როგორც წესი, კეთილთვისებიანია, ხოლო შემდგომ ასაკში და განსაკუთრებით სიბერეში, ჰემატოსპერმია ხშირად დაკავშირებულია ავთვისებიან დაავადებებთან.

ყველაზე ხშირად ჰემატოსპერმიას იწვევს, წინამდებარე ჯირკვალსა და სათესლე ბუშტუკებში მიმდინარე ანთებითი პროცესები. როგორც წესი, ჰემატოსპერმიის ნიშნები ანთების გადატანიდან 1 – 2 თვის შემდეგ ქრება. თუ პრობლემა გაგრძელდა 2 თვეზე მეტ ხანს, აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება და სპეციალისტის კონსულტაცია.

როგორც უკვე აღვნიშნე, მეტწილად გამომწვევი მიზეზები, წინამდებარე ჯირკვალსა და სათესლე ბუშტუკების პრობლემებს უკავშირდება. წინამდებარე ჯირკვალთან დაკავშირებულ მიზეზებს მიეკუთვნება:

  • ქრონიკული პროსტატიტი;
  • პროსტატის კიბო;
  • ურეთრის პროსტატის ნაწილში ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • პროსტატის კენჭები;
  • ურეთრის კისტოზური წარმონაქმნები;
  • პროსტატის ბიოფსიისა და ტურ-ის ჩატარების შემდგომი პერიოდი;
  • ბრაქითერაპიის ჩატარების შემდგომი მდგომარეობა.

ჰემატოსპერმიის მიზეზები, რომელიც დაკავშირებულია სათესლე ბუშტუკებთან, მიეკუთვნება:

  • სათესლე ბუშტუკების შეძენილი და თანდაყოლილი კისტოზური წარმონაქმნები;
  • სათესლე ბუშტუკების ამილოიდოზი.

გარდა ზემოთ მოყვანილისა, ჰემატოსპერმიის გამომწვევ მიზეზთა შორის განასხვავებენ ქვემოთ განხილულ სხვა ჯგუფებს.

მიზეზები, რომელიც დაკავშირებულია ურეთრასთან:

  • ურეთრიტი;
  • ურეთრის კისტა;
  • ურეთრის კონდილომა;
  • ურეთრის სტრიქტურა;
  • ურეთრის კიბო;
  • ურეთრის ტრავმული დაზიანება.

♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


ჰემატოსპერმიის გამომწვევი სხვა დაავადებები:

  • ტუბერკულოზი;
  • შიდსი;
  • ციტომეგალოვირუსი;
  • სქესობრივი კონტაქტით გადამდები დაავადებები;
  • შისტოსომოზი;
  • ექინოკოკოზი.

სისტემური დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჰემატოსპერმიის განვითარებაზე:

  • არტერიალური ჰიპერტენზია;
  • ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა;
  • ლიმფომა;
  • ამილოიდოზი;
  • ვილლებრანდის დაავადება.

დიაგნოსტიკა:

სრული და კვალიფიციური დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია სპერმაში სისხლის აღმოჩენისთანავე მიმართოთ ექიმ-უროლოგს, რათა დროულად შედგეს აუცილებელი გამოკვლევების ნუსხა და შეგროვდეს მაქსიმალური ინფორმაცია ჰემატოსპერმიის მიზეზების გამოსავლენად.

ყველაზე ხშირად აუცილებელ კვლევებში მოიაზრებენ:

  • შარდის საერთო ანალიზს და შარდის დათესვას მიკროფლორაზე;
  • სპერმოგრამას და სპერმის დათესვას;
  • პროსტატის ტრანსრექტალურ ულტრაბგერით კვლევას;
  • პსა-ს (პროსტატის სპეციფიური ანტიგენი) 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებში;
  • კოაგულოგრამას – 2 თვეზე მეტ ხანს ჰემატოსპერმიის არსებობის შემთხვევაში;
  • ცისტოურეთროსკოპიას – ურეთრისა და შარდის ბუშტის ენდოსკოპიური კვლევას.

მკურნალობა:

არსებობს ჰემატოსპერმიის მკურნალობის მედიკამენტოზური და ქირურგიული მეთოდები. მკურნალობის გზის შერჩევისას, უდიდეს როლს თამაშობს პაციენტის ასაკი, ასევე ჰემატოსპერმიის სიხშირე და მასთან დართული ჰემატურია (სისხლიანი შარდი). ჰემატოსპერმიის მკურნალობის საბოლოო შერჩევა შესაძლოა მხოლოდ მისი გამომწვევი მიზეზების კვალიფიციური და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე. გადაწყვეტილება მედიკამენტოზური თუ ქირურგიული მეთოდის არჩევის შესახებ მიიღება ინდივიდუალურად ყოველ ცალკეულ შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუ ჰემატოსპერმია განიკურნა და პაციენტი არ განიცდის ტკივილს და დისკომფორტს, დაკვირვება აღარაა აუცილებელი. ქრონიკულ (2 თვეზე მეტი ხნის გარძელების) ან განმეორებითი ჰემატოსპერმიის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტმა გაიაროს დამატებითი კვლევები პირველ ეტაპზე ჩატარებული გამოკვლვებისა და ჩივილების გათვალისწინებით.

როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან”>>>

სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია>>>

ავტორი: უროლოგი კონსტანტინე კობალაძე

წყარო : http: // urologi. ge/

https: // www. facebook. com/ urologi. ge/