საშვილოსნოს ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკა

საშვილოსნოს ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკა

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რას წარმოადგენს საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა?

საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა ეს არის გავრცელებული გინეკოლოგიური მანიპულაცია, რომელიც შესაძლოა გამოიყენებოდეს როგორც დიაგნოსტიკური ისე თერაპიული მიზნებისათვის. უმეტეს შემთხვევაში საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა ტარდება ონკოლოგიური პათოლოგიების დასადგენად და მათთან საბრძოლველად. რა თქმა უნდა თუ ექიმი ნიშნავს საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკას ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტს აქვს კიბო. ხშირ შემთხვევაში დიაგნოსტირდება კეთილთვისებიანი წარმონაქმნები.

პროცედურის მიმდინარეობა

დიაგნოსტიკური გამოფხეკა ეს არის პროცედურის ზოგადი დასახელება, რომელიც სრულდება სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით საშვილოსნოს ზედა ფენის მოსაცილებლად. გამოფხეკის შემდეგ მიღებული მასალა იგზავნება ლაბორატორიაში ჰისტოლოგიური კვლევისათვის. გინეკოლოგმა შეიძება დანიშნოს პროცედურის ერთ-ერთი ტიპი:
ცერვიკალური არხისა და საშვლოსნოს ღრუს სხვადასხვა ეტიოლოგიური პათოლოგიის დროს ტარდება ცალკე დიაგნოსტიკური გამოფხეკა. ამ შემთხვევაში გინეკოლოგი ჯერ ფხიკავს საშვილოსნოს ყელს, ხოლო შემდეგ კი თვით საშვილოსნოს ღრუს.
უფრო ფართო დიაგნოსტიკისათვის დიაგნოსტიკურ გამოფხეკასთან ერთად ტარდება ჰისტეროსკოპიაც. ამ შემთხვევაში საშვილოსნოს ღრუში შეყავთ სპეცილაური ინსტრუმენტი – ჰისტეროსკოპი, საშვილოსსნოს კედლების დასათვალიერებლად. ჰისტეროსკოპია ეხმარება საშვილოსნოს ღრუში პათოლოგიური ახალწარმონაქმნების აღმოჩენაში და გამოსაფხეკი მასალის კონტროლში.

–  რისთვის ტარდება საშვილოსნოს ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკა?

საშვილოსნოს ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკა შეიძლება დაინიშნოს შემდეგ შემთხვევებში:

  • ლორწოვანი გარსიდან მასალის მისაღებად და ჰისტოლოგიურ კვლევაზე გასაგზავნად – ეს საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ონკოლოგია საშვილოსნოსა თუ საშვილოსნოს ყელში.
  • აუცილებლობის შემთხვევაში საშვილოსნოში ან საშვილოსნოს ყელის არხში არსებული პათოლოგიური წარმონაქმნის მოსაცილებლად.
  • ოპერაციისთვის მოსამზადებლად, რომელიც დაკავშირებულია საშვილოსნოს მიომასთან(წარმონაქმნი ორგანოს სისქეში), იმ შემთხვევაში თუ იგეგმება საშვილოსნოს შენარჩუნება.
  • ენდომეტრიუმის დროს, სხეულის სამკურნალოდ მოსამზადებლად.

♥ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონზე”>>


–  რა სიმპტომების დროს ინიშნება საშვილოსნოს ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკა?

დიაგნოსტიკური გამოფხეკა აუცილებელია ქალის რეპროდუქციული ორგანოების მუშაობის დარღვევისას, როდესაც ულტრაბგერითი კვლევა არ არის ინფორმაციული. გარკვეული საეჭვო სიმპტომების არსებობისას, დიაგნოსტიკური გამოფხეკა ინიშნება მათი მიზეზების დასადგენად.ყველაზე ხშირად საშვილოსნოს ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკის ჩატარების მიზეზია:

  • სისხლიანი გამონადენის საშვილოსნოდან კრიტიკული დღეების გარდა;
  • უხვი, მტკივნეული და ხანგრძლივი მენსტრუაცია;
  • გამონადენი კლიმაქსის დადგომის შემდეგ;
  • პირველადი ან მეორადი უშვილობა;
  • ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისათვის მოსამზადებლად;
  • საშვილოსნოს ულტრაბგერით კვლევაზე ლორწოვან გარსზე ცვლილებების აღმოჩენისას;
  • კოლპოსკოპიის დროს საშვილოსნოს ყელის ლორწოვან გარსზე ცვლილებების აღმოჩენისას;
  • ოპერაციისწინა დიაგნოსტიკა მიომის, პოლიპისა და სხვა ლორწოვან გარსზე არსებული წარმონამქნების მოცილებისას საშვილოსნოს შენარჩუნებით;
  • სპონტანური აბორტის შემდეგ საშვილოსნოს ღრუში ნარჩენების არსებობაზე ეჭვის დროს;
  • ენდომეტრიუმის პათოლოგიის დროს.

  რა შეუძლია გააკეთოს ექიმმა საშვილოსნოს ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკის დროს?

  • სპონტანური აბორტის ან სამედიცინო აბორტის შემდეგ დარჩენილი ნაყოფის მემბრანის ნაწილაკების მოცილება (აბორტის გართულება);
  • საშვილოსნოს პოლიპების მოცილება. დღეისათვის ეს არის ერთადერთი გზა ახალწარმონაქმნების მოსაცილებლად. პოლიპების დატოვება არ შეიძლება, ვინაიდან შეუძლიათ გამოიწვიონ უშვილობა, სწრაფად იზრდებიან და შეიძლება კიბოში გადაიზარდნონ;
  • ენდომეტრიუმის პროლიფერაციის აღმოფხვრა – ჰიპერპლაზია(გასქელება). საშვილოსნოს ენდომეტრიუმის ჰიპერპალზიაც მხოლოდ ამ მეთოდით იკურნება;
  • საშვილოსნოს სისხლდენების შეჩერება;
  • სინექიების გაკვეთა – საშვილოსნოს კედლების ჩაზრდა, ხელს უშლის დაორსულებას. პროცედურა ტარდება ჰისტეროსკოპით;
  • ციტოლოგიური კვლევისათვის ქსოვილის ნიმუშის აღება (ლაბორანტი ათვალიერებს ბიომასალას ლაბორატორიაში და ავლენს კიბოს, განასხვავებს კეთილთვისებიან სიმსვინეებს).

საშვილოსნოს ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკა არ საჭიროებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას. ტარდება ნარკოზის ქვეშ, შესაბამისად უმტკივნეულოა. პროცედურის შემდეგ მიღებული მასალა იგზავნება ჰისტოლოგიურ ანალიზზე. ჰისტოლოგიის მიზანია სიმსივნის ან სიმსივნის წინა ცვლილებების აღმოჩენა.

–  როგორ ხდება საშვილოსნოს ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკისათვის მომზადება?

დიაგნოსტიკურ გამოფხეკას ნიშნავენ მენსტრუაციის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე, ვინაიდან ეს პერიოდი ყველაზე ხელსაყრელია სისხლის დანაკარგის შესამცირებლად და ქსოვილების სწრაფი აღდგენისათვის. თუ დიაგნოსტიკური გამოფხეკასთან ერთად ტარდება ჰისტეროსკოპიაც, მაშინ საუკეთესო პერიოდი იქნება მენსტრუაციის დამთავრების პირველი დღეები, როდესაც ენდომეტრიუმი ძალიან თხელია და ნებისმიერი მისი ცვლილება და წარმონაქმნი ადვილად შეიძლება აღმოვაჩინოთ ჰისტეროსკოპით.

დიაგნოსტიკური გამოფხეკამდე პაციენტმა უნდა გაიაროს რიგი სავალდებულო კვლევები. სავალდებულო კვლევებს შორისაა:

  • კოაგულოგრამა
  • სისხლის საერთო ანალიზი
  • ბაქტრეროლოგიური ნაცხი

პროცედურამდე ორი დღით ადრე იკრძალება სქესობრივი ცხოვრება, ინტიმური ჰიგიენის საშუალებების გამოყენება და ვაგინალური სანთლების გამოყენება. ნარკოზისთვის კი რვა საათით ადრე იკრძალება კვება და სითხის მიღება.


საშვილოსნოს ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკა – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

💉 საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა ეს არის გავრცელებული გინეკოლოგიური მანიპულაცია, რომელიც შესაძლოა გამოიყენებოდეს როგორც დიაგნოსტიკური ისე თერაპიული მიზნებისათვის.
🔎 უმეტეს შემთხვევაში საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა ტარდება ონკოლოგიური პათოლოგიების დასადგენად და მათთან საბრძოლველად.
📌 საშვილოსნოს ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკა შეიძლება დაინიშნოს შემდეგ შემთხვევებში:
➡️ ლორწოვანი გარსიდან მასალის მისაღებად და ჰისტოლოგიურ კვლევაზე გასაგზავნად – ეს საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ონკოლოგია საშვილოსნოსა თუ საშვილოსნოს ყელში;
➡️ აუცილებლობის შემთხვევაში საშვილოსნოში ან საშვილოსნოს ყელის არხში არსებული პათოლოგიური წარმონაქმნის მოსაცილებლად;
➡️ ოპერაციისთვის მოსამზადებლად, რომელიც დაკავშირებულია საშვილოსნოს მიომასთან, იმ შემთხვევაში თუ იგეგმება საშვილოსნოს შენარჩუნება.
➡️ ენდომეტრიუმის სიმსივნის დროს, სხეულის სამკურნალოდ მოსამზადებლად.
🔬 დიაგნოსტიკური გამოფხეკამდე პაციენტმა უნდა გაიაროს რიგი სავალდებულო კვლევები. სავალდებულო კვლევებს შორისაა:
📎 კოაგულოგრამა
📎 სისხლის საერთო ანალიზი
📎 ბაქტრეროლოგიური ნაცხი
👉 შეიტყვეთ მეტი საშვილოსნოს ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკის შესახებ – https://bit.ly/3m2zQR2
#საშვილოსნოსღრუსდიაგნოსტიკა #საშვილოსნოსღრუსდიაგნოსტიკურიგამოფხეკა #ენდომეტრიუმისკიბო #ენდომეტრიუმისკიბოსნიშნები #ვაგინალურისისხლდენა #ვაგინალურიგამონადენი #მენჯისტკივილი #სპაზმი #საშვილოსნოსღრუსგამოფხეკა #ონკოლოგია #გინეკოლოგია #კოაგულოგრამა #სისხლისსაერთოანალიზი #ბაქტერიოლოგიურინაცხი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.