ვაკუუმ აბორტი

✧დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ქალის კონტრაცეპტივები
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

– რას გულისხმობს ვაკუუმ აბორტი?

კონტრაცეფციის მრავალი უსაფრთხო და ხარისსხიანი საშუალებების მიუხედავად, ქალები კვლავ მიმართავენ ექიმს თხოვნით არასასურველი ორსულობის შეწყვეტაზე. ხშირად კი აბორტი კეთდება სამედიცინო ჩვენებით.

ვაკუუმ აბორტს ატარებენ ორსულობის 4-6 კვირაზე სპეციალური ვაკუუმ შემწოვის-ასპირატორის გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პროცედურას ქირურგიული ოპერაცია ეწოდება, მისი ჩატარების პირობები უფრო დამზოგავია, ვიდრე ორსულობის გვიან ეტაპზე შეწყვეტაზე, რომლის დროსაც გამოიყენება გამოსაფხეკი ინსტრუმენტები.

ვაკუუმ აბორტის ჩატარებისას გინეკოლოგის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ოპერაციის შედეგების მინიმუმამდე შემცირებასა და გართულებების თავიდან აცილებას. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები ურჩევენ ქალებს, რომლებიც არ გეგმავენ ორსულობას, აკონტროლონ თავიანთი მენსტრუალური ციკლი და არ გამოეპაროთ ის დროს, როდესაც შესაძლებელი იქნება ვაკუუმ აბორტის ჩატარება.

ვაკუუმ აბორტს დროს ხდება საშვილოსნოს შიგთავსის შეწოვა. ვაკუუმით შეწოვის მეთოდი გამოიყენება არა მხოლოდ აბორტის მიზნით, არამედ სამედიცინო აბორტის შემდგომი გართულებების სამკურნალოდაც და ასევე გინეკოლოგის სხვა მაჩვენებლების დროს. როდესაც საქმე ეხება სამკურნალო პროცედურას, მას უწოდებენ ვაკუუმ-ასპირაციას. ამ დროს პერიოდს არ აქვს მნიშვნელობა. ვინაიდან პროცედურა ტარდება არა ორსულ ქალში.

–  როდის ტარდება ვაკუუმ აბორტი?

ასეთი პროცედურის ჩასატარებლად ბევრი ჩვენება არსებობს, ვინაიდან მან შეცვალა საშვილოსნოს გამოფხეკა – აუცილებელი პროცედურა ნებისმიერი პათოლოგიური მდგომარეობის დროს, დაკავშირებული ორგანოს შიდა შრესთან:

  • ორსულობის შეწყვეტა ადრეულ ვადაზე. გამოფხეკასთან შედარებით ვაკუუმ აბორტის დროს არ ზიანდება საშვილოსნოს ყელი, ხოლო ლორწოვანი კი უფრო სწრაფად აღდგება.
  • შეწყვეტილი ან არასწორად მიმდინარე ორსულობა, როდესაც ნაყოფმა შეწყვიტა განვითარება ან მოკვდა. ამ შემთხვევაში ვაკუუმით გამოტუმბვა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია მკვდარი ნაყოფის მოსაცილებლად.
  • საშვილოსნოს სისხლდენები, რომელიც ხდება მენოპაუზის დროს და სასქესო ორგანოების პათოლოგიებისას. ვაკუუმ-ასპირატორის დახმარებით ცილდება ჩაზრდილი ლორწოვანი, სისხლიანი გამონადენი ჩერდება.
  • არასრული აბორტი, რომლის შემდეგაც საშვილოსნოში რჩება ნაყოფის ნაწილი, რაც იწვევს სისხლდენას და ორგანოს ზომაში შემცირების დარღვევას. თუ პროცედურა არ ჩატარდება – ანთება გარდაუვალია.
  • საშვილოსნოს ღრუდან სისხლის, სითხის, ჩირქის, კოლტების მოცილება. ეს პროცედურა აუმჯობესებს ქალის მდგომარეობას მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს შეკუმშვის დარღვევისას, ენდომეტრიოზის, სალპინგოოფორიტის დროს.
  • ბიოფსიისთვის ქსოვილის ასაღებად კიბოზე ეჭვის დროს.

–  ორსულობის ვადებთან დაკავშირებით როდისაა დასაშვები ვაკუუმ აბორტი?

ვაკუუმ აბორტი საშუალოდ ტარდება ორსულობის 5-6კვირამდე, რაც იცავს ქალს სავარაუდო გართულებებისაგან. ყველა ქვეყვანაში აღნიშნული ვადა განსხვავებულია. აშშ-ში ვაკუუმ ასპირაცია, როგორც აბორტის მეთოდი დასაშვებია ორსულობის მთელი პირველი ტრიმესტრის დროს, ორსულობის 12 კვირამდე.

–  რა კვლევები ტარდება ვაკუუმ აბორტის ჩატარებამდე?

ვაკუუმ აბორტის ჩატარებამდე დიაგნოზის დასადგენად, ორსულობის ვადისა და მცირე მენჯის ღრუში საშვილოსნოს მდებარეობის დასადგენად ტარდება გინეკოლოგის დათვალიერება და ინიშნება ვაგინალური ულტრაბგერითი კვლევა. გარდა ამისა ქალი აბარებს კვლევებს:

  • სისხლის და შარდის საერთო ანალიზი
  • კოაგულოგრამა, სისხლის ჯგუფი და რეზუსი
  • ანალიზი ქორიონული გონადოტროპინი BhCG, ორსულობის ვადის უფრო ზუსტად დასადგენად
  • ინფექციებზე, В და С ჰეპატიტებზე

–  რა გართულებები შეიძლება მოყვეს ვაკუუმ აბორტს?

როგორც წესი ვაკუუმ აბორტი არ იწვევს გართულებებს არც ექიმისათვის და არც პაცენტისთვის. თუმცა იშვიათად უარყოფითი შედეგები მაინც შეიძლება შეგვხვდეს:

  • არასრული აბორტი ან შენარჩუნებული ორსულობა. ზოგჯერ ხდება ისეც რომ ნაყოფის ნაწილი ან მთლიანად ნაყოფი რჩება საშვილოსნოში. პირველზე მიუთითებს ძლიერი ტკივილები, გამონადენი სისხლის კოლტებით და უსიამოვნო სუნით, ხოლო მეორეზე – ტოქსიკოზის ნიშნები.
  • სასქესო ორგანოების დაზიანება: საშვილოსნოს ყელისა და კედლების. აღნიშნული ვითარდება მეტალის გამაფართოებელი საშუალებების გამოყენებისას და საჭიროებს დაუყოვნებლივ ქირურგიულ ჩარევას.
  • ანთებითი პროცესები. მიზეზი – ინფექციის მოხვედრა ქალის სასქესო ორგანოში. დაგვიანებული მკურნალობა შეიძლება გახდეს მიზეზი მეორადი უშვილობის განვითარების.
  • მენსტრუალური ციკლისა და ენდოკრინული სისტემის დარღვევა. აბორტის შემდეგ ქალის ორგანიზმში, რომელიც განწყობილია ორსულობისათვის, ხდება ჰორმონალური დარღვევები, რაც შეიძლება აისახოს ყველა ორგანოს მოქმედებაზე.

ამიტომ აუცილებელია საკონტროლო ულტრაბგერითი კლევის ჩატარება, რომელიც ინიშნება ვაკუუმ აბორტიდან 1-2კვირის შემდეგ.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

webვაკუუმ აბორტი
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

☀ გაფრთხილება!

 

 

.