ოვარიალური რეზერვი

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რა არის ოვარიალური რეზერვი?

ოვარიალური რეზერვი ეს არის საკვერცხეებში არსებული ფოლიკულების მარაგი, რომლებსაც შესწევთ უნარი შედგომი განვითარების. გოგონა იბადება გარკვეული კვერცხუჯრედების მარაგით, რომლებიც ფოლიკულებშია. სიცოცხლის დასაწყისში საკვერცხეების ქსოვილი შეიცავს 5-7 მილიონ ასეთ უჯრედს. მაგრამ თანდათანობით კვერცხუჯრედების ნაწილი გაიწოვება და პირველი მენსტრუაციის დაწყებისას რჩება 350-500 ათასი.

შემდგომში ეს მარაგიც თანდათან იკარგება. არასწორია ვიფიქროთ, რომ მენსტრუალური ციკლის დროს იკარგება მხოლოდ ერთი უჯრედი. სინამდვილეში ერთდროულად იწყებს გაზრდას რამოდენიმე ოოციტი, რომელთაგანაც ოვულაციას განიცდის მხოლოდ ერთი-ორი, იშვიათად-მეტი, დანარჩენი კი იღუპება. ასე რომ 300ათასი ცოტაა. აქედან გამომდინარე 35 წლის ასაკში, როდესაც ქალი მიიღებს განათლებას, აიწყობს კარიერას და ექნება საკუთარი საცხოვრებელი, კვერცხუჯრედები შეიძლება დარჩეს ძალიან ცოტა.

–  რა აქვეითებს ოვარიალურ რეზერვს?

ოვარიალურ რეზერვს აქვეითებს:

  • ბუნებრივი პროცესები. ზოგიერთს ეწურება სწრაფად, ხოლო ზოგიერთს ნელა. ზოგიერთს მარაგი უნარჩუნდება 50წლის ასაკშიც კი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ორსულობა კლიმაქსის საწყის ეტაპზეც, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია დაორსულდეს ბევრად უფრო ადრეულ ეტაპზე. აღნიშნულ მდგომარეობას ეწოდება ადრეული კლიმაქსი.
  • არახელსაყრელი სამუშაო და საცხოვრებელი პირობები. ეკოლოგიურად არადამაკმაყოფილებელ ადგილას ცხოვრება და მუშაობა მავნე პირობებში.
  • ოპერაციები და ანთებითი პროცესები, რომლებიც მოქმედებენ რეპროდუქტიულ ჯანმრთელობაზე.
  • თამბაქოს მოწევა.
  • მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა. ოჯახებში, სადაც დედას აღენიშნებოდა ნაადრევი კლიმაქსი.

–  როდის უნდა შევამოწმოთ ოვარიალური რეზერვი?

ოვარიალური რეზერვის შემოწმების ჩვენებებია:

  • უშვილობა ასაკის მიუხედავად, ვინაიდან კვერცხუჯრედების რაოდენობა შეიძლება ამოიწუროს ახალგაზრდა ასაკში.
  • სურვილი, იცოდე რა დროით შეიძლება გადადო შვილის გაჩენა.
  • გადატანილი ოპერაციები. განსაკუთრებით საკვერცხის რეზექცია ან მისი ნაწილის. მოკვეთილ ქსოვილთან ერთად იკარგება ფოლიკულების ნაწილი, ამიტომ მათი რეზერვიც იწურება მალე.
  • საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა. ასევე სასქესო სისტემის ანთებითი პროცესები. ორსულობის არ დადგომა, რასაც ქალი აწერს დაავადებას, ხშირად ხდება ოვარიალური რეზერვის ამოწურვის გამო ცუდად მომუშავე საკვერცხეებში.
  • ცუდი სამუშაო პირობები. გადატანილი სხივური და ქიმიოთერაპია.
  • ხელოვნური განაყოფიერება. თუ კვერცხუჯრედები ორგანიზმში არასაკმარისია, ტყუილად არ უნდა კარგოთ დრო. ჯობია დროულად იპოვოთ ქალი-დონორი.

♥ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონზე”>>


–  როგორ ხდება ოვარიალური რეზერვის გამოკვლევა?

იმისათვის რომ გავიგოთ როგორ გრძნობს თავს საკვერცხეები, ქალს უტარდება სკრინინგულად ანალიზები და ექოსკოპია დარჩენილი ფოლიკულების გამოთვლით.

  • ლაბორატორიული მეთოდები – ეს მეთოდები საშუალებას იძლევა ირიბად განისაზღვროს შეესაბამება თუ არა ოვარიული რეზერვი ნორმას. ტარდება ლაბორატორიული კვლევები ჰორმონებზე:
  • ფოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონი (FSH), რომლის ნორმა ციკლის პირველ ფაზაში 1.1 – 9.2 მგ / მლ, ოვულაციის დროს – 6.2 -17.2 მგ / მლ, კვერცხუჯრედის გამოთავისუფლების შემდეგ – 1.37 – 9.9 მგ / მლ. ოვარიალური რეზერვის შემცირებისას ორგანიზმი ცდილობს დააკომპენსიროს ფოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) გაზრდით. რომლის დონეც ციკლიდან 1-3დღეს მატულობს. ამათან მენსტრუალური ფუნქცია ნარჩუნდება.
  • ესტრადოლი. რომლის კონცენტრაციის მომატება 250 გგ/მლ ზე მეტი ითვლება, როგორც არასაიმედო ნიშნად, განსაკუთრებით სხვა ჰორმონალურ ცვლილებებთან ერთად.
  • ინჰიბინი, რომლის დონეც მენსტრუალური ციკლის 2-3დღეს არ უნდა აღემატებოდეს 45 გგ / მლ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალს გაუჭირდება დაორსულება ჰორმონალური სტიმულაციის შემდეგაც კი.
  • ანტიმულერული ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება ფოლიკულებში 8მმ-ზე დიდი.ჰორმონის შემცირება 0.6ზე ქვემოთ მიუთითებს საკვერცხეების რეზერვმის შემცირებაზე. ხოლო მისი მაღალი კონცენტრაცია 3ზე ზევით ასევე არასასურველია, მიუთითებს საკვერცხეების სიმსივნის განვითარების ალბათობაზე.

ულტრაბგერითი კვლევა საშუალებას იძლევა გავიგოთ ოვარიალური რეზერვი და ვნახოთ როგორ მუშაობს საკვერცხეები. ამისათვის ითვლება ანტრალური(დაძველებული) ფოლიკულების რაოდენობა. რის შედეგადაც ყალიბდება ერთი ან ორი დომინანტი, რომელიც გამოათავისუფლებს მომწიფებულ კვერცხუჯრედს. დანარჩენი კი გაიწოვება.
ჯანმრთელი ქალის საკვერცხეში, მენსტრუალური ციკლის დასაწყისში შესრულებული სკრინინგის დროს, აღინიშნება 5-10 ანტრალური ფოლიკულა. მათი ზრდა 15ზე ზევით ანტიმულერული ჰორმონის მაღალ ზრდასთან ერთად გვხვდება ჰორმონალური თერაპიის დროს, რომელიც დანიშნულია ოვულაციის სტიმულაციის დროს.
საკვერცხეებში დიდი რაოდენობით კვერცხუჯრედების არსებობა მიუთითებს საკვერცხეების პოლიკისტოზზე. საკვერცხე ემსგავსება ყურძნის მტევანს, რომელიც მცირე ცისტებისაგან შედგება. ის შეიცავს ბევრ ფოლიკულებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სრულყოფილად გაზარდნონ. ასეთი პათოლოგიის დროს დაორსულება რთულია.
ანტრალური ფოლიკულების რაოდენობის შემცირება მიუთითებს რეზერვის ამოწურვაზე. ორგანიზმი, რომელიც არ შეიცავს საკმარისი რაოდენობის სასქესო უჯრედებს, გადადის ეკონომიის რეჟიმზე და არ ათავისუფლებს კვერცხუჯრედებს.
დარჩენილი ფოლიკულების რაოდენობის გამოთვლა შეიძლება საკვერცხეების ზომით, რომელიც ითვლება მენსტრუალური ციკლიდან მეორე-მეხუთე დღეს. ვინაიდან ორგანოს აქვს ოვალური ფორმა, მისი მოცულობა გამოითვლება ფორმულით:

V = 0.5236 × L × W × T, სადაც L არის საკვერცხის სიგრძე, W არის მისი სიგანე და T არის სისქე.


ოვარიული რეზერვილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ოვარიალური რეზერვი ეს არის საკვერცხეებში არსებული ფოლიკულების მარაგი, რომლებსაც შესწევთ უნარი შედგომი განვითარების.
📊 სიცოცხლის დასაწყისში საკვერცხეების ქსოვილი შეიცავს 5-7 მილიონ ასეთ უჯრედს. მაგრამ თანდათანობით კვერცხუჯრედების ნაწილი გაიწოვება და პირველი მენსტრუაციის დაწყებისას რჩება 350-500 ათასი.
🩸 არასწორია ვიფიქროთ, რომ მენსტრუალური ციკლის დროს იკარგება მხოლოდ ერთი უჯრედი. სინამდვილეში ერთდროულად იწყებს გაზრდას რამოდენიმე ოოციტი, რომელთაგანაც ოვულაციას განიცდის მხოლოდ ერთი-ორი, იშვიათად-მეტი, დანარჩენი კი იღუპება.
🔎 ოვარიალური რეზერვის შემოწმების ჩვენებებია:
✔️ უშვილობა ასაკის მიუხედავად, ვინაიდან კვერცხუჯრედების რაოდენობა შეიძლება ამოიწუროს ახალგაზრდა ასაკში.
✔️ სურვილი, იცოდე რა დროით შეიძლება გადადო შვილის გაჩენა.
✔️ გადატანილი ოპერაციები. განსაკუთრებით საკვერცხის რეზექცია ან მისი ნაწილის;
✔️ საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა.
✔️ სასქესო სისტემის ანთებითი პროცესები.
✔️ გადატანილი სხივური და ქიმიოთერაპია.
✔️ ხელოვნური განაყოფიერება – თუ კვერცხუჯრედები ორგანიზმში არასაკმარისია, ტყუილად არ უნდა კარგოთ დრო. ჯობია დროულად იპოვოთ ქალი-დონორი.
👉 შეიტყვეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3XFBTYI
#ოვარიულირეზერვი #რაარისოვარიულირეზერვი #ოვარიულირეზერვისშემოწმება #ოვარიულირეზერვისგამოკვლევა #ოვარიულირეზერვისშემცირება #რადიაციულითერაპია #მენჯისინფექციები #ყბაყურა #ენდომეტრიოზი #მოწევა #ფალოპისმილებისპრობლემები #ხელოვნურიგანაყოფიერება #უშვილობა #ქიმიოთერაპია #სასქესოინფექციები #მენსტრუალურიციკლი #გინეკოლოგია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.