თამბაქო და ჩასახვის უნარი

http://www.medgeo.net/2018/07/08/თამბაქო-და-ჩასახვის-უნარ/

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

თამბაქო და ჩასახვის უნარი

სამეცნიერო კვლევების მიხედვით, მწეველ ქალებში დაქვეითებულია ჩასახვის უნარი. მწეველ ქალებში, არამწეველებთან შედარებით, ჩასახვის ალბათობა, შეიძლება 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდეს, რაც 3.4-ჯერ მეტი სიხშირით ვლინდება, ვიდრე არამწეველებში. სხვა კვლევების მიხედვით პირველ ციკლში, არამწეველი ქალების განაყოფიერება შეადგენდა 38%-ს, ხოლო მწეველებში – 28%. მწეველ ქალებს, კონტრაცეპციის შეწყვეტის შემდეგ, განაყოფიერების უნარი დაქვეითებული აქვთ.

ექსპერიმენტები მიუთითებენ, რომ მწეველი ქალების განაყოფიერების უნარი ერთი ციკლის მიმდინარეობისას ქვეითდება 10-40%-ით.

დანიაში 11 ათას ქალზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალი, რომელიც დღეში 5-9 სიგარეტს ეწევა, ჩასახვისათვის დრო ხანგრძლივდება 12 თვეზე მეტ ხანს, რაც არამწეველებთან შედარებით 1.8-ჯერ მეტია.

ცხოველებზე ჩატარებულმა ცდება დაადგინა, რომ თამბაქოს კვამლი არღვევს სპერმატოზოიდსა და კვერცხუჯრედს შორის ურთიერთქმედებას, ასევე განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში იმპლანტაციას. კვერცხუჯრედის ზედაპირული შრე (zona pellicida), სადაც ემაგრება სპერმატოზოიდი (შემდეგ მას გადალახავს), აქტიურ და პასიურ ქალებში მისი სისქე უფრო მეტია, ვიდრე არამწეველებში.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


მოწევა ზრდის უნაყოფობის რისკს. უნაყოფობა განისაზღვრება, 12 თვის მანძილზე, რეგულარული სქესობრივი აქტების პირობებში, ორსულობის არარსებობით. მწეველებში უნაყოფობის რისკი 2-ჯერ იზრდება. ეს ეხება, როგორც პირველად (ანუ პირველი ბავშვის ჩასახვა), ისე მეორად უნაყოფობას (შემთხვევა, როცა ქალი ადრე ორსულად იყო). ზოგიერთი მონაცემებით, მეორადი უნაყოფობის რისკი იზრდება სამჯერ.

მწეველ ქალებში, უნაყოფობის მიზეზებიდან, ყველაზე ხშირია ფალოპის მილების დაზიანება, რაც სამჯერ მეტი სიხშირით ვლინდება, ვიდრე არამწეველ ქალებში.

მოწევა ამცირებს ქალის რეპროდუქციულ ცხოვრებას და ხელს უწყობს ადრეული მენოპაუზის დადგომას. თამბაქოს კვამლში არსებული პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები (პან), იწვევენ კვერცხუჯრედის დაღუპვას. პან-ი ააქტივებს უჯრედის აპოპტოზის გენებს.

მწეველმა ქალებმა, რომლებმაც მიმართეს ხელოვნურ განაყოფიერებას, აღმოაჩნდათ ნაკლები კვერცხუჯრედების გამომუშავების უნარი, მათ სისხლში არის ნაკლებად აქტიური ესტროგენები, ენდომეტრიუმის შრე უფრო თხელია, ვიდრე არამწეველებში, რაც 2-ჯერ ამცირებს ორსულობის შესაძლებლობას, ხოლო დაფეხმძიმების შემთხვევაში, დიდია მუცლის მოშლის ალბათობა. მწეველ ქალებში, ემბრიონის გადანერგვას თან ახლავს ორსულობის შეწყვეტის რისკი.

როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან”>>>

სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია>>>

წყარო: http://contacttobinfo.narod.ru/books/tob-health/161-173.PDF