ორსულობა კონიზაციის შემდეგ

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ორსულობის დასადგენი ტესტები ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

♦ ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რა არის კონიზაცია?

საშვილოსნოს ყელის კონიზაცია არის ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც ხდება ცერვიკალური არხის ან საშვილოსნოს ყელის დაზიანებულ არეში კონუსური უბნის მოკვეთა. გამოიყენება დიაგნოსტიკური ან სამკურნალო მიზნით.

–  რამდენადაა შესაძლებელი დაორსულება კონიზაციის შემდეგ?

პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რატომ ჩატარდა კონიზაცია. აღნიშნულ პროცედურას ძირითადად მიმართავენ საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის დიაგნოზის დასასმელად. სანამ კონიზაცია ჩატარდება აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ორსულობა. ვიანაიდან ორსულობის დროს ჩატარებულმა კონიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს თვითნებური აბორტი. ორსულობამდე გადატანილი დისპლაზია ფაქტიურად არ ამცირებს დაორსულების რისკს და ორსულობის შენარჩუნებას. მაგრამ აქვე უნდა გავითვალსწინოთ დისპლაზიის ხარისხი. დისპლაზიის პირველი და მეორე ხარისხის დროს ფაქტიურად არ არსებობს გართულებები ორსულობის დროს. რაც შეეხება წარსულში გადატანილ დისპლაზიის მესამე ხარისხს, ამ დროს მატულობს შანსი ორსულობის შეწყვეტისა, განსაკუთრებით თუ თან ერთვის სხვა ფაქტორებიც, ისეთი როგორიცაა ჰორმონალური დარღვევები, 30 წელს გადაცილებული ორსული.



–  კონიზაციის ჩატარებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაორსულება?

რაც შეეხება დროს, რეკომენდებულია კონიზაციის ჩატარებიდან დაორსულებამდე გავიდეს მინიმუმ ერთი წელი. სანამ გადაწყვეტთ დაორსულებას აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია. ასევე უნდა ჩატარდეს ციტოლოგიური კვლევა, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა, კოლპოსკოპია. უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს და ჩავიტაროთ კვლევები ჰორმონებზე.

–  რაც შეეხება მშობიარობას თუ არის რაიმე თავისებურებები ამ შემთხვევაში ?

ზოგიერთ შემთხვევაში ორსულებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ საშვილოსნოს ყელის კონიზაცია უტარდებათ საკეისრო კვეთა. კონიზაციის შემდეგ შესაძლოა საშვილოსნო გახდეს ნაკლებად ელასტიური და არ მოხდეს ყელის გახსნა.

ზოგჯერ ბავშვის დაბადების შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ თუ მშობიარობა იყო ფიზიოლოგიური, ქალებს კვლავ აღმოაჩნდებათ დისპლაზია. იმისათვის რომ დროულად გამოვავლინოთ დაავადების რეციდივი, აუცილებელია მშობიარობიდან ერთი წლის გამნავლობაში, სამ თვეში ერთხელ ჩატარდეს კვლევები, ხოლო შემდეგ წელს კი ექვს თვეში ერთხელ.

მსგავსი პოსტები: 1. საშვილოსნოს ყელის კონიზაცია; 2. ორსულობა კონიზაციის შემდეგ; 3. კონიზაცია


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.