სპერმის გარეგნული სახე

http://www.medgeo.net/2018/07/15/სპერმის-გარეგნული-სახე/

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

სპერმის გარეგნული სახე

სპერმის გამომუშავება ხდება წინამდებარე ჯირკვლის, სათესლეების და სათესლე ბუშტუკის ერთობლივი მუშაობის შედეგად. გამოიყოფა შარდის გამომყოფი არხით. ნორმალური სპერმა არის ოდნავ რუხი თეთრი ფერის სითხე, ზოგჯერ დაჰკრავს მოყვითალო ელფერი, მკვეთრი სუნის გარეშე. გამოიყოფა 2-5 მლ-ის მოცულობით, ზომიერი სიბლატით. სპერმას რძისფერ გამჭივრალე ელფერს აძლევს სპერმიები. თუ გამჭვირვალეობა სუსტია, ეს მიანიშნებს სპერმატოზოიდების სიმცირეზე. 1.5 მლ-ზე ნაკლები რაოდენობით სპერმის გამომუშავება მიუთითებს ნორმიდან გადახრაზე, რაც ამცირებს ბავშვის ჩასახვის ალბათობას. გარდა ამისა, სპერმის რაოდენობის დაქვეითება, შეიძლება გამოწვეული იყოს თესლგამომტანი არხების გაუნვლადობით, რეტროგრადული ეაკულაციით ან ხშირი სქესობრივი აქტებით. ჯანმრთელი მამაკაცის სპერმას აქვს სუსტი ტუტე რეაქცია (pH 7.2-8). ფიზიოლოგიურად ეს აუცილებელია, რათა მოხდეს საშოს, სუსტი მჟავა რეაქციის განეიტრალება, სპერმატოზოიდების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და კვერცხუჯრედის გასანაყოფიერებლად.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


სპერმაში, ცოცხალ სპერმატოზოიდებთან (1მლ 20 მლნ-ზე მეტი) ერთად, წარმოდგენილია ფერმენტები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, ამინომჟავები, ფრუქტოზა, ლიმონის მჟავა, პროსტაგლანდინები. კონსისტენცია მოგვაგონებს ლორწოს, რომელიც გამოყოფისთანავე გარდაიქმნება ჟელედ, ნახევარის საათის განმავლობაში სპერმა, გამჭირვალე ხდება და იკარგება ჟელეს ფორმა, რაც აუცილებელია განაყოფიერებისათვის. ნორმალური სპერმა უნდა იყოს ზომიერად ბლანტი. ძალზე სქელი ეაკულატი მიიჩნევა უნაყოფობის მიზეზად. ასეთი მდგომარეობა საგანგაშოა და მამაკაცმა უნდა მიმართოს ექიმს (ანდროლოგს, უროლოგს, სექსოპათოლოგს), რადგან აღნიშნული შეიძლება იყოს, რეპროდუქტიული სისტემის პათოლოგიის (პროსტატიტი, ვეზიკულიტი, ფერმენტული დეფიციტი) მიზეზი. სპერმას დაჰკრავს მსუბუქი ქლოროვანი სურნელი. თუ არომატი უსიამოვნო და ძალზე მკვეთრია, ეს შეიძლება იყოს ზოგიერთი კვების პროდუქტით (საკმაზი, სუნელები), ალკოჰოლის მიღებით ან შარდსასქესო გზების დაავადებებით გამოწვეული.

როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან”>>>

სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია>>>

წყარო: http://4bro.club/potenciya/besplodie/vneshniy-vid-spermi.html