სპერმოგრამა

http://www.medgeo.net/2018/07/15/სპერმოგრამა/

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

სპერმოგრამა

სპერმოგრამა წარმოადგენს ეაკულატის გამოკვლევას, რომლის მიზანია, მამაკაცის ჯანმრთელობის შეფასება, მისი შვილოსნობის უნარის დადგენა და არსებობის შემთხვევაში პათოლოგიების გამოვლენა. სპერმის ანალიზი, წარმოადგენს ორსულობის დაგეგმვის განუყოფელ ნაწილს, როცა წყვილებს ქორწინებიდან ერთი წლის მანძილზე შვილი არ ჰყავთ.

ეაკულატის ჩაბარების წინ, მამაკაცმა უნდა შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები, რომელზეც არის დამოკიდებული ანალიზების სისწორე.

  • სპერმის მოპოვება აუცილებელია მხოლოდ მასტურბაციით, რადგან სქესობრივი აქტის დროს შეგროვებული ეაკულატი, შეიცავს ქალის ვაგინალურ მიკროფლორას;
  • არ შეიძლება პრეზერვატივის გამოყენება, რადგან ის დამუშავებულია სპერმიციდებით, რომელიც მოქმედებს სპერმის ხარისხზე;
  • დაუშვებელია სხვადასხვა კრემების გამოყენება;
  • კვლევის დაწყებამდე 2 კვირით ადრე უნდა შეწყდეს ანტიბიოტიკების და სხვა პრეპარატების მიღება (გამოყენების შემთხვევაში);
  • სპერმის მოპოვება უმჯობესია თუ მოხდება ლაბორატორიაში;
  • თუ ბიომასალა მოიპოვება სახლის პირობებში, აუცილებელია პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;
  • მასალის გადასატანად აუცილებელია სტერილური კონტეინერი;
  • ეაკულატის შეგროვება ხდება ოთახის ტემპერატურაზე;
  • მასალის გადატანა, აუცილებელია სპეციალური თერმოსტატით, სადაც ტემპერატურა 37°C-ია;
  • მასალი მოპოვებიდან ლაბორატორიაში მისი მიტანის დრო, არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს;
  • უცილებელია ეაკულატის ჩაბარების წინ, სქესობრივი თავშეკავება არანაკლებ 2 დღის და არა უმეტეს 1 კვირის, ოპტიმალურია 3-4 დღე;
  • ამავე პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის, სითბური პროცედურების (საუნა, ცხელი აბაზანა) გამოყენება.

ვინაიდან, სპერმას არ გააჩნია მუდმივი შემადგენლობა, რადგან მასზე მოქმედებს დიეტა, სამკურნალო პრეპარატები, მამაკაცის ფსიქოემოციური მდგომარეობა და სხვა. სარწმუნო შედეგების მისაღებად, ეაკულატის ჩაბარება, საჭიროა 3-ჯერ 10 დღიანი ინტერვალის გამოყენებით.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


სპერმოგრამის ნორმალური მაჩვენებლები და მისი მნიშვნელობა

სპერმოგრამის მაჩვენებელი ნორმა (ჯანმო) მნიშვნელობა
სპერმის ანალიზი
სქესობრივი თავშეკავების პერიოდი 2-7 დღე ანალიზის ჩატრების წინ, სქესობრივი აქტიურობის შეკავების დღეთა რაოდენობა
მოცულობა 2 მლ და მეტი, 6 მლ-მდე ანალიზისათვის საჭირო სპერმის მოცულობა
მჟავა-ტუტოვანი მაჩვენებელი pH 7.2-7.8 დადებითი და უარყოფითი იონების შეფარდების მაჩვენებელი
სპერმატოზოიდების საერთო რაოდენობა 40 მლნ-ზე მეტი, 500 მლნ-მდე სპერმატოზოიდების სიმკვრივე, გამრავლებული მოცულობაზე
ეაკულატის გახსნა 60 წუთამდე ეაკულატის ნორმალურ სიბლანტემდე გახსნის დრო
ფერი მორუხო-თეთრი სპერმის ფერი
კონსისტენცია (სიბლანტე) პატარა ცალკეული წვეთები (ძაფების სახით 2 სმ-მდე) სპერმის სიბლანტე, რომელიც განისაზღვრება მისი ძაფის გაზომვით, მისი ფორმირება ხდება პიპეტის ან ნემსის გამოყენებით
ერითროციტები არ არის სისხლის წითელი უჯრედები
ლეიკოციტები 1·106 1 მლ ეაკულატში სისხლის თეთრი უჯრედები

 

სპერმოგრამის მაჩვენებელი ნორმა (ჯანმო) მნიშვნელობა
სპერმატოზოიდების ანალიზი
სპერმატოზოიდების სიმკვრივე 20 მლნ და მეტი, 120 მლნ-მდე 1მლ სპერმაში სპერმატოზოიდების რაოდენობა
სპერმატოზოიდების მოძრაობა ტიპი A – 25%-ზე მეტი

ტიპი A+B-50%-ზე მეტი

ტიპი C – 50%-ზე ნაკლები

ტიპი D- 10%-ზე ნაკლები

 

ეაკულაციიდან 1 საათში

ტიპი A – სწორხაზოვნად აქტიურად მოძრავი სპერმატოზოიდები

ტიპი B- სწორხაზოვნად ნაკლებად მოძრავი სპერმატოზოიდები

ტიპი C – ბრუნვით ან რხევით, ნაკლებად მოძრავი სპერმატოზოიდები

ტიპი D- უძრავი სპერმატოზოიდები

ცოცხალი სპერმატოზოიდები საერთო რაოდენობის ½-ზე მეტი სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდების რაოდენობა. პათოლოგიური სპერმატოზოიდების რაოდენობა არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი
სპერმატოზოიდების აგლუტინაცია ნორმაში არ შეინიშნება სპერმატოზოიდების ერთმანეთთან შეწებების პროცესი, რაც აფერხებს მათ ნორმალურ მოძრაობას.

როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან”>>>

სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია>>>

წყარო: http://zdravotvet.ru/kak-sdavat-spermogrammu-dlya-chego-ona-nuzhna-rasshifrovka-rezultatov/