საშვილოსნოს სპირალი

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ქალის კონტრაცეპტივები, სპერმიციდები, ლუბრიკანტები, უსაფრთხო სექსის ნივთები  ,,ამაზონიდან”. იხ. ქვევით ამავე ფერის ტექსტები.

♦ ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რას წარმოადგენს საშვილოსნოს სპირალი და რისთვის გამოიყენება?

საშვილოსნოს სპირალს, იგივე საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფციას უწოდებენ, რომელიც წარმოადგენს დაცვის ეფექტურ მეთოდს, რომლის დროსაც საშვილოსნოს ღრუში შეყავთ სპეციალური საშვილოსნოსშიდა საშუალება.
საშვილოსნოსშიდა სპირალი წარმოადგენს შესანიშნავ გზას გრძელვადიანი კონტრაცეფციის, რომელიც გამოიყენება მსოფლიოში ათასობით ქალების მიერ.
არსებობს საშვილოსნოს სპირალის რამდენიმე ათეული ვარიანტი, კარგი სპირალი იძლევა გარანტირებულ დაცვას 98%-ში. საშვილოსნოს სპირალი უნდა შეარჩიოს გინეკოლოგმა.
საშვილოსნოს სპირალის ჩადგმის აუცილებელი მოთხოვნაა – რეგულარული (ექვს თვეში ერთხელ) გინეკოლოგიური შემოწმება.

–  როგორ შეუძლია საშვილოსნოს სპირალს დაგვიცვას ორსულობისაგან?

საშვილოსნოს სპირალი წარმოადგენს პლასტიკის ჩარჩოს, რომელიც გარს შემორტყმულია სპეციალური ლითონით (ვერცხლი, სპილენძი, ოქრო) – რისთვისაც მას უწოდებენ სპირალს – ან რეზერვუარს, რომელიც შეიცავს ჰორმონალურ საშუალებას და მოქნილ მხრებს.
ამ კონსტრუქციის წყალობით ადვილად შეიძლება მისი შეყვანა და საშვილოსნოში დამაგრება.

ნებისმიერი საშვილოსნოს სპირალი მოქმედებს ერთნარად: საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებას, აჩქარებს მის გადაადგილებას მილებში.
თანამედროვე საშვილოსნოს სპირალის შემადგენლობაში შემავალი ჰორმონალური კომპონენტები ასქელებენ საშვილოსნოს ყელის ლორწოვანს, წარმოქმნიან ლორწოვანის საცობს, რითაც წარმოქმნიან ბარიერს სპერმატოზოიდებისათვის.
ჰორმონები ხელს უშლიან ოვულაციას. ხოლო სპილენძის შეცველი სპირალები კი ანადგურებენ თავად კვერცხუჯრედს და სპერმატოზოიდებს.


უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ქალის კონტრაცეპტივები
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები


–  რა და რა სახის სპირალი არსებობს?

აფთიაქებში იყიდება დაახლოებით ორმოცდაათამდე სახეობის საშვილოსნოს სპირალი, რომლებიც მიეკუთვნება ოთხ თაობას, მათ შორისაა:

  • ინერტული პლასტიკური მოწყობილობები. დღეს პრაქტიკულად აღარ გამოიყენება, ვინაიდან ხშირად ვარდება საშვილოსნოდან და ხასიათდება არასასურველი ორსულობისაგან დაბალი დაცვით. აღნიშნული მოდელები ვერ ძლებს 2-5 წელზე მეტს.
  • სპილენძის შემცველი სპირალები. საშვილოსნოს შიდა სპირალების მეორე თაობა. ისინი მექნიკურად ხელს უშლიან განაყოფიერებას და წარმოქმნიან მჟავე გარემოს, რომელიც ანადგურებს სპერმატოზოიდებს, რომლებიც ხვდება საშვილოსნოში. ასეთი სპირალები თავსდება 5-7 წლით. მათი დაცვის დონე უფრო მაღალია ვიდრე ინერტული პლასტიკური სპირალების.
  • ვერცხლისფერი სპირალები. ეს არის საშვილოსნოს შიდა სპირალების შემდეგი თაობა. მეტალი დამღუპველად მოქმედებს სპერმატოზოიდებზე და არ აძლევს საშუალებას კვერცხუჯრედს მიემაგროს საშვილოსნოს გარსს. ვერცხლის იონებს აქვს გამოხატული სადეზინფექციო ეფექტი, რის გამოც ისინი სქესობრივ ინფექციებს ებრძვიან. ეს სპირალები არიან ჰიპოალერგიული. ეს სპირალები შეუცვლელად შეიძლება იდგნენ 5-7წელი, დაცვის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან.
  • ჰორმონშემცველი სპირალი „მირენა“. გამოირჩევიან შესანიშნავი კონტრაცეპტული ეფექტით, კარგად მოქმედებენ სქესობრივ ფუნქციაზე და ხელს უშლიან ანთების განვითარებას მენჯის ღრუს ორგანოებში. კონტრაცეპტივის შემადგენლობაში შემავალი ჰორმონები ამსხვილებენ ყელის საცობს, რითაც აძნელებენ განაყოფიერებას და და ხელს უშლიან საშვილოსნოში მიკრობების შეღწევას. „მირენამ“ გააერთიანა საშვილოსნოს შიდა და ორალური (ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები) კონტრაცეპტივების დადებითი თვისებები. სპირალი „მირენა“ შესაძლოა გამოიყენებოდეს 7-10 წელი.

სპირალები ასევე შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან ფორმით, სიმაგრითა და ზომით. სპირალის ტიპის და მოდელის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად გინეკოლოგის მიერ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგვცემს კონტრაცეპტივი მაქსიმალურ დაცვასა და მინიმალურ გართულებებს.

–  რა უპირატესობები გააჩნია საშვილოსნოს სპირალს?

საშვილოსნოს შიდა სპირალი – საიმედო და მოსახერხებელი მეთოდია კონტრაცეფციის, რომელიც საშუალებას იძლევა დაივიწყოთ ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების ყოველდღიური მიღება და პრეზერვატივის გამოყენება, რომელიც აქვეითებს მგრძნობელობას სექსის დროს.
კონტრაცეფციის ეს მეთოდი ხასიათდება რიგი უპირატესობებით. საშვილოსნოს შიდა სპირალის გამოყენების უპირატესობებია:

  • დაცვის შესანიშნავი გზაა – ორსულობის ალბათობა მეათედ პროცენტამდეა შემცირებული.
  • უსაფრთხოება – სპირალის სწორი შერჩევისას ქალის ორგანიზმში მეტაბოლურ პროცესებზე უარყოფითი გავლენა არ აღინიშნება.
  • ჩასახვის კონტროლირების შესაძლებლობა – საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივების მოცილების შემდეგ სწრაფად დგება ორსულობა.
  • ლიბიდოზე ზემოქმედების არარსებობა – იშვიათი გამონაკლისების გარდა, ქალებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს სპირალი გამოეყენებინათ, სექსუალური სურვილი არ შემცირებიათ.
  • შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს გამოყენება – თუნდაც სპირალები, რომლებიც შეიცავენ ჰორმონებს, არანაურად არ მოქმედებენ ლაქტაციის პროცესზე.
  • მისაღები ფასი.
  • ხანგრძლივი დაცვა – ზოგიერთი სპირალი შეიძლება არ შეიცვალოთ ათ წლამდე ვადით, გინეკოლოგის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.

–  რა უკუჩვენებები აქვს საშვილოსნოს სპირალს?

საშვილოსნოს სპირალს გააჩნია რიგი უკუჩვენებები, რომლებსაც მიეკუთვნება პათოლოგიური მდგომარეობები.
საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფციის მეთოდის გამოყენება არ არის რეკომენდებული ანთებითი პროცესების არსებობისას, საშვილოსნოს ქრონიკული დაავადებების დროს, საკვერცხეების, საშვილოსნოს მილების, ავთვისებიანი სიმსივნეების, ასევე კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნების არსებობისას.  

საშვილოსნოს სპირალილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 საშვილოსნოს სპირალს, იგივე საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფციას უწოდებენ, რომელიც წარმოადგენს დაცვის ეფექტურ მეთოდს, რომლის დროსაც საშვილოსნოს ღრუში შეყავთ სპეციალური საშვილოსნოსშიდა საშუალება
⭕️ ნებისმიერი საშვილოსნოს სპირალი მოქმედებს ერთნარად – საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებას, აჩქარებს მის გადაადგილებას მილებში

🔎 განარჩევენ 4 სახის სპირალს:
➡️ ინერტული პლასტიკური მოწყობილობები – დღეს პრაქტიკულად აღარ გამოიყენება, ვინაიდან ხშირად ვარდება საშვილოსნოდან და ხასიათდება არასასურველი ორსულობისაგან დაბალი დაცვით;
➡️ სპილენძის შემცველი სპირალები – მექნიკურად ხელს უშლიან განაყოფიერებას და წარმოქმნიან მჟავე გარემოს, რომელიც ანადგურებს სპერმატოზოიდებს, რომლებიც ხვდება საშვილოსნოში;
➡️ ვერცხლისფერი სპირალები – მეტალი დამღუპველად მოქმედებს სპერმატოზოიდებზე და არ აძლევს საშუალებას კვერცხუჯრედს მიემაგროს საშვილოსნოს გარსს. ვერცხლის იონებს აქვს გამოხატული სადეზინფექციო ეფექტი, რის გამოც ისინი სქესობრივ ინფექციებს ებრძვიან.
➡️ ჰორმონშემცველი სპირალი „მირენა“ – კარგად მოქმედებენ სქესობრივ ფუნქციაზე და ხელს უშლიან ანთების განვითარებას მენჯის ღრუს ორგანოებში
❌ საშვილოსნოს სპირალს გააჩნია რიგი უკუჩვენებები, რომლებსაც მიეკუთვნება პათოლოგიური მდგომარეობები:
📎 ანთებითი პროცესების არსებობისა;
📎 საშვილოსნოს ქრონიკული დაავადებები;
📎 საკვერცხეების, საშვილოსნოს მილების, ავთვისებიანი სიმსივნეების, ასევე კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნების არსებობა
👉 შეიტყვეთ მეტი საშვილოსნოს სპირალის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3SpMvJ5
#საშვილოსნოსსპირალი #საშვილოსნოსშიდასპირალი #რაარისსაშვილოსნოსსპირალი #საშვილოსნოსსპირალისუპირატესობები #საშვილოსნოსსპირალისნაკლი #საშვილოსნოსსპირალისუკუჩვენებები #კონტრაცეფცია #საშვილოსნოსშიდაკონტრაცეფცია #ორსულობა #ანთებითიპროცესები #საშვილოსნოსდაავადებები #ავთვისებიანისიმსივნეები #ინერტულიპლასტიკურიმოწყობილობები #სპილენძისშემცველისპირალები #ვერცხლისფერისპირალები #ჰორმონშემცველისპირალები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გადასვლა >> 1. გინეკოლოგია, მეანობა  2. კონტრაცეფცია


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.