ჰირუდოთერაპია გინეკოლოგიაში

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რას წარმოადგენს ჰირუდოთერაპია და როგორ გამოიყენება გინეკოლოგიაში?

ჰირუდოთერაპია ეს არის მკურნალობის მეთოდი სამკურნალო წურბელების გამოყენებით. ვაგინალური ჰირუდოთერაპია წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას მთელი რიგი გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
ჰირუდოთერაპია შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც დამოუკიდებლად, ასევე როგორც დამატებით საშუალებად.
გინეკოლოგიური დაავადებების დროს წურბელები თავსდება ღვიძლის, შორისის, ანუსისა და საშოს არეში. აღსანიშნავია, რომ მოთავსების ადგილს სწორედ წურბელები ირჩევენ. ჰირუდოთერაპევტი მხოლოდ განალაგებს მათთვის სასურველ ადგილზე. წურბელა მიემართება აკუპუნქტურის უახლოეს წერტილამდე და ეკრობა მას.

–  კონკრეტულად რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება ჰირუდოთერაპია გინეკოლოგიაში?

ჰირუდოთერაპია გამოიყენება შემდეგი გინეკოლოგიური დაავადებების დროს:

  • უშვილობა – წურბელები ეფექტურად ეხმარებიან ქალისა და მამაკაცის უშვილობის საკითხებში. ზოგიერთი პაციენტი ორსულდება პირველი ციკლის დროსვე ჰირუდოთერაპიის დასრულების შემდეგ. ამისათვის აუცილებელია ობიექტურად შეფასდეს მდგომარეობა და გაირკვეს უშვილობის მიზეზი. თუ ქალს არ აქვს მნიშვნელოვანი რეპროდუქტიული ორგანოები რათქმაუნდა წურბელები ვერ დაეხმარება. სხვა შემთხვევაა როცა პრობლემაა საშვილოსნოს მილებში, სასქესო ჰორმონების არასაკმარისი დონესა თუ ანთებით პროცესებში მცირე მენჯის ღრუში.
  • ენდომეტრიოზი – ეს არის საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გარეთ არსებული ენდომეტრიული უჯრედების პროლიფერაცია. ზოგჯერ ხდება უშვილობის მიზეზი და, შესაბამისად, მკურნალობის ეფექტურობა მდგომარეობს მის დროულ დაწყებაში. წურბელები ამ შემთხვევაში აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობეს სისხლძარღვების გაფართოებას. ასტაბილურებს ქალის სასქესო ჰორმონების გამოყოფას. ეს კი დადებითად მოქმედებს როგორც ორსულობის მიმდინარეობაზე (უზრუნველყოფს ნაყოფს საჭირო საკვები ნივთიერებებით) და ასევე ქალის ზოგად მდგომარეობაზე.
  • ხელოვნური განაყოფიერების წინ – ჰირუდოთერაპია ხელოვნური განაყოფიერების წინ ტარდება კვერცხუჯრედის წარმატებული გადატანის შანსების გაზრდისათვის. ჰირუდოთერაპია აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. კურსი მოიცავს რამდენიმე პროცედურას,  სტიმულაციამდე და პუნქციის შემდეგ.
  • საშვილოსნოს მიომა – ხასიათდება ჰიპერესტროგენემიით. ამ შემთხვევაში ჰირუდოთერაპიის საშუალებით ხდება ჰორმონების დონის სტაბილიზაცია. ამავე დროს ხელს უშლის ვენების შევიწროებას მენჯის ღრუში, რითაც ხელს უშლის ვარიკოზის განვითარებას.
  • შეხორცებები – წარმოადგენს უშვილობის ერთ-ერთ მიზეზს. აერთებს რა საშვილოსნოს მილებს, ხელს უშლის განაყოფირებული კვერცხუჯრედის მოხვედრას საშვილოსნოში. შედეგად შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოს გარე ორსულობა. ასეთ შემთხვევაში ჰირუდოთერაპია ანახლებს საშვილოსნოს მილების გამავლობას სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების ხარჯზე.
  • ადენომიოზი – არის ენდომეტრიოზის ერთ-ერთი სახეობა. მას თან ახლავს ჰორმონის წარმოების დარღვევა და იმუნური სისტემის დამცავი ფუნქციების შემცირება. წურბელის ფერმენტები დადებითად მოქმედებენ ორგანიზმზე და წარმოადგენენ მკურნალობის ეფექტურ დამატებით მეთოდს. აღსანიშნავია, რომ ჰირუდოთერაპია პრაქტიკულად გამორიცხავს დაავადების რეციდივს.


–  რა ჩვენებები აქვს ჰირუდოთერაპიის გამოყენებას გინეკოლოგიაში?

ჰირუდოთერაპიის გინეკოლოგიაში გამოყენების ჩვენებებს მიეკუთვნება ყველა ანთებითი დაავადება სასქესო სისტემის(ადნექსიტი, სალპინგიტი, სალპინგოოოფორიტი, ენდომეტრიტი, კოლპიტი და ვაგინიტი), შეხორცებითი დაავადებები და შეხორცებები, რომლებიც გაჩნდა სამედიცინო ჩარევის შემდეგ, ადენომიოზი და ენდომეტრიოზი, უშვილობა, საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნეები(მიომა), ჰორმონალური ფონის სხვადასხვა დარღვევები, საშვილოსნოს ყელის ეროზია, საშოსა და გარეგანი სასქესო ორგანოების  წყლულები.

–  რაც შეეხება უკუჩვენებებს რა მიეკუთვნება ჰირუდოთერაპიის გამოყენების უკუჩვენებას?

ჰირუდოთერაპიის გინეკოლოგიაში გამოყენების უკუჩვენებებს მიეკუთვნება არა კეთილ საიმედო სიმსივნეები, ჰემოფილია, დაბალი არტერიული წნევა, ორსულობა, ალერგია წურბელებზე.

–  რამდენად უსაფრთხოა პროცედურის ჩატარება?

პროცედურის სპეციფიკა პაციენტებში ბევრ კითხვას ბადებს, ამიტომ განვიხილოთ თითოეული შიში და საფრთხე:

  • წურბელები ვერ დარჩებიან შიგნით (როდესაც წურბელები ამოწოვენ საკმარისს სისხლს. ისინი თავისით მოცვივდებიან. მაქსიმუმ რისი გაკეთებაც მოუწევს პაციენტს არის – ჩამოჯდეს და ცოტა გაიჭინთოს.
  • მათ არ შეუძლიათ ინფექციის შეტანა (გამოიყენება ერთჯერადი წურბელები, რომლებიც სტერილურ პირობებში იზრდებიან სპეციალურ ბიოქარხნებში).
  • ნაკბენები თითქმის არ იგრძნობა (კოღოს ნაკბენის მსგავსია)
  • პროცედურის დისკომფორტი ხშირად გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მრავალი ტრადიციული მეთოდის დისკომფორტს ჩამორჩება.

ჰირუდოთერაპია გინეკოლოგიაში – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🪱 ჰირუდოთერაპია არის მკურნალობის მეთოდი სამკურნალო წურბელების გამოყენებით. ვაგინალური ჰირუდოთერაპია წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას მთელი რიგი გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ
📍 გინეკოლოგიური დაავადებების დროს წურბელები თავსდება ღვიძლის, შორისის, ანუსისა და საშოს არეში. აღსანიშნავია, რომ მოთავსების ადგილს სწორედ წურბელები ირჩევენ. ჰირუდოთერაპევტი მხოლოდ განალაგებს მათთვის სასურველ ადგილზე. წურბელა მიემართება აკუპუნქტურის უახლოეს წერტილამდე და ეკრობა მას.
🩺 ჰირუდოთერაპია გამოიყენება შემდეგი გინეკოლოგიური დაავადებების დროს:
✅ უშვილობა – წურბელები ეფექტურად ეხმარებიან ქალისა და მამაკაცის უშვილობის საკითხებში. ზოგიერთი პაციენტი ორსულდება პირველი ციკლის დროსვე ჰირუდოთერაპიის დასრულების შემდეგ;
✅ ენდომეტრიოზი – ეს არის საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გარეთ არსებული ენდომეტრიული უჯრედების პროლიფერაცია. წურბელები ამ შემთხვევაში აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობეს სისხლძარღვების გაფართოებას;
✅ ხელოვნური განაყოფიერების წინ – ჰირუდოთერაპია ხელოვნური განაყოფიერების წინ ტარდება კვერცხუჯრედის წარმატებული გადატანის შანსების გაზრდისათვის;
✅ საშვილოსნოს მიომა – ხასიათდება ჰიპერესტროგენემიით. ამ შემთხვევაში ჰირუდოთერაპიის საშუალებით ხდება ჰორმონების დონის სტაბილიზაცია;
✅ შეხორცებები – წარმოადგენს უშვილობის ერთ-ერთ მიზეზს. ასეთ შემთხვევაში ჰირუდოთერაპია ანახლებს საშვილოსნოს მილების გამავლობას სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების ხარჯზე.
👉 შეიტყვეთ მეტი ჰირუდოთერაპიის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3EMcLc8
#ჰირუდოთერაპია #რაარისჰირუდოთერაპია #ჰირუდოთერაპიისჩვენებები #წურბელებითმკურნალობა #ჰირუდოთერაპიაგინეკოლოგიაში #ვაგინალურიჰირუდოთერაპია #უშვილობა #ენდომეტრიოზი #საშვილოსნოსმიომა #ფალოპისმილებისშეხორცება #ადენომიოზი #ჰიპერტენზია #ვარიკოზულივენები #ბუასილი #კანისპრობლემები #გინეკოლოგიურიპრობლემები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით

.