სისხლიანი გამონადენი მენოპაუზის დროს

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

♦ ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  საშიშია თუ არა სისხლიანი გამონადენი მენოპაუზის დროს?

ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი მენოპაუზაში შესვლისა არის საშოში გამონადენის შემცირება, რაც იწვევს მომარებულ სიმშრალესა და შებოჭილობას. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ სეკრეცია სრულიად წყდება.სქესობრივი სეკრეცია შეიძლება იყოს ძალიან მწირი და შეუმჩნეველი, მაგრამ თუ შეიცვალა შემადგენლობა, ფერი, დაერთო უსიამოვნო სუნი, გაჩნდა უსიამოვნო შეგრძნებები, როგორიცაა ქავილი, წვა, მაშინ გინეკოლოგის კონსულტაცია აუცილებელია.

ჩვეულებრივი საშვილოსნოს ლორწო მენოპაუზის დროს არაფრით განსხვავდება ფიზიოლოგიურისაგან, მისი ძირითადი მახასიათებლებია:

  • ისინი თითქმის გამჭვირვალე ან თეთრია;
  • კონსისტენცია უფრო ბლანტია, ვინაიდან გამოიყოფა ნაკლები რაოდენობით;
  • ლორწოს სუნი ოდნავ მომჟავოა, მაგრაგ არავითარ შემთხვევაში უსიამოვნო.

თუ მენოპაუზიდან ერთი წლის შემდეგ აღინიშნა სისხლდენა, მცირედიც კი, მოყავისფრო ან წითელი ფერის, ამასთან აშკარად იგრძნობა მუცლის ტკივილი, მცირეა, ყავისფერი ან წითელია, ხოლო კუჭის ტკივილი აშკარად იგრძნობა, მაშინ ეს არის პათოლოგიური პროცესის განვითარების ნიშანი, რომელიც მოითხოვს ექიმის მიერ შემოწმებას და დამატებითი გამოკვლევების ჩატარებას, მედიკამენტებით მკურნალობის დანიშვნას


ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონზე”>>
ქალის მოვლის საშუალებები >>
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები >>


–  რაზე შეიძლება მიუთითებდეს აღნიშნული პროცესი?

მენოპაუზის დადგომისას რეპროდუქციული ორგანოები განიცდიან მრავალ ცვლილებას. დისკომფორტის დროებითი შეგრძნება, ტკივილი არის ამ პროცესის განუყოფელი თანამგზავრი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რაზე გავამახვილოთ ყურადღება. მომატებული უჩვეულო გამონადენი მენოპაუზის დროს შეიძლება იყოს ისეთი დაავადებების ნიშანი, როგორიცაა:

  • საშვილოსნოს ყელის კიბო – მას თან ახლავს სისხლდენა, პერიოდული ტკივილით.
  • ენდომეტრიუმის კიბო, სარკომა – მისი განვითარებისას აუცილებლად გვაქვს წყლიანი გამონადენი, მიუთითებენ ეპითელიუმის ეტაპობრივ გაქრობაზე.
  • კანდიდოზი – შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. აღინიშნება ხაჭოსებრი გამონადენი, ჩნდება ქავილი და წვა.
  • კოლპიტი – გამონადენს თევზის სუნი აქვს, აღინიშნება მკვეთრი ტკივილი შარდვისას, ხშირად კი შარდვა გაძნელებულია საშოს კედლების გასქელებისა და მექანიკურად ურეთრის შევიწროების გამო.

მუცლის ქვედა არეში ტკივილისას, ლორწოვანი გამონადენის არსებობისას სისხლიანი კოლტებით აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს. მხოლოდ სრულყოფილი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება შეუწყობს ხელს მიზეზის დადგენას.

–  მენოპაუზის დროს გამონადენის არსებობისას როდის უნდა დავიწყოთ ნერვიულობა?

არსებობს რიგი ნიშნები, რითაც შეგვიძლია გავარჩიოთ ჩვეულებრივი გამონადენი საშიშისგან:

  • გამონადენი საკმაოდ მტკივნეული ხასიათისაა;
  • როდესაც სისხლიან ან მოყავისფრო გამონადენში აღინიშნება ყვითელი ან შავი მინარევები;
  • გამონადენი არაერთგვაროვანი კონსისტენციისაა, წააგავს ხაჭოს;
  • თან ახლავს უსიამოვნო სუნი;
  • ძალიან თხევადი და გამჭვირვალეა, წააგავს წყალს, ან პირიქით, ზედმეტად სქელია;
  • ასეთი გამონადენის დროს აღინიშნება ტკივილი, წვა, ქავილი;
  • ტკივილი შარდვის დროს, ტკივილი მკერდის არეში;
  • ტკივილი და დისკომფორტი სექსის დროს.

–  რითი შეიძლება იყოს გამოწვეული ყავისფერი ან სისხლიანი გამონადენი მენოპაუზის დროს?

  • საშოს მექანიკური ტრავმა. როგორც ცნობილია მენოპაუზის დროს აღინიშნება სიმშრალე საშოში. უხეში სექსის დროს ან გინეკოლოგიური გასინჯვის დროსაც კი შეიძლება დაზიანდეს მექანიკურად. თუ ეს დიაგნოზი დასტურდება, მაშინ სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს. ამ დროს რეკომენდებულია მალამოების ან სანთლების გამოყენება ესტროგენის შემცველი.
  • საშვილოსნოს ყელის დაავადებები. თუ ყავისფერი ფერის გამონადენი აშკარა სისხლიანი კოლტებით საშოდან მოდის უხვად, აღნიშნული შეიძლება მიუთითებდეს საშვილოსნოს ყელის კიბოზე. დიდი ხნის განმავლობაში ეს დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ, როგორც წესი მისი აღმოჩენა ხდება გვიან სტადიაზე, როდესაც პაციენტის გადარჩენა უკვე რთულია. ზოგჯერ, საშვილოსნოს ყელის კობოსთვის დამახასიათებელი სისხლიანი გამონადენი ჩნდება სქესობრივი კონტაქტის შემდეგ და თან ახლავს ტკივილი წელის არეში.
  • საშვილოსნოს მიომა. მიომას უწოდებენ საშვილოსნოს კეთილთვისებიან სიმსივნეს. მასზე მიუთითებს სისხლიანი გამონადენი მენოპაუზის დროს, შემაწუხებელი ხასიათის. როდესაც არ ხდება მიომის მკურნალობა და აღწევს დიდ ზომებს, მაშინ ჩნდება ტკივილი წელისა და შორისის არეში.
  • საშვილოსნოს ჩაზრდა. ეს პათოლოგიური პროცესი, ისევე, როგორც საშვილოსნოს შიდა შრის პროლიფერაცია, ასევე წარმოადგენს ყავისფერი გამონადენის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს. აღნიშნული გამონადენის შესაძლოა იყოს განსხვავებული ხასიათის, შესაძლოა დაიწყოს საკმაოდ ძლიერი გამონადენიც კი, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ანემია.
  • საკვერცხეების სიმსივნეები. ამ დაავადების სიმპტომები საკმაოდ ატიპიურია და ნაკლებ სავარაუდოა, რომ ქალმა მიაქციოს ყურადღება. საქმე კი იმაშია, რომ კანი, თმა და ფრჩხილები მოულოდნელად ხდება გაცილებით უკეთესი ვიდრე ადრე, და თვითონ ქალიც ხდება აშკარად უფრო ახალგაზრდა. ამასთან საშოდან აღინიშნება ყავისფერი გამონადენი, რომელიც წააგავს მენსტრუაციას. დიდი ალბათობით ქალი ამ დროს ჩათვლის, რომ მენოპაუზა დროებით შეჩერდა და მას კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება, რომ იყოს ლამაზი და მიმზიდველი, მაგრამ ეს ასე არაა. ეს არის საკმაოდ შემაშფოთებელი სიმპტომი, რომლის დროსაც დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ გინეკოლოგს.
  • საშვილოსნოს პოლიპები. ესეც საკმაოდ ხშირი დაავადებაა, რომელიც აწუხებს ქალს მენოპაუზის დროს. ამ დაავადების ყველაზე ცუდი ის არის, რომ თან ახლავს რომელიმე ინფექციას, გამონადენის ხასიათი ამ დროს კი არის ჩვეულებრივი.

–  როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

როგორც კი ქალს აღენიშნება რაიმე განსხვავებული სიმპტომი მენოპაუზის დროს, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გინეკოლოგს, ვინაიდან ქალები კლიმაქტერულ პერიოდში იმყოფებიან სიმსივნური დაავადების მაღალი რისკ ქვეშ. ზუსტი დიაგნოზის დასადგენად კი ექიმი საჭიროებს  რიგ კვლევებს:

  • დასაწყისისათვის ექიმმა უნდა ყურადღებით მოისმინოს პაციენტის ჩივილები და დააზუსტოს საინტერესო დეტალები;
  • დაავადების ისტორიის შევსება;
  • პალპაციით საშოსა და საშვილოსნოს დათვალიერება
  • შორისის სარკეებით დათვალიერება. აღნიშნული საჭიროა სიმსივნური დაავადებების გამოსავლენად, მექანიკური დაზიანების, პოლიპებისა თუ სხვა ნიშნების აღმოსაჩენად.
  • მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამკვლევა ყველა შემთხვევაში.
  • ლაბორატორიული კვლევა რომელიც მოიცავს ბიოფსიას(ონკოლოგიის გამოსარიცხად), ასევე მედიკამენტებზე მგრძნობელობის შესამოწმებლად.
  • თუ არსებობს ეჭვი, რომ ქალი დაავადებულია ინფექციური დაავადებით, მაშინ აუცილებელია მისი გამომწვევის იდენტიფიცირება.

–  რაც შეეხება მკურნალობას როგორ ტარდება?

მკურნალობა განისაზღვრება დაავადების, გამონადენის ხასიათისა და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. თითოეულ შემთხვევაში, ექიმმა სხვაგვარად უნდა იმოქმედოს.

  • თუ სისხლდენა მრავლადაა და დიდხანს არ წყდება, მაშინ ამან შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა. ჩვეულებრივ, ასეთ სიტუაციაში პაციენტისთვის ნაჩვენებია საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა ზედმეტი ენდომეტრიუმის მოსაცილებლად. მიღებული სისხლიანი მასა იგზავნება ბიოფსიაზე, სადაც დასტურდება ან ირიცხება ონკოლოგიური დაავადება. ამის გათვალისწინებით, ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას.
  • იმ შემთხვევაში, თუ ყავისფერი ფერის გამონადენი ზომიერია და ულტრაბგერითმა კვლევამ აჩვენა რომ მენჯის ღრუს ორგანოები ნორმაშია, მაშინ ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა, მიმართული კაპილარებისა და სისხლძარღვების მსხვრევადობის შესამცირებლად და იმ სპაზმის მოსაცილებლად რაც იწვევს მათ დაზიანებას.
  • ქირურგიული ჩარევა ინიშნება იმ შემთხვევაში, როცა დგინდება საშვილოსნოს ან მისი დანამატების სიმსივნე. ამ დროს აუცილებელია მზად ვიყოთ: ამგვარი ოპერაციები არ ტარდება ორგანოებისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნებისათვის. როგორც წესი, დაავადებული ორგანო მთლიანად იკვეთება. ეს კეთდება იმიტომ, რომ კლიმაქსის პერიოდში ის აღარ არის საჭირო, ვინაიდან ქალი კარგავს რეპროდუქციულ ფუნქციას. და ასევე იმიტომ, რომ თუ არ ამოიღებთ ორგანოს მთლიანად, არსებობს ძალიან მაღალი რისკი რეციდივის. 

სისხლიანი გამონადენი მენოპაუზის დროს – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

📅 მენოპაუზის დადგომისას რეპროდუქციული ორგანოები განიცდიან მრავალ ცვლილებას.
⭕️ დისკომფორტის დროებითი შეგრძნება, ტკივილი არის ამ პროცესის განუყოფელი თანამგზავრი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რაზე გავამახვილოთ ყურადღება.
🩸 მომატებული უჩვეულო გამონადენი მენოპაუზის დროს შეიძლება იყოს ისეთი დაავადებების ნიშანი, როგორიცაა:
➡ საშვილოსნოს ყელის კიბო – მას თან ახლავს სისხლდენა, პერიოდული ტკივილით.
➡ ენდომეტრიუმის კიბო, სარკომა – მისი განვითარებისას აუცილებლად გვაქვს წყლიანი გამონადენი, მიუთითებენ ეპითელიუმის ეტაპობრივ გაქრობაზე.
➡ კანდიდოზი – შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. აღინიშნება ხაჭოსებრი გამონადენი, ჩნდება ქავილი და წვა.
➡ კოლპიტი – გამონადენს თევზის სუნი აქვს, აღინიშნება მკვეთრი ტკივილი შარდვისას, ხშირად კი შარდვა გაძნელებულია საშოს კედლების გასქელებისა და მექანიკურად ურეთრის შევიწროების გამო.
🆘 არსებობს რიგი ნიშნები, რითაც შეგვიძლია გავარჩიოთ ჩვეულებრივი გამონადენი საშიშისგან:
✅ გამონადენი საკმაოდ მტკივნეული ხასიათისაა;
✅ როდესაც სისხლიან ან მოყავისფრო გამონადენში აღინიშნება ყვითელი ან შავი მინარევები;
✅ გამონადენი არაერთგვაროვანი კონსისტენციისაა, წააგავს ხაჭოს;
✅ თან ახლავს უსიამოვნო სუნი;
✅ ძალიან თხევადი და გამჭვირვალეა, წააგავს წყალს, ან პირიქით, ზედმეტად სქელია;
👉 გაიგეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3ZhreUM
#სისხლიანიგამონადენი #ვაგინალურიგამონადენი #სისხლიანიგამონადენიმენოპაუზისდროს #პოსტმენოპაუზურიგამონადენი #სისხლდენაპერიოდებსშორის #მძიმევაგინალურისისხლდენა #სისხლდენასქესობრივიკავშირისშემდეგ #მენოპაუზა #საშვილოსნოსყელისკიბო #ენდომეტრიუმისკიბო #სარკომა #კანდიდოზი #კოლპიტი #ხაჭოსებრიგამონადენი #უჩვეულოგამონადენი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.