ინტიმური გაახალგაზრდავება

 სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >
 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რისთვის მიმართავენ ინტიმურ გაახარგაზრდავებას?

მშობიარობა, დაბერების პროცესი – ყველაფერი ეს მოქმედებს ქალის სქესობრივ სფეროზე, მათ შორის მცირე და დიდ სასირცხო ბაგეებზე, კლიტორზე და შორისზე. მენოპაუზის მოახლოებისა და მისი დადგომისას გარდაუვალია ასევე სასქესო ორგანოების არეში ცვლილებებიც. ესტროგენების გამომუშავების შემცირებით საშოს ეპითელიუმი თხელდება. საშოს ქსოვილები კარგავენ ტონუსს და ელასტიურობას(განსაკუთრებით მრავალ მშობიარე ქალში), ჩნდება სიმშრალე, წვა, ტკივილი სქესობრივი კონტაქტისას. მცირდება სასქესო ბაგეების კანქვეშა ცხიმი, ამასთან ერთან მცირდება კლიტორის ზომა და მცირდება მგრძნობელობა. ასევე ვითარდება გარკვეული ცვლილებები შარდის ბუშტში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის შეუკავებლობა.

ამასთან მსგავსი პრობლემები შესაძლებელია შეეხოს ახალგაზრდა ქალებსაც კი – ზოგიერთი დაავადება, მკვეთრი წონაში კლება, ზედმეტი გატაცება დიეტებით, იწვევს სასქესო ორგანოებში კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას და ტონუსის დაკარგვას, მოდუნებას, პიგმენტაციის გაჩენას, საშოს კუნთების დასუსტებას. ინტიმური სილამაზე თანამედროვე ქალისათვის ნებისმიერ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია. თითქმის ყველა ქალი ცდილობს შემატოს ახალგაზრდა, ელასტიური, ჯანსაღი სახე მთელ მის სხეულს. და არც თუ ისე ბოლო ადგილს იკავებს ინტიმური ზონის სილამაზე, კერძოდ კი სასქესო ორგანოების მდგომარეობა.

–  რას გულისხმობს ინტიმური გაახალგაზრდავება?

ინტიმური გაახალგაზრდავების პროცედურა ქალებში – ინექციური ვაგინალური თერაპია ქალებში, სასქესო ბაგეების რევიტალიზაცია, ხელს უწყობს კანის ტონუსის მომატებას, ცვლის ფორმასა და ზომას დიდი და მცირე სასქესო ბაგეების, საშოს შესასვლელი ლორწოვანის დატენიანება, სექსუალური შეგრძნებების გაძლიერება. სასქესო ორგანოების ბიორევიტალიზაციის ჩატარება ჰიალურონის მჟავით ინტიმური კოსმეტოლოგიის სეანსებთან ერთად ხელს უწყობს მაქსიმალურად განახლდეს ესთეტიურად მომხიბვლელი ფორმები, გათავისუფლდეს არსებული სირთულეებისაგან და მიაღწიოს სასურველ მომხიბვლელობას ნებისმიერ ასაკში.

– როდის ტარდება ინტიმური გაახალგაზრდავების პროცედურები?

ინტიმური გაახალგაზრდავების პროცედურებს მიმართავენ შემდეგ შემთხვევებში:

  • ასაკობრივი და მშობიარობის შემდგომი ცვლილებებისას;
  • სქესობრივი სურვილის შემცირებისას;
  • საშოს ლირწოვანი გარსის სიმშრალისას;
  • შარდის შეუკავებლობის მკურნალობისას ოპერაციის გარეშე;
  • საშოს შესავალის გაფართოებისას;
  • სექსის შემდგომი ცისტიტის მკურნალობისას;
  • უსიამოვნო ხმების, ხახუნის შეგრძნებისას სექსის დროს;
  • ვულვის კრაუროზის მკურნალობისას
  • მტკივნეული სქესობრივი კონტაქტისას;
  • სექსუალური შეგრძნებების გაზრდის მიზნით;
  • გარეგანი სასქესო ორგანოების ტონუსის შემცირებისას, კანის მოშვებისას
  • აქტის რაოდენობისა და სქესობრივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

–  როგორ ტარდება ინტიმური გაახალგაზრდავება?

ასაკობრივი ცვლილებების  აღმოფხვრა – ინტიმური გაახალგაზრდავება ინექციების საშუალებით დღეს დღეობით უნიკალური მეთოდია: კორექციის ყველა სახის ჩატარება შესაძლებელია ერთი კომპლექსური პროცედურის ფარგლებში, ამბულატორიულ პირობებში, ქალისათვის მინიმალური დისკომფორტით. გარეგანი სასქესო ორგანოების კანი კარგად მარაგდება სისხლით, ამიტომ პროცედურის შემდეგ შეხორცება ხდება ხილული ნაწიბურების გარეშე, რეაბილიტაციის პერიოდი კი 3-5 დღეა.

ამა თუ იმ მეთოდის (ინტიმური ქირურგია, ჰიალურონის მჟავით პლასტიკა და ვულვო-ვაგინალური რევიტალიზაცია, კოსმეტიკური პროცედურები) შერჩევა, მათი ინდივიდუალური კომბინაცია, სეანსების რაოდენობა და მიმდინარეობა განისაზღვრება სპეციალისტის მიერ.

პროცედურის შედეგად კი პაციენტი იღებს:

  • ახალ სექსუალურ შეგრძნებებს;
  • სქესობრივი ლტოლვის გაძლიერება;
  • სქესობრივი აქტის რაოდენობის გაზრდა;
  • თვითშეფასების ამაღლება;
  • ფსიქოლოგიური კომფორტი;
  • სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების დატენიანების ხარისხის გაუმჯობესება;
  • მენჯის კუნთების ტონუსის მომატება;
  • გენიტალიების ვიზუალის გაუმჯობესება;
  • შარდის შეუკავებლობის მდგომარეობის კორექცია;
  • სქესობრივი პარტნიორის დიდი კმაყოფილება.    გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

webინტიმური გაახალგაზრდავება
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

☀ გაფრთხილება!

 

.