დასაშვებია თუ არა სექსი ორსულობისას

სექსი ორსულობისას

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
ბალიშები ორსულთათვის  
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”


ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი

–  დასაშვებია თუ არა სექსი ორსულობისას?

ბუნებამ მიიღო ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოს ნაყოფის უსაფრთხოება, საშვილოსნო ღრმად დამალი მენჯის ძვლის ქვეშ და ნაყოფს გარს შემოარტყა დამცავი ამნიონიური სითხე, რითაც იცავს მას ბევრი უსიამოვნებისგან. უმეტეს ქალებში ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, სექსუალური სურვილი მცირდება. ალბათ ეს არის ორგანიზმის ჰორმონალური ცვლილებების ბრალი. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, კი პირიქით, იზრდება.
სპეციალისტები გამოყოფენ ასეთ დამოკიდებულებას: თუ ქალს უნდა გაუჩნდეს ბიჭი, მისი სექსუალობა იზრდება – ალბათ მამრობითი სქესის ჰორმონების გამო. ზოგჯერ ლიბიდო ორსულობის პირველ ნახევარში იზრდება – კვლავ ენდოკრინული რეგულირების გამო.
ორსულის სექსუალური ცვლილებების მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ საშო და კლიტორი (განსაკუთრებით მეორე ტრიმესტრში) უფრო მგრძნობიარე ხდება და ქალი განიცდის უფრო ინტენსიურ და გახანგრძლივებულ ორგაზმებს, ვიდრე ორსულობამდე და ხშირად მრავალჯერად ორგაზმებსაც კი.
ურთიერთობები არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველი ორ თვე და ორსულობის ბოლო თვეში, რათა თავიდან იქნას აცილებული ორსულობის შეწყვეტა და  ნაადრევი მშობიარობის განვითარება. გარდა ამისა, შეზღუდვები ვრცელდება იმ დღეებზე, როდესაც უნდა ყოფილიყო მენსტრუაცია, რომ არა ორსულობის დადგომა. ამ პერიოდში სპონტანური აბორტის რისკი მატულობს, ვინაიდან ქალის ორგანიზმი მიჩვეულია ციკლურ ცვლილებებს და საშვილოსნოს ევაკუაციას.

ორსულობის შუა და შემდგომ პერიოდში სექსის პოზები უნდა იყოს დამზოგველი  და მათი შერჩევის მთავარი ორიენტირი უნდა იყოს – ქალისთვის მოსახერხებლობა:

  • ორსულობის ნებისმიერ ვადაზე მომავალი დედისთვის მოსახერხებელი და მარტივი პოზაა გვერდზე წოლა, როცა კაცი უკანაა.
  • მჯდომარე პოზიცია, როდესაც ქალი ზის პარტნიორის მუხლებზე, მისკენ ზურგით, განსაკუთრებით მოსახერხებელია ორსულობის შუა პერიოდში. ეს არა მხოლოდ გამორიცხავს მუცელზე ზეწოლას არამედ ამცირებს ბავშვისთვის საფრთხის ალბათობას.
  • ზოგიერთი პოზები, როცა ქალი ზემოთაა დასაშვებია ორსულობის გვიან პერიოდშიც კი.
  • ბევრი ქალისთვის მოსახერხებელი პოზაა ოთხზე.

–  როდის არ შეიძლება სექსი ორსულობისას?

სამედიცინო კანონებისა და გინეკოლოგის რჩევების მიხედვით, სექსი არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

  • ორსულობის მეცხრე თვეში, როდესაც ნაყოფი ჩადის ქვევით და ჩნდება ნაადრევი მშობიარობის ან დაინფიცირების რისკი.
  • აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ და არ გარისკოთ იმ შემთხვევაში, თუ წინა ორსულობა თვითნებური აბორტით დასრულდა. ზოგიერთი ქალი სტაბილურად აგდებს ემბრიონს მკაცრად განსაზღვრულ „კრიტიკულ“ პერიოდებში. აქედან გამომდინარე აქტიური სქესობრივი ცხოვრება ამ დროს ასეთ ორსულებში უკუნაჩვენებია. თვითნებური აბორტი შეიძლება გამოიწვიოს არა ორგაზმა, არამედ შიგნითა სასქესო ორგანოების უბრალო მექანიკურმა გაღიზიანებამაც კი.
  • სექსი ასევე უკუნაჩვენებია სისხლდენების დროს. თუ მაგალითად ქალმა ორსულობის პირველ ტრიმესტრში გადაიტანა მსუბუქი სისხლდენა, ამის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოთ ყოველგვარი სექსუალური კონტაქტისგან.

ეს მხოლოდ ზოგადი რჩევები და გაფრთხილებებია, რა თქმა უნდა თითოეულ შემთხვევაში ქალის მდგომარეობა და ორსულობის მიმდინარეობა მკაცრად ინდივიდუალურია და მხოლოდ მკურნალ ექიმს შეუძლია კონკრეტული რეკომენდაციების მიცემა.  გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

webდასაშვებია თუ არა სექსი ორსულობისას
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
გაფრთხილება!

 

.