საშოს პლასტიკა

 სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >
 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რატომ მიმართავენ საშოს პლასტიკას?

პლასტიკურ-ქირურგიული მიმართულება ინტიმურ გინეკოლოგიაში არსებობს დიდი ხანია, 100 წელზე მეტია. ქსოვილების აღდგენა ტრავმების შემდეგ, მიღებული მშობიარობისას, ძირითადად კი საშოს პლასტიკა, ტარდება 1888წლიდან. ხოლო ესთეტიკური ოპერაციები ქალის გარეთა სასქესო ორგანოებზე, ისეთები როგორიცაა პლასტიკა სასქესო ბაგეების, ტარდებოდა ძველ ეგვიპტეში და ასურეთშიც კი, თუმცა უფრო სწორად რომ ვთქვათ მაშინ ქალის წინადაცვეთა ტარდებოდა.

მიუხედავად მდიდარი ისტორიისა, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შეუძლია თანამედროვე პლასიკურ და რეკონსტრუქციულ ინტიმურ გინეკოლოგიას არ არის საკმარისი. შესაძლებელია ამიტომაც მეუღლეების უკმაყოფილება ინტიმური კავშირისა არღვევს ოჯახური ურთიერთობების ჰარმონიას, რასაც ხშირად ოჯახის დანგრევამდე მიყავს საქმე. ბავშვის დაბადება – მნიშვნელოვანი მომენტია ქალის ცხოვრებაში. იგი აძლევს დედობის ბედნიერებას და ოჯახს სრულყოფილს ქმნის. მშობიარობა – კი ნამდვილი გამოცდაა დედის ორგანიზმისათვის. ბავშვის მიერ სამშობიარო გზების გავლის დროს შესაძლებელია არა მხოლოდ საშოს კედლების გახევა, არამედ კუნთებისაც. ეს გახევები შეიძლება იყოს უმნიშვნელო, თუმცა არსებობს ძალიან ღრმაც. ღრმა ჩახევებზე მეანი, რომელმაც მიიღო მშობიარობა, ადებს ნაკერებს. ექიმის პირველი ამოცანა ამ ეტაპზე არის დედის სიცოცხლისათვის საფრთხის აღმოფხვრაა, რაც დაკავშირებულია სისხლდენასთან.

ამ დროს არ არის იმის დრო იფიქრო ესთეტიკურ და ფუნქციურ შედეგებზე. მოგვიანებით დადებული ნაკერების ადგილას შესაძლოა წარმოიქმნას უხეში შემაერთებელი ქსოვილი. ხოლო კუნთები ამ ანატომიურ ზონაში კი იწყებენ მუშაობას ნაკლებად ეფექტურად. შედეგად კი ფართოვდება საშო. იმ შემთხვევაში კი, როდესაც კუნთების დაზიანება ღრმაა, შესაძლებელია მოყვეს უფრო მნიშვნელოვანი შედეგები – საშოს კედლების დაწევა, საშვილოსნოს გამოვარდნამდე, შარდის შეუკავებლობა, ტკივილი სქესობრივი კონტაქტისას.

ზოგჯერ დგება მშობიარობის შემდეგი ანორგაზმია(ორგაზმის არ არსებობა). ყველაფერი ეს კი აქვეითებს ქალის თვითშეფასებას, რასაც თან ერთვის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესება. ყველაფერი ეს კი აისახება მეუღლეების ურთიერთობასა და ინტიმურ კავშირზე, დროთა განმავლობაში კი ეს მოვლენები პროგრესს განიცდის.

აქედან გამომდინარე, ყველაფერი რაც ეხება ინტიმურ ცხოვრებას, წვრილმანები არაა! საშოს პლასტიკას შეუძლია გამოასწოროს ბუნების ნაკლოვანებები, გააუმჯობესოს მუშაობა და ვიზუალური მხარე ქალის ორგანიზმის ასეთი დელიკატური არის. აღადგინოს სასქესო ორგანოები  – ეს არის რეალური ამოცანა კარგი სპეციალისტისა ინტიმურ ქირურგიულ-გინეკოლოგიაში.

–  როგორ ხდება განსაზღვრა პლასტიკის აუცილებლობის?

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მშობიარობს შემდგომი ნეგატიური შედეგები, სასურველია ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში მიმართოთ პლასტიკურ ქირურგ-გინეკოლოგს. მხოლოდ ამ დარგის სპეციალისტს აქვს უფლება, ურჩიოს ქალბატონს ოპერაციის თაობაზე აღდგენისთვის ან კორექციისათვის ვაგინალური სტრუქტურებისა და მენჯის ღრუს კუნთების რეკონსტრუქციის შესახებ.

ამჟამად, გინეკოლოგიაში არსებობს რამდენიმე ქირურგიული ტექნიკა ინტიმური ვაგინალური პლასტიკისათვის, რომელიც საშუალებას მისცემს, მშობიარობის შემდეგ შეამციროს მისი მოცულობა და ზომა:

  • პლასტიკა წინა კედლის;
  • პლასტიკა უკანა კედლის;
  • საშოს წინა და უკანა ქირუგია(კომბინირებული)

იმისათვის, რომ ავირჩიოთ კონკრეტული მეთოდი წინასწარ ტარდება კვლევები, რომელიც საშუალებას აძლევს ინტიმურ ქირურგს შეაფასოს მისი მდგომარეობა და შეიმუშავოს ქირურგიული მკურნალობის ინდივიდუალური მეთოდი.

–  როგორ ტარდება საშოს პლასტიკა?

ოპერაცია ტარდება ინტიმური გინეკოლოგიის ქირურგიულ განყოფილებაში, ზოგადი ნაქრკოზის ქვეშ და გრძელდება 1-1.5საათამდე. პაციენტს ოპერაციის დროს სძინავს. ოპერაციის შემდეგ კი სწრაფად იღვიძებს, თავს კარგად გრძნობს და ჩვეულებრივ რამდენიმე დღეში ბრუნდება სახლში. რეაბილიტაციის პერიოდი გრძელდება დაახლოებით 3კვირა. იმისათვის, რომ არ განვითარდეს გართულებები, ამ დროს არ შეიძლება მძიმეების აწევა, ველოსიპედით სეირნობა და სპორტით დაკავება, ყურადღება უნდა მიექცეს ასევე ნაწლავების დროულ დაცლას, თავიდან ავიცილოთ ყაბზობა. არ შეიძლება დიდხანს ჯდომა, ხოლო წოლა და სიარული რამდენიც გენებოთ. გადასვლა >>  გინეკოლოგია, მეანობა


  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

webსაშოს პლასტიკა
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

☀ გაფრთხილება!

 

.