პაპილომავირუსული ინფექცია

პაპილომავირუსული ინფექცია

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

პაპილომავირუსული დაავადება არის კანის და ლორწოვანი გარსების დაავადება, რომელსაც კლინიკური გამოვლენის მრავალფეროვნება ახასიათებს. დაავადების გადაცემა მიმდინარეობს სქესობრივი გზით. გამომწვევია ადამიანის პაპილომა ვირუსი.

სადღეისოდ შესწავლილია დაახლოებით პაპილომავირუსის 70-მდე წარმომადგენელი. ვირუსი მიეკუთვნება დნმ-შემცველი ვირუსების ჯგუფს. გააჩნიათ იკოსაედრული ფორმა. ზომა 45-55 ნმ. პაპილომავისუსს გააჩნია ადამიანის ეპითელური უჯრედებისადმი სწრაფვა, კლინიკური გამოვლინების გარეშე, დიდხანს ნარჩუნდება კანის საფარველსა და ლორწოვანში.

არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაში პაპილომავირუსის როლზე.

პირობითად ადამიანის პაპილომის ვირუსი იყოფა ორ ტიპად: ონკოგენური და არაონკოგენური.

ეპითელურ უჯრედში მოხვედრის შემდეგ, ვირუსი ჩაშენდება უჯრედ-მასპინძლის სტრუქტურაში და იწყებს პარაზიტირებას. შედეგად წარმოიქმნება გენური მუტაციები და იწყება უჯრედების სიმსივნური გადაგვარება. თუმცა ახალგაზრდა ადამიანებში, შესაძლებელია, იმუნური სისტემის წყალობით ვირუსის ნეიტრალიზაცია. პაპილომავირუსული ინფექცია არ იკურნება. ვირუსი ძლიერ გადამდები თვისებებით ხასიათდება.

დაავადების წყარო ყოველთვის არის ავადმყოფი ადამიანი, განსაკუთრებით სახიფათოა ადამიანი, რომელშიც ინფექცია აქტიურად არის გამოვლენილი. შესაძლოა არსებობდეს ინფიცირების საყოფაცხოვრებო ვარიანტი. ლიტერატურაში არის ცნობები პაპილომავირუსის ჰაერ-წვეთოვანი გზით გავრცელების შესახებ.

ყველაზე ხშირად გვხვდება პაპილომავირუსის მე-6 და მე-11 ტიპი. ვირუსის განსახლების ადგილია სასქესო ასოს თავის კანი ურეთრის ლორწოვანი და პერიაანალური ზონა.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>

♦ პაპილომავირუსის ტესტები ,,ამაზონზე” >>


პაპილომავირუსული ინფექციის სიმპტომები

კანზე წარმოიქმნება ხავერდოვანი ტიპის სხვადასხვა ზომის და ფორმის სიმსივნური წარმონაქმნები. წარმონაქმნებმა შეიძლება შეცვალოს კანის ფერი, ზოგჯერ დაზიანებული სისხლძარღვების გამო, წარმონაქმნებს ანუ კონდილომებს გააჩნიათ მკვეთრი წითელი ფერი. კონსისტენცია რბილია, შეხებისას სისხლმდინარე. პაპილომავირუსული ინფექცია, ხასიათდება უწყვეტი მიმდინარეობით. ზოგჯერ ადგილი აქვს კონდილომების სპონტანურ ლიკვიდაციას.

განასხვავებენ კონდილომების შემდეგ სახეობებს:

  • კერატოზული (გარეგნულად მოგვაგონებს ყვავილოვან კომბოსტოს)
  • პაპულოზური (მცირე 5 მმ დიამეტრის, გლუვი ზედაპირის მქონე წარმონაქმნი განლაგდება გარქოვანებულ ეპითელზე).

პაპილომავირუსული ინფექციის მკურნალობა

დაავადების დიაგნოსტირება რთული არ არის. მკურნალობა დაკავშირებულია დიდ სირთულეებთან და ხერხებიც შემუშავებული არ არის. სადღეისოდ მიღებულია კომბინირებული თერაპიის მეთოდი, რომელიც ვირუსზე და ადამიანის იმუნურ სისტემაზე ზემოქმედებას გულისხმობს. ახალწარმონაქმნების მოცილება წარმოებს სხვადასხვა ხერხებით და მეთოდებით.

  1. როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან”>>>
  2. სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია>>>

წყარო:http://www.venerologia.ru/

 

 

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..