სექსუალური კომპლექსების მიზეზები

სექსუალური კომპლექსების მიზეზები

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

სექსის მიმართ კომპლექსების წარმოშობის მიზეზები, შეიძლება ბავშვობიდან მოდიოდეს ან ჩამოყალიბდეს ზრდასრულ ასაკში ფსიქოლოგიური ტრამვის ან გარეგნობის ცვლილების შედეგად. როგორც წესი, ქალებთან შედარებით, მამაკაცები სექსუალურ კომპლექსებს ნაკლებად განიცდიან. ქალები უფრო მეტად მომთხოვნი არიან საკუთარი გარეგნობის მიმართ. თუმცა მამაკაცები შეიძლება საწოლში არადამაჯერებლად მოიქცნენ ან სრულიად უარი თქვან სექსულურ კავშირზე სხვადასხვა კომპლექსების გამო. ინტიმურ ცხოვრებასთან ყველაზე მეტად დაკავშირებულია კომპლექსების გავრცელებული მიზეზებია:

  • სასქესო ორგანოების ფიზიოლოგიური უკმარისობა;
  • საკუთარი გარეგნობის მიმართ უკმაყოფილო დამოკიდებულება, რაც აისახება სირცხვილის გრძნობასა და შიშის გრძნობაში სექსუალურ პარტნიორთან პირისპირ დარჩენის დროს;
  • ორგანიზმის განცდის შეუძლებლობა;
  • გადაჭარბებული სირცხვილის და მორიდებულობის განცდა, როცა ადამიანი ორგანიზმის ბუნებრივი მოთხოვნების დემონსტრირების ეშინია;
  • სექსუალური გადახრების არსებობა;
  • სექსის მიმართ, ქვეცნობიერად უარყოფითი (როგორც გარყვნილება) დამოკიდებულება.

♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


ზემოთქმულის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა.

საკუთარი გარეგნობის მიმართ უკმაყოფილო დამოკიდებულება გულისხმობს არასრულფასოვნების კომპლექსს და ადამიანის დაბალი თვითშეფასების უნარს, რაც უფრო მეტად გავრცელებულია ქალებში. ჭარბი წონა, ულამაზო ტანადობა, ცელულიტი და ა.შ. იწვევს ქალში სექსის მიმართ შიშს, უფრო სწორად გაშიშვლების შიშს, მამაკაცების კომპლექსი კი ძირითადად ვლინდება სასქესო ასოს მცირე ზომაში. ხშირ შემთხვევაში საკუთარი სხეული მიმართ უკმაყოფილო დამოკიდებულება გამოგონილია.

როცა სხულის მიმართ უკმაყოფილება რეალურია საჭიროა მისი გამოსწორება. თანამედროვე მედიცინა და კოსმეტოლოგია ამის ფართო საშუალებებს გვთავაზობს. სერიოზული პრობლემების შემთხვევაში, შესაძლებელია კოსმეტიკური ქირურგიული ოპერაციების ჩატარება.

მრავალი ქალის პრობლემა არის ორგაზმის განცდის შეუძლებლობა. ამიტომ ისინი უარს ამბობენ სექსზე ან სიმულირებენ ორგაზმს. ორივე მიდგომა არასწორია. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თუ ქალი არ განიცდის ორგაზმს ის ფრიგიდულია უმრავლეს შემთხვევაში არ მართლდება. საკუთარი სხეულის შესწავლა, ექსპერიმენტები სექსში და უნარი მოუყვეს პარტნიორს სექსუალური სურვილების შესახებ არის ამ პრობლემის მოგვარების ეფექტური საშუალება. იგივე ეხება მამაკაცებს.

ოჯახში მკაცრი აღზრდა, ასევე ხელს უწყობს სექსუალური კომპლექსების აღმოცენებას. როცა ბავშვობიდან ადამიანს ჩააგონებენ, რომ სექსი ეს არის რაღაც მიუღებელი და ბინძური ქმედება, ყოველივე ეს ასახვას პოულობს ზრდასრულ ასაკში. ამ შემთხვევაში საჭიროა ფსიქოლოგის დახმარება.

სექსუალური გადახრების მქონე ადამიანები გამოირჩევიან დანარჩენი ადამიანებისაგან განსაკუთრებული სექსუალური ქცევებით, ისინის საკუთარი სურვილების გამომჟღავნებისაგან თავს იკავებენ. ფსიქოლოგების რჩევით სასურველია ასეთმა პირებმა, მონახონ ისეთი სექსუალური პარტნიორები, რომლებსაც მსგავსი სექსუალური გადახრები ახასიათებთ.

როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან”>>>

სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია>>>

წყარო: https://1001.ru/articles/post/kak-izbavitsya-ot-kompleksov-i-strahov-v-sekse-28181