მკერდის სწორად გაზომვა

მკერდის სწორად გაზომვა

მკერდის სწორად გასაზომად საჭიროა ლენტის ტიპის სანტიმეტრი და მკერდზე კარგად მორგებული ბიუსჰალტერი, რომელიც იდეალურად უნდა იყოს მორგებული მკერდს.

შემდეგ საჭიროა მეორე ადამიანის დახმარება, რადგან ამ დროს ქალის ხელები ჩამოშვებული უნდა იყოს:

  • გაიხადეთ ტანსაცმელი გარდა ბიუსჰალტერისა;
  • საზომი შემოავლეთ მკერდის ქვედა ნაწილს. საზომი მჭიდროდ უნდა ეკვროდეს სხეულს;
  • საზომი შემოავლეთ მკერდს, რომელიც უნდა მოიცავდეს ყველაზე მაღალ წერტილებს. საზომი თავისუფლად უნდა იყოს ყოველგვარი შემოჭერის გარეშე.
[poll id=”56″]

მიღებული ზომები შეიძლება ცხრილში მოყვანილ მონაცემებს არ ემთხვეოდეს, რაც ნორმალურია.

მონაცემები შესაძლებელია ასე გამოისახოს:

  1. 76-დნ 72 სმ. შეესაბამება 70 სმ-ს;
  2. 73-დნ 77 სმ. შეესაბამება 75 სმ-ს;
  3. 78-დნ 82 სმ. შეესაბამება 80 სმ-ს;
  4. 83-დნ 87 სმ. შეესაბამება 85 სმ-ს;

ბიუსჰალტერის ფიალების ზომის განსაზღვრა

მკერდის ზუსტი ზომის დასადგენად, საკმარისი არ არის მხოლოდ მკერდის გარშემოწერილობის განსაზღვრა. არასწორად შერჩეული ბიუსჰალტერი შეიძლება მკერდზე მოძრაობდეს, რამაც შეიძლება მკერდის ზომა არასწორად წარმოაჩინოს.

ბიუსჰალტერის ფიალების პარამეტრების დასადგენად, ვიღებთ მკერდის გარშემოწერილობის და მკერდის ქვედა გარშემოწერილობის მონაცემებს. თუ მკერდის ქვედა გარშემოწერილობა 80 სმ-ია და მკერდის გარშემოწერილობა შეადგენს 94 სმ-ს მაშინ მკერდის ზომა იქნება 14 სმ (94 სმ-80 სმ), რაც ცხრილის მიხედვით შეესაბამება ფიალების B ზომას, ხოლო მკერდის ზომა არის 80B.

მკერდის და ბიუსჰალტერის ფიალების ზომები

სხვაობა მკერდის და მკერდის ქვედა გარშემოწერილობის ზომებში

მკერდის ზომა

ფიალების მოცულობა

10-12 სმ

0

AA

12-13 სმ

1

A

13-15 სმ

2

B

15-17 სმ

3

C

18-20 სმ

4

D

20-22 სმ

5

DD

23-25 სმ

6

E

26-28 სმ

6+

F

ჟურნალმა ქალების ჯანმრთელობის შესახებ – The Journey of Female Health Sciences- ჩაატარა გამოკვლევა, რომლის მიზანი იყო დაედგინა თუ სად ცხოვრობს, ყველაზე დიდი ზომის მკერდის მქონე ქალბატონები. ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდა 108 ქვეყნის დაახლოებით 400 000 ქალი. საშუალო ასაკი შეადგენდა 28-30 წელს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა საიტზე Science Database Online.

ექსპერიმენტში მონაწილე ქალებს არასოდეს უსარგებლიათ პლასტიკური ქირურგის მომსახურებით, რაც კვლევის ხელმძღვანელების პრინციპული მოთხოვნა იყო.

ქალის მკერდის ზომების რეიტინგის ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:

 1. აშშ (თეთრკანიანი ქალები)
2. კანადა
3.აშშ (აფროამერიკული წარმოშობის ქალები)
4. ირლანდია
5. პოლონეთი
6. დიდი ბრიტანეთი
7. ნიდერლანდები
8. კოლუმბია
9. ისლანდია
10. ვენესუელა
11. თურქეთი
12. ავსტრალია
13. ახალი ზელანდია
14. ნორვეგია
15. გერმანია
16. ფინეთი
17. შვეცია
18. დანია
19. ესპანეთი
20. ბულგარეთი

უკრაინა აღმოჩნდა 21-ე ადგილზე, ესტონეთი 25-ზე, ლიეტუა 25-ზე, ლატვია 30-ზე, ბელორუსია 38-ზე, მე-40 ადგილზე აღმოჩნდა რუსეთი, აზერბაიჯანი 59-ზე, ხოლო სომხეთი მე-60 ადგილზე.

ყველაზე პატარა მკერდის მქონე ქალბატონები აღმოჩნდნენ აფრიკელები და აზიელები, ხოლო რეიტინგის ბოლო ადგილები დაიკავა: სოლომონის კუნძულებმა, სამოამ, ბანგლადეშმა, მალაიზიამ და ფილიპინებმა.

 წყარო: http://www.like-a.ru/?p=38781

https://sizedb.ru/underwear/kak_opredelit_razmer_grudi/


სად უნდა გავეცნოთ ინტიმური  საქონლის სრულ სიას?

მსოფლიოს წამყვან ინტერნეტ-მაღაზიებში ინტიმური საქონლის სიას, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ  (დააკლიკეთ) >>>  ამ პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით >>>

დისტანციური კონსულტაციები ინტიმური საქონლის  ინტერნეტ-მაღაზიებიდან გამოწერის საკითხებზე

ქართული სამედიცინო საიტი სექსოლოგიის საკითხებზე 

სექსოლოგია სოციალურ ქსელებში

გაფრთხილება