არგენტო-სეპტი

არგენტო-სეპტი / Argento-Sept

არგენტო-სეპტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი. შეინახეთ ეს ფურცელი – ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ. არგენტო-სეპტის გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

არგენტო-სეპტი – ინოვაციური სპრეი პირის ღრუსა და ყელის ანთებითი დაავადების სამკურნალოდ ვერცხლის ნანოკოლოიდით, ირლანდიური წყალმცენარეების ექსტრაქტით, მენთოლით, მინერალური მარილების იზოტონური ხსნარით და გლიცერინით.
არგენტო-სეპტს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, ბაქტერიციდული, მკვებავი და დამცავი თვისებები.
ყელის სპრეი 250 დოზა.


არგენტო-სეპტი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ყელის სპრეი არგენტოსეპტი გამოიყენება:

  1. ყელის ტკივილი, სიმშრალისა და ღიტინის დროს.
  2. ყელისა და პირის ღრუს მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადების სამკურნალოდ.
  3. ამცირებს გრიპის, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის ხანგრძლივობას.
  4. ატენიანებს და ხელს უწყობს პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის დარბილებას.

არგენტოსეპტის უპირატესობა:

  1. ნებადართულია ორსულებისა და ბავშვებისათვის*.
  2. სასიამოვნო გემო და მოხერხებული დოზატორი (250 დოზა).
  3. გამოსადეგია ხანგრძლივი გამოყენებისათვის.

არგენტო-სეპტის შემადგენლობა
გაწმენდილი წყალი, სორბიტოლი, ვერცხლის ნანოკოლოიდი, გლიცერინი, ირლანდიური წყალმცენარეების ექსტრაქტი, კალიუმის, ნატრიუმის, მაგნიუმისა და კალციუმის მინერალური მარილები, მენთოლის ზეთი, ნატრიუმის ბენზოატი, ეთილის სპირტი.

__________

*  6 წლის ასაკიდან


არგენტო-სეპტი – ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების სამკურნალო პრეპარატი.

არგენტო-სეპტის გამოშვების ფორმა: ყელისა და პირის ღრუს სპრეი ფლაკონში, დასაკეცი დოზატორის მოწყობილობით, მოცულობით 25 მლ.

არგენტო-სეპტის შემადგენლობა: გაწმენდილი წყალი, სორბიტოლი, ვერცხლის ნანოკოლოიდი, გლიცერინი, ირლანდიური წყალმცენარეების ექსტრაქტი, კალიუმის, ნატრიუმის, მაგნიუმისა და კალციუმის მინერალური მარილები, მენთოლის ზეთი, ნატრიუმის ბენზოატი, ეთილის სპირტი.

არგენტო-სეპტის ფარმაკოლოგიური თვისებები: არგენტო-სეპტს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, დამცავი, დამატენიანებელი, დამარბილებელი, მკვებავი თვისებები.

არგენტო-სეპტის სამკურნალო თვისებები – ეს არის წყლის შემადგენლობაში შემავალი მინერალების, მიკრობების საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, კვებითი, ბაქტერიოციდული კომპონენტების ერთობლივი მოქმედების კომპლექსი. ვერცხლის ნანოკოლოიდი აფერხებს მიკროორგანიზმების განვითარებას, ვინაიდან ახდენს ფერმენტების დეზაქტივაციას, რომლებსაც ისინი იყენებენ აერობული მეტაბოლიზმის დროს. ვერცხლის ნანონაწილაკებთან კონტაქტში ყოფნისას მიკროორგანიზმების ცოტოპლაზმური მემბრანა კარგავს ელექტრო სიგნალების შერჩევით გატარების უნარს, რაც არღვევს მათი ცხოველმოქმედების პროცესებს (კვება, ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების გამოყოფა). მეცნიერულ კვლევებში არ იქნა აღმოჩენილი ვერცხლის მოქმედების მიმართ მდგრადი ბაქტერიების შტამების განვითარება. არგენტო-სეპტში არსებული მენთოლი ხსნის ანთების სიმპტომებს, ტკივილს, წვას, აგრილებს სუნთქვას. გლიცერინი-ატენიანებს ყელისა და პირის ღრუს ლორწოვან გარსს.

არგენტო-სეპტის ჩვენება: არგენტო-სეპტი გამოიყენება ყელისა და პირის ღრუს მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.

არგენტო-სეპტის პირველი გამოყენების წინ – აუცილებელია დოზატორზე რამოდენიმეჯერ დაჭერა, იმისთვის რომ დოზატორი შეივსოს პრეპარატით. დოზატორი უნდა მოთავსდეს რაც შეიძლება ღრმად პირის ღრუში და დაჭერისას, გაფრქვეულ იქნას ყელის მიმართულებით, დღეში 2-3 ჯერ 3-4 დოზა. არგენტო-სეპტის შეშხურების შემდეგ ერთი საათის განმავლობაში აკრძალულია სითხის და საკვების მიღება.

არგენტო-სეპტის უკუჩვენება: 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

არგენტო-სეპტის გვერდითი მოქმედება – არ გამოვლინდა.

განსაკუთრებული მითითებები არგენტო-სეპტის გამოყენებისას  – მოერიდეთ თვალში მოხვედრას.

არგენტო-სეპტი არ ახდენს უარყოფით გავლენას ავტომობილის მართვაზე და მექანიკური მოწყობილობების მომსახურებაზე. არგენტო-სეპტის გამაფრქვევლის დაბინძურებისას მოხსენით ის, გამორეცხეთ და მოასხით მდუღარე წყალი.

არგენტო-სეპტის შეფუთვა: პლასტიკის ფლაკონი დოზატორით მუყაოს შეფუთვაში, ჩანართის ფურცლით.

არგენტო-სეპტის ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

არგენტო-სეპტის შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისათვის ძნელად მიღწევად ადგილში.

არგენტო-სეპტის აფთიაქებიდან გაშვების პირობები – რეცეპტის გარეშე.


.

.

საიტის ადმინისტრაცია არაა პასუხისმგებელი ინფორმაციის სისწორეზე. გაეცანით გაფრთხილებას. ინფორმაცია მოგვაწოდა სააქციო საზოგადოება “აგაპომ”, რომელიც პასუხისმგებელია ინფორმაციის სისწორეზე.