ყელის ტკივილი

პრეპარატები ყელის ტკივილის დროს:

  1. არგენტო-სეპტი

ყელის ტკივილის დროს, პირველ რიგში აუცილებელია, ტკივილის გამომწვევი მიზეზის დადგენა. ყელის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს:

  • ბაქტერიული ინფექციებით;
  • ვირუსული ინფექციებით;
  • ყელის გაღიზიანებით.

ყელის ტკივილისას ადამიანი ექიმს ნაკლებად მიმართავს, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც, მაგალითად:

  • ყელის ტკივილი ისეთი ძლიერია, რომ ადამიანს პირიდან ნერწყვი სდის, რადგან შეუძლებელია მისი გადაყლაპვა;
  • ყელის შეშუპება ისე ძლიერად არის გამოხატული, რომ ადამიანის სუნთქვისას ისმის ხმები, რომელიც წრიპინს და სტვენას მოგვაგონებს.

ყელის ტკივილის დროს ექიმთან ვიზიტი აუცილებელია თუ:

  • ყელის ტკივილი 48 საათზე მეტ ხანს გრძელდება, სხვა სიმპტომების ან გრიპის გარეშე;
  • ყელის ტკივილს თან ახლავს ტემპერატურის მკვეთრი მატება;
  • ყელის უკანა ნაწილში ჩანს ნადები ან ჩირქი (არა აქვს მნიშვნელობა ნუშურა ჯირკვლები ამოკვეთილია თუ არა);
  • გადიდებულია კისრის ლიმფური ჯირკვლები ან შეუძლებელი ყბის მოძრაობა;
  • გადიდებულია არა მარტო კისრის, არამედ იღლიის და საზარდულის ლიმფური კვანძებიც (საზარდულის შემთხვევაში ეს შესაძლებელია იყოს მონონუკლეოზი);
  • ლარინგიტის და ხიხინი არის გამოხატული მიზეზების გარეშე;
  • ხმის ტემბრის შეცვალა, რომელის 2 კვირის მანძილზე გრძელდება.

არგენტო-სეპტიყელის ტკივილის დროს თვითდახმარებისათვის რეკომენდირებულია:

  • შესაძლებლობის ფარგლებში ისუნთქეთ ცხვირით. ცხვირის ღრუში ჰაერი თბება და ტენიანდება, რაც იცავს ყელს და ხმის იოგებს. ყელი შეიძლება დაავადდეს, როცა ცხვირის ღრუ დახშულია და ადამიანი სუნთქავს პირით;
  • ყელის ტკივილის დასრულების შემდეგ, შეცვალეთ კბილის ჯაგრისი, რადგან მასზე შესაძლებელია ინფექციის კერის შენარჩუნება;
  • ტკვილის გამაყუჩებლები ტკივილს აცხრობს, მაგრამ ყელის ტკივილს არ კურნავს;
  • ლარინგიტის დროს ჩურჩულმა შეიძლება უფრო დააზიანოს სახმო იოგები, ვიდრე, ნორმალურმა საუბრებმა. ეცადეთ ნაკლები ილაპარაკოთ და ამით დაასვენოთ სახმო იოგები თუ რამის თქმა აუცილებელია ისაუბრეთ ნორმალურად;
  • არ იყვიროთ. თუ საჭიროა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ისაუბრეთ მიკროფონით და ჩვეულებრივი ხმით, რათა არ დაიძაბოს სახმო იოგები;
  • ყელის ტკივილის დროს, მიიღეთ ბევრი სითხე;
  • პარადოქსია, მაგრამ ყელის ტკივილის დროს, შეიძლება ხილის და ნაღების ნაყინი სხვა ცივი ნუგბარები. სიცივე ამცირებს შეშუპებას, ანთებას და აყუჩებს ტკივილს. ასევე ხელს უშლის ყელის სიმშრალის განვითარებას;
  • ყელის ტკივილისას, გამოივლეთ თბილი მარილხსნარი (1 ჩაის კოვზი მარილი 220 მლ წყალში გახსნილი). არ არის რეკომენდირებული წყლის გადაყლაპვა – საჭიროა მხოლოდ გამოვლება;
  • ოთახში გაანიავეთ ჰაერი, საჭიროა ტენიანობა (არანაკლებ 60%), განსაკუთრებით ზამთარში გამათბობლების გამოყენებისას;
  • დაუშვებელია თამბაქოს მოწევა;
  • აუცილებელია სასუნთქი გზების გამაღიზიანებელი აირებისგან თავის არიდება.

წყარო: https://www.7ya.ru/article/Gorlo-bolit-laringit-tonzillit-faringit-i-ewe-6-prichin/


ბმები მსგავსი თემატიკის სტატიებზე:


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
• გაფრთხილება
• დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
• დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.