აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების დასაქმება გერმანიასა და ისრაელში

გერმანიაში მინიმუმ ორი კომპანია, სთავაზობს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებს ვაკანსიას, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. ისრაელში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს შესაძლებლობა აქვთ იმუშავონ არმიაში, დეკორატიული და ზოგადად მცენარეების მოვლის მიმართულებით, შეფუთონ ამანათები და  მოუარონ ცხოველებს. ერთ-ერთი იაპონური კომპანია, რამდენიმე ათწლეულია ასაქმებს შეზღუდული უნარის მქონე პირებს.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს გააჩნიათ მაღალგავითარებული ლოგიკური აზროვნება, გამოირჩევიან კარგი ანალიტიკური უნარით. მათ შეუძლიათ სერიოზული კონცენტრაცია მოახდინონ რომელიმე პრობლემის გადაწყვეტაზე. მათ აქვთ ფოტოგრაფიული მეხსიერება და საოცარი მატემატიკური შესაძლებლობები. გარდა ამისა, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებს შეუძლიათ არასტანდარტული აზროვნება და ყოველთვის სიმართლეს ამბობენ.

სადღეისოდ გერმანიაში,  ბოლო მონაცემების თანახმად, აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზით ცხოვრობს დაახლოებით 40 ათასი ადამიანი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს რიცხვი გაცილებით მეტია. როგორც აღნიშნა ერთ-ერთი მსხვილი ორგანიზაციის – Autismus Deutschland – ექსპერტმა ფრიდრიხ ნოლტემ, გერმანიის კანომდებლობაში აუტისტური სპექტრის აშლილობით დაავადებული პირების სამუშაო სფეროები, საკმაოდ კარგად არის ასახული. აუტისტური სპექტრის აშლილობისმქონე პირებით და მათი  მშობლების მხარდაჭერით, დაკავებულია მრავალრიცხოვანი საზოგადოებრივი გაერთიანებები.

კომპანია – Auticon –  გერმანიაში ერთადერთია, რომელიც მხოლოდ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს ასაქმებს. ფირმა Auticon მუშაობს IT-ტექნოლოგიების სფეროში და დაკავებულია პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებით. როგორც კომპანიიის საიტზეა აღნიშნული, ასპერგერის სინდრომის (აუტიზმის ერთ-ერთი ფორმა) მქონე პირები, გამოირჩევიან პროგრამულ უზრუნველყოფაში უმნიშვნელო ხარვეზის აღმოჩენით. ფორმის ყოველ ფილიალში მუშაობს პროფესიონალი ასისტენტები, რომლებიც მზად არიან, დაეხმარონ აუცილებლობის შემთხვევაში თანამშრომლებს.

2018 წლის მაისში, პროგრამული უზრუნველყოფის დარგში, მსოფლიოში წამყვანმა კომპანიამ SAP-მა,  IT-სპეციალისტების პოზიციაზე გამოაცხადა ვაკანსიები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებისათვის. გასაუბრების შემდეგ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირები დაიკავებენ ინჟინრების, პროგრამული უზრუნველყოფის შემომწმებლების, პროგრამისტებისა და ხარისხის კონტროლის სპეციალისტების პოზიციებს. 2020 წლისთვის კომპანია გეგმავს, გაზარდოს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე თანამშრომლების რიცხვი 1%-მდე. სადღეისოდ SAP-ში, მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს 65 ათასი ადამიანი.


გადასვლა საიტებზე:
●  შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელშეწყობისა და დასაქმების ინოვაციური საშუალებები
●  საქონელი ინტერნეტ მაღაზიებში შშმ პირებისათვის

წყარო:  https://ria. ru/disabled_autism/20130719/950840880.html

.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..