აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების დასაქმება იაპონიაში

იაპონური კომპანია Nihon Rikagaku Industry Co., Ltd. რამდენიმე ათწლეულია, ასაქმებს სხვადასხვა შშმ პირებს, მათ შორის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს. კომპანია აწარმოებს, სასკოლო და საოფისე დანიშნულების ცარცს. 1960 წელს კომპანიის წარმომადგენელმა სამუშაოდ აიყვანა ორი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირი, რომლებსაც რამდენიმე წელიწადში მოხუცთა თავშესაფარში გადაიყვანდნენ. კომპანიის ხელმძღვანელს სურდა, რომ ამ ორ პიროვნებას რამდენიმე წელი გაეტარებინა, როგორც სრულფასოვან მუშაკს. აღნიშნული ცდა, გასცდა ექსპერიმენტის საზღვრებს და 1987 წლიდან კომპანიაში ასაქმებდენ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე და სხვადასხვა შშმ პირებს.

აღმოჩნდა, რომ ფერის მიხედვით ცარცის დახარისხებას, აუტისტური სპექტრის აშლილობისა და სხვა შშმ პირები, ეფექტურად ართმევენ თავს. სადღეისოდ კომპანიაში მომუშავე 76 თანამშრომლიდან, 56 – არის სხვადასხვა შშმ, მათ შორის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირი.


გადასვლა საიტებზე:
●  შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელშეწყობისა და დასაქმების ინოვაციური საშუალებები
●  საქონელი ინტერნეტ მაღაზიებში შშმ პირებისათვის

წყარო:  https://ria. ru/disabled_autism/20130719/950840880.html

.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..