არგენტინასა და ჩილეში, არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებსა და მის მშობლებს. მათ შორის ყველაზე ცნობილია, 1994 წელს დაფუძნებული – არგენტინის აუტისტ ბავშვთა და მშობელთა ასოციაცია (APAdeA). სადღეისოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს ამ ორგანიზაციის 20 ფილიალი.
არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში, მოქმედებს მინიმუმ 4 სკოლამდელი და სკოლის საგანმანათლებლო დაწესებულება. ერთ-ერთი მათგანია – Instituto Suyay – რომელიც სხვადასხვა კომპანიებში, ამ სკოლის აღზრდილებს ასაქმებს. სწავლება წარმოებს აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის ხარჯზე (obra social).
ჩილეშიც არსებობს რამდენიმე კერძო და საზოგადოებრივი გაერთიანება, მათ შორის ყველაზე ცნობილია – ASPAUT. მისი მხარდაჭერით 1983 წლიდან მოქმედებს ორი სასწავლო ცენტრი. მეორე მსხვილი ორგანიზაცია – BIOAUTISMO, თავის საქმიანობაში აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს.
გადასვლა საიტებზე:
● შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელშეწყობისა და დასაქმების ინოვაციური საშუალებები
● საქონელი ინტერნეტ მაღაზიებში შშმ პირებისათვის
წყარო: https://ria. ru/disabled_autism/20130719/950840880.html
.