შშმ პირთა დასაქმების თანამედროვე ხედვა

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს გააჩნიათ მრავალი სახასიათო თავისებურებები, რომელიც შესანიშნავად შეეფერება ზოგიერთი ტიპის სამუშაოს. მაგალითად:

  • აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირები წარმატებით მოქმედებენ გარკვეულ სიტუაციებში ლოგიკურად წყვეტენ დასმულ ამოცანებს;
  • აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს შეუძლიათ საიმედოდ დაიმახსოვრონ ინსტრუქციები, რაც მნიშნვნელოვანია განსაკუთრებულ სიტუაციებში;
  • აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირები ძალიან ყურადღებიანი არიან დეტალების მიმართ და უმნიშვნელო ცვლილებებზეც კი ახდენენ რეაგირებას.

თუ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების სწორი სწავლება  და დასაქმება განხორციელდება, აღნიშნული ხელსაყრელი იქნება ნებისმიერი სახელმწიფოსათვის. არ იქნება  შემწეობის გაცემის აუცილებლობა და ისინი საკუთარ თავს თვითონ უზრუნველყოფენ. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირები შეძლებენ თვითინტეგრაციას საზოგადოებაში და გახდებიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

როგორ უნდა დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს? მეცნიერი და პოპულარული წიგნების ავტორი დოქტორი ტემპლ გრანდინი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში საკვანძო მომენტი არის, ის რომ, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში განუვითარონ პროფესიული სწავლებისადმი ინტერესი.

წიგნში სახელწოდებით  ტალანტის განვითარება“ ავტორი წერს: „იმისათვის, რომ ბავშვი წარმატებული იყოს, მშობლებმა ხელი უნდა შეუწყონ, მათი ბუნებრივი ტალანტების განვითარებას. ხშირად ეს ნიჭი, არის პირველი ნაბიჯი წარმატებულად დასაქმების გზაზე. ხატვა, მოთხრობების და სტატიების წერა, კონსტრუირება, პროგრამირება ან ლანდშაპტური დიზაინის უნარი, შეიძლება იყო მათი ნათელი მომავლის საწინდარი”.

გერმანიაში, ისრაელსა და იაპონიაში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს, უფრო მეტი შანსი აქვთ დასაქმების, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ექსპერტების მიხედვით, მსოფლიოში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების დახმარების პროგრამები ძირითადად გათვლილია ბავშვებზე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ზრდასრულ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების სამუშაოთი უზრუნველყოფის პროგრამებით, ორგანიზაციები ნაკლებად არიან დაკავებულნი. თუმცა არიან ქვეყნები, სადაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ.


გადასვლა საიტებზე:
შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელშეწყობისა და დასაქმების ინოვაციური საშუალებები
საქონელი ინტერნეტ მაღაზიებში შშმ პირებისათვის

წყარო: https://ria.ru /disabled_autism/20130719/950840880.html

.