აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების მკურნალობა არგენტინასა და ჩილეში

არგენტინასა და ჩილეში, არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებსა და მის მშობლებს. მათ შორის ყველაზე ცნობილია, 1994 წელს დაფუძნებული – არგენტინის აუტისტ ბავშვთა და მშობელთა ასოციაცია (APAdeA). სადღეისოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს ამ ორგანიზაციის 20 ფილიალი.

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში, მოქმედებს მინიმუმ 4 სკოლამდელი და სკოლის საგანმანათლებლო დაწესებულება. ერთ-ერთი მათგანია – Instituto Suyay – რომელიც სხვადასხვა კომპანიებში,  ამ სკოლის აღზრდილებს ასაქმებს. სწავლება წარმოებს აუცილებელი სამედიცინო  დაზღვევის ხარჯზე (obra social).

ჩილეშიც არსებობს რამდენიმე კერძო და საზოგადოებრივი გაერთიანება, მათ შორის ყველაზე ცნობილია – ASPAUT. მისი მხარდაჭერით 1983 წლიდან მოქმედებს ორი სასწავლო ცენტრი. მეორე მსხვილი ორგანიზაცია – BIOAUTISMO, თავის საქმიანობაში აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს.


გადასვლა საიტებზე:
●  შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელშეწყობისა და დასაქმების ინოვაციური საშუალებები
●  საქონელი ინტერნეტ მაღაზიებში შშმ პირებისათვის

წყარო:  https://ria. ru/disabled_autism/20130719/950840880.html

.