ბონსაის ხის სახლის პირობებში მოვლის ძირითადი წესები

ბონსაისათვის შესაძლებელია შეიძინოთ მზა ნიადაგი. მაგრამ უმჯობესია ნარევი თავად მოამზადოთ, იმის გათვალისწინებით, რომ ფიჭვისათვის მისი ნაწილაკები უნდა იყოს უფრო მსხვილები (7 – 9 მმ), ხოლო ფოთლოვანი მცენარეებისათვის წვრილები (1.5 – 6 მმ). დასაშვებია სუბსტრატი აკადამას გამოყენება.

ბონსაის კონტეინერის ძირში უნდა მოთავსდეს პატარა კენჭი ან თიხა. მათი შეცვლა შესაძლებელია უნივერსალური გრუნტით. ზევით თავსდება საფარი, მაგალითად ხავსი. ეს უზრუნველყოფს ინტენსიური წყლის აორთქლებისაგან დაცვას.

ოპტიმალური ტემპერატურა ბონსაის გასაზრდელად

ტემპერატურული რეჟიმი უნდა იყოს მიახლოებული ბონსაის გაზრდის ადგილთან. ზაფხულში შესაძლებელია მცენარის აივანზე გატანა, ღია ფანჯარაში დატოვება. ზამთრის თვეებში ტემპერატურა ტროპიკებში მყოფთათვის უნდა იყოს არა უმეტეს 18° C, ხოლო სხვა დანარჩენებისათვის კი არა უმეტეს 15° C. ნიავი არასასურველია. არ არის დასაშვები ბონსაის დადგმა ცივ ნივთებზე. არანაკლებ საშიშია მისი ყოფნა გამათბობელთან ახლოს.

ბონსაის  განათება

რაც უფრო ნაკლებ განათებულია ბინა, მით უფრო ნაკლები უნდა იყოს ჰაერის ტემპერატურა. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ხის ნორმალური განვითარებისათვის მზის სხივები არაა საკმარისი. ასეთ შემთხვევებში გამოიყენება ხელოვნური სინათლე (ჩვეულებრივი ნათურა).

სახლის ხის ბონსაის მორწყვა

ბონსაის ხეების მოსარწყავად ზაფხულში გამოიყენეთ ნაწვიმარი, ზამთარში კი შესაძლოა სარწყავის გამოყენება, მაგრამ უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის

  ჩვეულებრივი მორწყვისათვის გამოიყენება სარწყავი წყალი, რომელიც არის ოთახის ტემპერატურის, ზამთარში – დამდნარი, ზაფხულში შესაძლოა წვიმის წყლის გამოყენება. მცენარის გარეგნული იერით განისაზღვრება, რამდენად საჭიროებს მორწყვას. ამისათვის აფასებენ ნიადაგის სიმშრალეს ხელით, ასევე აკონტროლებენ ბონსაის კონტეინერის წონის შემცირებას. მცენარის მორწყვა საჭიროა მაშინ, როცა გამოშრება ნიადაგის ზედა ფენა.

უფრო ინტენსიურ მორწყვას ზაფხულში საჭიროებს ფოთლოვანი სახეობები, ნაკლებად ინტენსიურად – წიწვოვნები (იგივე ეხება მარადმწვანე მცენარეებსაც). ზამთრის პერიოდში მეტი ტენიანობა სჭირდებათ წიწვოვან ხეებს, ვინაიდან მათი ზრდა გრძელდება.

მორწყვის საუკეთესო მეთოდია – ცოტა ხნით წყალში მოთავსება. ასეთი გზით მიიღწევა შედარებით უფრო თანაბარი დატენიანება. ხანგრძლივად წყალში გაჩერება შეიძლება მხოლოდ ზოგიერთი ტენიანობის მოყვარული ტიპის ბონსაები(მაგ. ჭაობის კვიპაროსი). ბონსაი საჭიროებს დანამვას დღეში ერთხელ.

საკვები და სასუქები

ბონსაისთვის საკვები აუცილებელია. ამისათვის შესაძლებელია გამოიყენოთ მინერალური სასუქები. განსაკუთრებით აუცილებელია კვება გაზაფხულის დადგომისთანავე ზამთრის მოსვენების პერიოდამდე. სასუქის გამოყენების პერიოდულობა – ორ-სამ კვირაში ერთხელ.

კვების მეტად ოპტიმალური ვარიანტია – ეგრეთწოდებული ჩაძირვის მეთოდი. 2გრ სასუქი იხსნება 1ლ წყალში. მიღებული ხსნარიან ჭურჭელში ათავსებენ ბონსეის კონტეინერს და აჩრებენ მანამდე, სანამ მთლიანად არ შეიწოვება მთელი ტენი. 

ოთახის ხის ბონსაის შეჭრა

შეჭერით ბონსაი საჭიროების ფარგლებში

არსებობს ბონსაის შეჭრის სხვადასხვა მიმართულებები. ჭრიან საჭიროების ფარგლებში. შეჭრა ემსახურება ენერგიის ხარჯვის თავიდან აცილებას მცენარის იმ ნაწილში, რომელიც ცილდება. თუმცაღა ბონსაის შეჭრისათვის არსებობს გარკვეული შეზღუდვები.

ასე, მაგალითად არ ღირს იმ ტოტების მოცილება, რომლებიც მდებარეობენ ცენტრალურად. ეს ხელს უწყობს ძირითადი ხის გასქელებას, რაც წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ბონსაის გაშენების. რაც უფრო მეტია განშტოება, მით უფრო ინტენსიურად გასქელდება.

ყველაზე უფრო რადიკალური შეჭრის ტიპია – კატეგორიული. ის წარმოადგენს ძირითადი ტოტებისა და ხის ძირითადი ნაწილის მოჭრას და აუცილებელია ბონსაის გაზრდის საწყის ეტაპზე. ამ ტიპის შეჭრისადმი უნდა მიუდგეთ ძალიან სერიოზულად.

თუ შემთხვევით მოგეჭრათ ტოტი, მაშინ მისი აღდგენა შეიძლება მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ. ამიტომ შეჭრისას აუცილებელია მკაცრად იხელმძღვანელოთ მომავალი ხის ესკიზით. დღესდღეობით ამაში გვეხმარება კომპიუტერული ტექნოლოგიები. ბონსაის საბოლოო შედეგის შესწავლა შეიძლება მაგალითად, კომპიუტერული როგრამა Photoshop-ის საშუალებით. ბონსაის სურათი შეიძლება შეიცვალოს, როგორც გინდათ და შეადაროთ მიღებული ალტერნატივები.

უმჯობესია ბონსაი შეჭრათ მარტში

ყველაზე ოპტიმალურია შეჭრა მოხდეს მარტში. თუმცაღა, რიგი მცენარეებისათვის(არყის ხე, ნეკერჩხალი) იდეალური თვეა – ნოემბერი. კატეგორიულ შეჭრას ახორციელებენ ძლიერი ინსტრუმენტით.

ბონსაის შეჭრა მიმართულია მცენარის ნაწილების დამოკლებისაკენ. პროცედურის შესრულებისას ხელმძღვანელობენ ესთეტიკური შეხედულებებით, ასევე ახალი ნაზარდების ზრდის მიმართულებით. მოჭრის ადგილი უნდა იყოს კვირტის ზევით, რომლისგანაც მოგვიანებით ვითარდება ახალი ნაზარდი.

შეჭრა – მარტივი და ნაკლებად ტრავმატული სახეა. ნაზარდებს ჭრიან ვეგეტაციური პერიოდის დროს. ამის გაკეთება შესაძლებელია ჩვეულებრივი მაკრატლის გამოყენებით. შეჭრის მთავარი მიზანი – ბონსაის გვირგვინის ფორმირება.

მცენარის ენერგიული განვითარებას უწყობს ხელს ფოთლების მოჭრა. უკანასკნელს ჭრიან ზაფხულის პერიოდში, ნაწილობრივ ან მთლიანად. ეს პროცედურა, ძირითადად, კეთდება ხეების შემთხვევაში, რომლებსად ცვივათ ფოთლები შემოდგომით. მაგრამ ხანდახან ფოთლებს აცლიან მარადმწვანე ტროპიკულ მცენარეებსაც(მურაია), გაგრძელებული მოსვენების პერიოდიდან გამოსაყვანად.

შეჭრის განსაკუთრებული სახეა – ამოღება. მას ახორციელებენ პინცეტით ან თითით.   ამოღებას ექვემდებარებიან წიწვოვანი ხეები. ამოღებას მიმართავენ როგორც წესი ძალიან ახალგაზრდა ნაზარდებისას.

ბონსაის გვირგვინის ჩამოყალიბება

ხისთვის, რომელიც იზრდება თესლიდან ან კალმიდან, გვირგვინის ფორმირება ხდება ე.წ „მიმმართველი“ შეჭრის გზით. მასში იგულისხმება ხის ზედა ნაწილისა და გარეთა ტოტების დამოკლება სასურველ პოზიციამდე.

გვირგვინი საჭიროებს შეთხელებას, ზემდეტი ტოტების მოცილებით. ყველაზე უფრო ძლიერი ტოტების ზრდის ადგილებში ჩნდება ჩქმეტის ადგილები. გარეთა ტოტებისათვის კი უნდა იყოს შექმნილი თანაბარი პირობები. მაშინ ხდება განიერი კონუსისმაგვარი ფორმის გვირგვინის ჩამოყალიბება.

გარეთა ტოტებისა და ხის ფორმა ხორციელდება რბილი მავთულის საშუალებით. ეს უნდა დაიწყოთ მაშინ, როცა ხე ჯერ კიდევ არაა გამაგრებული, მით უმეტეს თუ ხე ელასტიური ან რბილია. ბონსაის ხშირად შეჭრა და დიდწილად არ ღირს, ვინაიდან შესაძლოა შენელდეს ხის განვითარება.

ფესვთა სისტემის მოვლა

ბონსაის ფესვთა სისტემის მოვლა მიმართულია ფესვებისა და გვირგვინის ჰარმონიული განვითარებისათვის. ახალგაზრდა ხის ფესვები უნდა შეიჭრას ყოველწლიურად, მოწიფულებში – 2-5წელში ერთხელ. ამ პროცედურისთვის იდეალური პერიოდი – გაზაფხულია, კვირტების გამსხვილების პერიოდი. მარადმწვანე ბონსაების შეჭრა ხდება მარტში. ხეებს, რომლებიც ყვავილობენ გაზაფხულზე, ჭრიან ყვავილობის შემდეგ.

ფესვთა სისტემის შეჭრამდე ბონსაის იღებენ თასიდან, აცლიან ძველი მიწის დაახლოებით ½ და ჭრიან ფესვს დაახლოებით ნახევარზე.

კონტეინერის გარეცხვისა და გაშრობის შემდეგ სადრენაჟო ხვრელებს ფარავენ ბადით. ბადე მაგრდება მავთულებით.

კონტეინერის ძირითადი ნაწილი იფარება ქვიშით ან შემწვარი თიხით. ხეს ათავსებენ მასში და აფიქსირებენ სასურველ პოზიციაში, ამატებენ მშრალ ნიადაგს.

ფესვთა სისტემის მოჭრის შემდეგ საჭიროა ფრთხილად, უხვად მოვრწყოთ მცენარე. ორი თვის განმავლობაში მას კვება არ ჭირდება. ის უნდა იყოს მზის სხივებისგან მიუწვდომელ ადგილას.

დაავადებები და მავნებლები, რომლებიც აზიანებენ ბონსაის სახლის პირობებში

ბონსაის გაზრდისას ყოველთვის არსებობს რისკი მისი დაზიანებისა დაავადებებით და მავნებლებით. ამიტომ რეგულარულად საჭიროა ფოთლის ქვედა მხარის მდგომარეობის შეფასება. ბონსაის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია: თრიპები, ფარი, ობობის ქსელი, ჭრაქი, სითეთრე.

მწერების აღმოჩენის შემთხვევაში ხე უნდა გაიწმინდოს მათგან და დამუშავდეს სპეციალური საშუალებებით. შესხურება სასურველია 40სმ დაშორებიდან.

ნაცრისფერი ნაზავის მოსაცილებლად, ცრუ თუ ფქვილისმაგვარი, გამოიყენება ფუნგიციდები. ამ დაავადებების პრევენციის ძირითადი მიმართულებაა –  გადაჭარბებული ან, პირიქით, არასაკმარისი მორწყვა.


გადასვლა საიტებზე:

●  შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელშეწყობისა და დასაქმების ინოვაციური საშუალებები >>
● საკონსულტაციო მასალები შშმ პირთა დასაქმების პროგრამისათვის – შშმ პირთა მიერ ოთახის იშვიათ მცენარეთა წარმოება-ექსპორტი >>
● წინა პოსტი >>   ● მომდევნო პოსტი >>

.