ბონსაი ადგილობრივი ჯიშის ხეებისაგან და მათი უპირატესობები

არსებობს ევროპაში მზარდი მთელი რიგი ხის ჯიშები, რომლებიც კარგად გამოდგებიან ბონსაის ფორმირებისათვის. ხშირად ადგილობრივი ჯიშები ბევრად უფრო გამძლეებია, ვიდრე ეგზოტიკური სახეობები. ამასთან უნდა დავამტოთ, რომ ჩვენ უკეთ ვიცით მათი საჭიროებები ადგილმდებარეობის, თვისებრივი შემადგენლობისა და ნიადაგის სტრუქტურის, ასევე შესაძლო მავნებლებისა და დაავადებების შესახებ. ჩვენს ტყეებში მზარდი ხეები ყინვაგამძლეა და აქედან გამომდინარე, მათ არ ჭირდებათ ზამთრს გადატანა დახურულ შენობაში.

ბევრი კითხვა შეიძლება გაირკვეს შერჩეული ხის გაზრდის ადგილას. პრინციპში, ბონსაი შეიძლება გაიზარდოს ევროპული ტიპის ნებისმიერი ხისაგან, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა გამოყენებული ბონსაიში. ამისათვის არსებობს ბევრი შესაძლებლობა.

პირველ რიგში შეგიძლიათ უბრალოდ ექსპერიმენტი ჩაატაროთ მცენარის ნიადაგზე, სინათლესა და სარწყავ წყალზე, რომელიც ზოგადად არც თუ ისე რეკომენდებულია რომ გაკეთდეს ან უპირატესობა მიენიჭოს უფრო მისაღებ გადაწყვეტილებებს, რაშიც იგულისხმება ამა თუ იმ სახეობის ზრდის პირობების გაცნობა.

ადგილობრივი ჯიშის მცენარეებისაგან ბონსაის გაზრდისას, მკაფიო და კონკრეტული წარმოდგენა ხის ზრდის პირობების შესახებ შეიძლება მიიღოთ მხოლოდ იმ შემთხვევაშ, თუ ყურადღებით დააკვირდებით მას ბუნებრვ გარემოში ყოფნისას და საკუთარ თავს დაუსვავთ შემდეგ კითხვებს:

  • როგორ ნიადაგზე იზრდება ხე?
  • რა რაოდენობის სინათლეს საჭიროებს?
  • ხის ადგილმდებარეობა: ჩრდილიანი თუ ნათელი?
  • იზრდება თუ არა ხე მხოლოდ დაცულ ადგილას თუ ხეობაში?
  • როგორ ადგილებს ანიჭებს უპირატესობას: მშრალ თუ ნესტიანს?

მაგალითად: შავი ფიჭვისათვის აუცილებელია ბონსაის შექმნა. ძველი ხეების ძიებისას ჩვეულებრივ მიემართებიან მაღალმზარდი იშვიათ ტყეში. შავი ფიჭვის გვირგვინი დაფარულია ხავსით. ხოლო დანარჩენი ნაწილი, პირველ რიგში კი მისი ქვედა ნაწილი, რჩება გამჭვირვალე. ეს იმიტომ, რომ შავი ფიჭვი სინათლის ძალიან მოყვარული მცენარეა და ხავსს მხოლოდ გვირგვინის ზედა ნაწილზე ივითარებს.

აქედან გამომდინარე: ბონსაი შავი ფიჭვისაგან დამზადებული საჭიროებს ძლიერ ნათელ განათებას, შესაბამისად მათთვის განკუთვნილი ადგილი უნდა იყოს მოშორებული კედლიდან და შენობიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით და მიწიდან ოდნავ აწეული ზედაპირიდან, რათა ბონსაიმ მიიღოს ასევე ბერვი სინათლე ქვევიდანაც.

ბუნებრივ პირობებში ფიჭვი იზრდება კარგად გაჟღენთილი კირქვის ქვიშის ან კარსტის ბაზებზე. ამიტომ ბონსაისთვის არჩევენ ქვიშიან ნადაგს უხეში ან დამსხვრეული ქვებით ნეშმპალის დამატებით. შავი ფიჭვისგან ბონსიის მიღებისათვის საერთოდ არაა აუცილებელი ხის ბუნებრივი ფორმის გამეორება, შესაძლებელია ასევე ტრადიციული იაპონური ფორმების მიღებაც.

ამრიგად, ჩვენს ქვეყანაში მზარდი ნებისმიერი ხის ბუნებრივი ფორმები  შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც ნიმუში ბონსაის შემდგომი გადატანისათვის. მათთვის, ვისაც სურს რომ დაკავდეს ბონსაის გაზრდის ხელოვნებით უფრო ინტენსიურად და მიზანმიმართულად, უნდა მიაქციოს ყურადღება ქუჩაში არსებულ ლამაზ ხეებს და შეისწავლოს ისინი, პირველ რიგში კი ისინი, რომელთა ახლოსაც ყოველდღიურად დადიხართ.

ბონსიის ჩამოყალიბებისას არ არის აუცილებელი კლასიკური იაპონური ან ჩინური ფორმებით ხელმძღვანელობა. ადგილობრივ ჯიშებთან მუშაობისას, ბევრად უფრო სწორია, ნიმუშად ავიღოთ  ჩვენს ტყეებში მზარდი ხეების ფორმებიც. ჩვენ გვაქვს ძალიან ლამაზი ხეები, რომლებიც იმსახურებენ, რომ მათი ნიმუშით შეიქმნანა ბონსიები.

გარდა ამისა, გაცილებით ადვილია ყურადღებით განიხილოს და შეისწავლოს ხეები ბუნებრივ პირობებში და შემდგომში გადაიტანოთ მისი ფორმა ბონსაიში. ნუთუ არ არს საინტერესო, რომ წარმოიდგინოთ მუხა ერთი მეტრის სიმაღლით შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც ძველი მოზრდილი ხე. ჩვენს მიდამოში მზარდი ხეების სახეობებს შორის არსებობს მინიმუმ ათეული ხე, რომლებიც დიდი ალბათობით შეიძლება გამოდგნენ კარგ სამუშაო მასალად.

ისინი, ვინც დროდადრო ცდილობს ბონსიის ფორმირებისათვის გამოიყენოს ხის ის ჯიშები, რომლებიც ამ მიზნით ფაქტიურად საერთოდ არაა ცნობილი, ძალიან მალე მიდის იმ აზრამდე, რომ  ყველა ხე არ არის შესაფერისი ბონსიის ჩამოყალიბებისათვის. ასე, მაგალითად, წაბლს აქვს საოცარი ფერის ყვავილები და ფოთლები, გარდა ამისა საოცარი ფორმის გვირგვინიც, თუმცა მისი უზარმაზარი ზომის ფოთლებს გამო ის ბონსიის ფორმირებისთვის არ დგება. და პირიქით, ბუჩქები ბუნებრივ პირობებში არც თუ ისე მიმზიდველია და არ აქვთ დიდად ხიბლი, თუმცა ბონსიის ფორმირებისათვის საუკეთესო მასალაა.

აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ჯიშების არჩევისას აუცილებელია საკუთარ თავს  შემდეგ კითხვებზე გონებრივად უპასუხო:

  • აქვს თუ არა ხეს მცირე ფოთლები?
  • იძლევა თუ არა ახალგაზრდა ტოტებს ძველი ხე?
  • იძლევა თუ არა ბევრ განშტოებას?
  • დიდად ეზრდება თუ არა ტოტები?
  • კარგად იზრდება თუ არა პატარა ჭურჭელში?
  • ლამაზად აქვს თუ არა ჩამოყალიბებული ფესვთა სისტემა?

თუმცა ჯიშის გარდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მასალის არჩევისათვის გარეგნობასა და მცენარის გარკვეულ მდგომარეობას.


გადასვლა საიტებზე:

●  შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელშეწყობისა და დასაქმების ინოვაციური საშუალებები >>
● საკონსულტაციო მასალები შშმ პირთა დასაქმების პროგრამისათვის – შშმ პირთა მიერ ოთახის იშვიათ მცენარეთა წარმოება-ექსპორტი >>
● წინა პოსტი >>   ● მომდევნო პოსტი >>

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..