ბონსაი მიღებული ბუნებიდან – იამადორი

ბუნებაში არსებობენ ლამაზი ხეები, რომლებიც ასაკის მიუხედავად შესაფერისები არიან ბონსაის ჩამოსაყალიბლებად. ძირითადად, მაღლა მთებში, ტყის საზღვარზე, შეიძლება შეხვდეთ საუკუოვან ხეებს, რომლთა სიმაღლეც არ აღემატება 50სმ. ძალიან მოკლე მზარდი პერიოდი საშუალებას აძლევს მცენარეს წელიწადში მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრით გაიზარდოს. მუდმივი ძლიერი ქარის, ყინულისა და თოვლის გამო ისინი ასევე რჩებიან ჯუჯებად და იღებენ უცნაურ და ძალიან დაგრეხილ ფორმას.

იმისათვის, რომ ამოთხარო მცენარე ბუნებაში, აუცილებელია მიიღოთ ნებართვა მიწის მფლობელისაგან. მცენარის ამოთხრისას მის ადგილსას შეძლებისდაგვარად რგავენ ნარგავს. იმისათვის რომ ასეთი ნიმუშისგან შეიქმნას ჰარმონიული ბონსიები, აუცილებელია გქონდეთ შესაბამისი გამოცდილება. უპირველეს ყოვლისა, ბონსიის დამწყები მოყვარულთათვის ძალიან რთულია ასეთი გადახვეული, არეული და აბსტრაქტულად ჩამოყალიბებული მასალისგან რაიმე ნორმალურის შექმნა. სწორედ ამიტომაც, მათთვის რეკომენდებულია შედარებით უფრო ახალგაზრდა ნიმუშების მოძიება კომპაქტური ფესვთა სისტემით.

80-წლიან ხეებს 50-60სმ სიმაღლით ხშირად აქვთ ფესვები 5 მეტრიანი და მეტიც. ასეთი მცენარეები გვხვდება კლდოვან ნიადაგზე, ვინაიდან მათი ფესვები ეძებენ საკვებსა და ტენიანობას იზრდებიან ღრმად ბზარებში და კლდეების ნამსხვრევებში. ასეთი მცენარის ამოსათხრელად, აუცილებელია საქმის ცოდნით ამოიჭრას მათი გრძელი ფესვები. ზოგიერთ განსაკუთრებით არახელსაყრელ შემთხვევებში, ეს პროცედურა წლების მანძილზე გრძელდება, ისე რომ ამ დროის განმავლობაში წარმოიქმნას ახალი ფესვები, რომლის წყალობითაც ამოთხრილი მცენარე შეძლებს გადარჩენას.

მცენარის ამოსათხრელად შედარებით უფრო შესაფერისი დროა ადრე გაზაფხული, როცა ნიადაგი უკვე გამლხვალია და მცენარეების ზრდა ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ინსტრუმენტებიდან საჭიროა დასაკეცი შოვი, ალპინისტური მთხრელი, სეკატორი, დასაკეცი ხერხი, ჩაქუჩი და ზუბილა.

ამოთხრილი მცენარეების ფესვებს ათავსებენ პლასტიკურ სველი ხავსის მქონე ტომრებში, რათა ტრანსპორტირება გადაიტანონ. სახლში, ასეთ მცენარეებს თავდაპირველად დიდ პლასტმასის კონტეინერებში რგავენ.

ნიადაგისთვის იყენებენ იაპონურ თიხის გრანულებს(აკადამა), რაც შეიძლება დიდი ზომის, 6-12მმ. გადარგვის შემდეგ მცენარეს ათავსებენ ჩრდილსა და ძლიერი ქარისაგან დაცულ ადგილას. დაახლოებით 3 წლის შემდეგ შესაძლებელია მათი გადარგვა შედარებით უფრო მცირე ზომის კონტეინერში. როგორც წესი 5წლიდან 10წლამდე გადის, სანამ ამოთხრილი მცენარიდა ვღებულობთ ძლიერ ბონსიებს. ძველ იამადორებს კი სჭირდებათ კიდევ უფრო მეტი დრო, რათა კარგად დაფიქსირდნენ კონტეინერებში.

მცენარეები სანერგეებიდან კი პირიქით, არაჩვეულებრივად ფესვიანდებიან, ხშირ შემთხვევაში იმავე წელსვე. თუ მცენარი წვერზე დაიწყო ძლიერი ფოთლების ან წიწვების განვითარება, ეს არის სარწმუნო ნიშანი, იმისა, რომ მცენარე კარგად დამაგრდა. მხოლოდ ამის შემდეგ არის აუცილებელი მისი კვების დაწყება სასუქით. გადარგვისას ფოთლოვანი მცენარეები უფრო სწრაფად ცოცხლდებიან, ვიდრე ხვიარები. განსაკუთრებით ნელა ფესვიანდებიან კონტეინერში ბუნებაში ამოთხრილი ღვია.

სწორედ ამიტომაა სასურველი  მცენარის გათხრა არა ერთდროულად, არამედ თანდათანობით ყოველწლიურად გრძელი ფესვების დამუშავებით. რამდენიმე წლის შემდეგ კი შესაძლებელია ასეთი მცენარის უმტკივნეულოდ ამოთხრა.

ახალბედას, რომელსაც ჯერ კიდევ წინ აქვს ისწავლოს ფორმების გარჩევა ორიგინალ მცენარეულ მასალაში და რომელიც ჯერ კიდევ თავს ვერ გრძნობს დარწმუნებულად ტექნიკურ მხარეში ბონსაის ფორმირების, იამადორის გამოყენება არაა რეკომენდებული.

დამწყებთათვის ყველაზე კარგი ვარიანტია უფრო ახალგაზრდა ფოთლოვანი ხეები, თითის სისქის ძირით, თუმცა კი ესენი არ არიან ტიპიური იამადორები. ბონსიების გამოცდილი კოლექციონერებისათვის ასევე არის შესაძლებელი მცენარის საკუთარი ბაღიდან აღება.

დროთა განმავლობაში, ბაღში ხშირად საჭიროა მცენარეთა ზოგიერთი ხეების ამოღება, რადგან ისინი ძალიან ხშირად არიან დარგული, ან ბაღის გადაკეთების საკითხი დგას დღის წესრიგში. ეს მცენარეები არის იდეალური საშუალება სამუშაო მატერიალად ბონსიის კოლექციონერისათვის. ძალიან ხშირად მას(მასალას) განარჩევენ ხელის სისქის ხით, მძლავრი ფესვებითა და ძლიერი გრძელი ტოტებით.

ამ მცენარეებს ასევე სჭირდებათ გარკვეული დრო, რათა კარგად დაფესვიანდნენ, ამიტომ მათ თავდაპირველად რგავენ დიდ პლასტმასის კონტეინერში. დაახლოებით სამი წლის შემდეგ, მცენარის ზომებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მათი გადარგვა უფრო მცირე ზომის ჭურჭელში. უკვე პლასტმასის კონტეინერშივე შესაძლებელია შეუდგეს უხეშად მცენარის ფორმირებას, მანამ სანამ სამი წლის არ იქნება გადარგული ბონიას შესაფერის კონტეინერში. ამ ტიპის მცენარეთათვის უხეში ფორმირების ფაზა გრძელდება დაახლოებით 46წელი. თუმცა მოგვიანებით დაახლოებით 50წლის ასაკის ბონსაი იქნება ძალიან შთამბეჭდავი და ძლიერი.


გადასვლა საიტებზე:

●  შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელშეწყობისა და დასაქმების ინოვაციური საშუალებები >>
● საკონსულტაციო მასალები შშმ პირთა დასაქმების პროგრამისათვის – შშმ პირთა მიერ ოთახის იშვიათ მცენარეთა წარმოება-ექსპორტი >>
● წინა პოსტი >>   ● მომდევნო პოსტი >>