სუკულენტების მავნებლები და დაავადებები

სუკულენტები შესაძლოა დააზიანონ მატლებმა, ჭიაყელებმა, ტკიპებმა. მატლებისა და ჭიაყელებისაგან გამოიყენება სპეციალური პრეპარატი ინსეკტიციდი. საშუალებით იწამლება მცენარე, ირწყვება გრუნტი. არსებობენ ასევე სისტემური პრეპარატები, ისინი ჟღინთავენ მთელ ყვავილს შიგნიდან და მისი წვენი მავნებლისთვის ხდება შხამი.

ტკიპებისაგან ინსეკტიციდი არ შველის. ტკიპებს ცოტა სხვანაირი მეტაბოლიზმი აქვთ, ვიდრე მწერებს. გამოიყენება აკარიციდები ტკიპებთან საბრძოლველად:

  • ფიტოვერმი
  • ნეორონი
  • აკტელიკი
  • აკარინი

სახლის სუკულენტების დაავადებებს შუეძლიათ მიიყვანონ მცენარე სიკვდილამდე. ძირითადად ჩნდება ლპობა, რაც ვითარდება ზედმეტი მორწყვისაგან. სოკოვანი ლპობა ჩნდება, მაშინ როცა ყვავილს გრილა, ვითარდება ნელა. ბაქტერიული ლპობა ვითარდება ზედმეტი სითბოსაგან, მცენარეს აზიანებს სწრაფად, ის შეიძლება დაიღუპოს რამოდენიმე დღეში.

აღმოაჩენთ თუ არა ყვავილის ფოთოლზე ლაქებს ან ზოლებს, აუცილებელია მაშინვე მოიჭრას დაზიანებული ფოთოლი. თუ დაავადებულია ღერო, მაშინ უნდა მოიჭრას მცენარე ჯანსაღ ადგილამდე. ხშირ შემთხვევაში პრობლემა აღინიშნება, მაშინ როცა მცენარის გადარჩენა უკვე თითქმის შეუძლებელია, გვიწევს ქირურგიული მეთოდების გამოყენება.

ყველაზე უფრო სწორია პროფილაქტიკური ზომების მიღება:

  1. არ უნდა დაუშვათ გრუნტის მაღალი ტენიანობა, მას უნდა მივცეთ საშუალება გაშრეს.
  2. გადანერგვისას ნიადაგს დაუმატოთ ნახშირი.
  3. აუცილებლად გავითვალისწინოთ ქოთნის ძირში დრენაჟი.
  4. ზამთრისას დავიცვათ მორწყვის სწორი რეჟიმი.
  5. გავამრავლოთ მხოლოდ გაზაფხულზე, ამასთან გადანერგვამდე კალმებს მივცეთ გამოშრობის საშუალება.
  6. დავდგათ კარგად განათებულ ადგილას.

სუკულენტები მარტივი მოსავლელია, ასეთი მცენარეები გამოადგებათ ზარმაც მფლობელებს, რომლებსაც არ უნდათ ყოველდღიურად დაკავდნენ ყვავილების მორწყვით, ყველაზე მთავარია დავდგათ ქოთანი სინათლეზე.


გადასვლა საიტებზე:

●  შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელშეწყობისა და დასაქმების ინოვაციური საშუალებები >>
● საკონსულტაციო მასალები შშმ პირთა დასაქმების პროგრამისათვის – შშმ პირთა მიერ ოთახის იშვიათ მცენარეთა წარმოება-ექსპორტი >>
● წინა პოსტი >>   ● მომდევნო პოსტი >>

.