საჰაერო სქემების მიღების ტექნიკა წიწვოვან ხეებში

აქ ტექნიკა ოდნავ განსხვავებულია. ხეზე კეთდება არა წრიული ნაკვეთი, არამედ მაგრდება მავთული, რომელსაც მჭიდროდ ახვევენ და ატრიალებენ ისე, რომ მავთული შევიდეს ქერქში. შემდეგ პატარა ჩაქუჩით ფრთხილად ურტყავენ ხის გარშემო, რათა ქერქზე გაჩნდეს მცირე ნაჭდევები. ასეთი გზით შეიძლება ფესვის წარმოქმნის სტიმულირება. ტოტის მცირე ნაწილს ამუშავებენ ზრდის სტიმულატორით(ფიტოჰორმონი).

შემდგომ ამ ადგილას თავსდება სველი ხავსი და ფიქსირდება ბეწვით ან თოკით. ამის შემდეგ, ხის გარშემო ისევე როგორც პირველ შემთხვევაში ფიქსირდება ლითონის ბადე და ივსება ბონსაის ნიადაგით. ერთი-ორი წლის შემდეგ ვითარდება ახალი ფესვები. როდესაც ისინი ხდებიან საკმარისად ძლიერები, იმისათვის, რომ ხემ შეიწოვოს წყალი და მინერალური მარილები, ბონსაის ხე უკვე შეიზლება გადაიჭრას ძველსა და ახალ ფესვებს შორის და გადაირგას კონტეინერში.

ფოთლოვანი ხეებისათვის საჰაერო სქემები ტარდება აპრილის შუა რიცხვებიდან ბოლომდე.  ამგავარი პროცედურა წიწვოვან ხეებში უნდა ჩატარდეს შედარებით მოგვიანებით. ჰაერის ტემპერატურა ამასთან უნდა იყოს 18-22გრადუსამდე. მცენარის მოვლა ისეთივეა, როგორც გადარგული ბონსაის, კერძოდ: აუცილებელია დაიდგას მცენარე მცირედ ჩრდილიან ადგილას და ყოველ 14დღეში შემოტრიალდეს, რადგან ფესვები სწრაფად იზრდებიან ჩრდილიან ადგილას.

საჰაერო სქემებით მიღებული მცენარეების მოჭრას არ ატარებენ, ვინაიდან ტოტების ძლიერი ზრდა ხელს უწყობს ძლიერი ფესვთასისტემის განვითარებას. მცენარეები, რომლებიც იღებენ საჰაერო სქემების ტექნიკას, უნდა იყვნენ ჯანმრთელები და ძლიერები ზრდაში. ახალგაზრდა მცენარეები იძლევიან შედეგს უფრო სწრაფად, ვიდრე ძველები. ფოთლოვან ხეებს ფესვები ხშირად უკვე 3-4 თვეში უვითარდებათ.

წიწვოვანი ხეები კი ძალიან ნელა ფესვიანდებიან. ფიჭვებს ფესვის წარმოქმნის პროცესი შეიძლება 4-5წელს გაუგრძელდეს. დამწყებთათვის ბევრად უკეთესია საჰაერო სქემების ჩატარება ახალგაზრდა და უმნიშვნელო მცენარეზე, რათა შემოწმდეს მცენარის რეაქცია გამრავლების ამ ვეგეტატიურ ტიპზე.


გადასვლა საიტებზე:

●  შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელშეწყობისა და დასაქმების ინოვაციური საშუალებები >>
● საკონსულტაციო მასალები შშმ პირთა დასაქმების პროგრამისათვის – შშმ პირთა მიერ ოთახის იშვიათ მცენარეთა წარმოება-ექსპორტი >>
● წინა პოსტი >>   ● მომდევნო პოსტი >>