ბონსაისათვის მცენარის შერჩევა სანერგეებში

სანერგეებიდან შეძენილი ახალგაზრდა მცენარეთაგან, შეგიძლიათ ბევრად უფრო სწრაფად შექმნათ ლამაზი ბონსაი. სანეერგებში გასაყიდი მცენარეების უმეტესობა, წლების განმავლობაში იზრდება კონტეინერებში. როგორც წესი, სწორედ ამის გამო, მათ უყალიბდებათ კარგად განვითარებული და მკვრივი ფესვთა სისტემა, რაც იდეალური ბონსაის ჩამოყალიბებისათვის.

მცენარეს იღებენ კონტეინერიდან, აცლიან ძველ ნიადაგს და ახორციელებენ ფესვების პირველად მოკვეთას, რათა მიიღონ ბრტყელი ფორმის ფესვთა სისტემა. ამის შემდეგ კი მცენარეს კვლავ რგავენ ჩვეულებრივ კონტეინერში, რომელიც სავსეა ბონსაისთვის ნიადაგის ნარევით. ძალიან მალე კი ასეთი მცენარე შეიძლება გადარგვა შედარებით უფრო დაბალ სპეციალურ კონტეინერებში (ქოთნებში).

ერთადერთი რაც უნდა გვახსოვდეს ფესვების ძლიერი მოკვეთის დროს, არის   გადარგვის ვადების სისწორის დაცვა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ეს პროცედურა ტარდება ზამთრის ბოლოს, სანამ ჯერ კიდევ არ დაწყებულა ზრდის აქტიური პროცესი.

სანერგეებში გაყიდვადი მცენარეთა ნერგების ასორტიმენტი ძალიან დიდია და მარტივად დასაბნევია. სწორედ ამიტომ სანერგეებში უმჯობესია საფუძვლიანად დაათვალიეროთ ყველა არსებული მცენარე და შეეცადოთ იპოვოთ ყველაზე მეტად შესაფერისი ნიმუში ბონსაის ჩამოყალიბებისათვის. ამის გარდა, უმჯობესია რეგულარულად მოინახულოთ სამებაღეო ცენტრები და სანერგეები და შეიხედოთ ყველაზე შორ კუთხეებში, სადაც შეიძლება არსებობდნენ ნაადრევად დაბერებული ჯუჯა ხეები.

თუმცა, დამწყებთათვის რეკომენდებულია უფრო ახალგაზრდა მცენარეების შერჩევა,რომელთაგანაც უფრო ადვილია ბონსაის ჩამოყალიბება. მცენარის შერჩევას უნდა მიუდგეთ კრიტიკულად. ბონსაის ფორმირებისთვის განკუთვნილი ხეები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიწამდე, რათა მოკვეთის შემდეგ შესაძლებელი იყოს მისაღები სხვადასხვა სტილის ფოთლები.

მცენარის შესწავლისას მის გარშემო არსებული ნიადაგი ოდნავ უნდა გათხაროთ, რათა კარგად შეამოწმოთ საფუძველი. გადანერგილი მცენარეები ისე უნდა იყვნენ გადანერგილი, რომ ჩამოყალიბებულ ბონსაიში გადანერგვის ადგილი არ იყოს შესამჩნევი.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ძალიან მკვრივი გვირგვინის მქონე მცენარის ყიდვისას, რომელთა შიგა ნაწილი როგორც წესი მთლიანად ცარიელია. ასეთ მცენარეებს სჭირდებათ ძალიან დიდი დრო, რათა შიდა მხარეს წარმოიქმნას ახალი შრეები. ეს ძირითადად ეხება ნაძვის ძლიერ მოდელებს ჩვეულებრივებს (Picea abies) “Pumila Glauca” და ნაცრისფერ ნაძვებს (Picea glauca) «Conica».

როდოდენდრონები სფერული ფორმის გვირგვინებით უფრო მეტად შესაფერისები არიან, რადგანაც ისინი ბევრად უფრო სწრაფად იძლევიან ახლაგაზრდა შრეებს ძველი ხიდან. ბონსაის ჩამოყალიბებისათვის თავისუფლად შეიძლება გაეწიოს რეკომენდაცია ყველა დაბალი ფორმისა და ჯიშის ფიჭვებს, დაუმუშავებული ნეკერჩხალი, მინდვრის ნეკერჩხალი, ბარბერის ყველა ტიპი, ადგილობრივი თელა ხეები, დაუმუშავებელი რცხილა, კედარი(ჯუჯა ფიჭვი), ღვიარა, კუნელი და მრავალი სხვა.

კოლექციონერები, რომლებსაც აქვთ საჭირო გამოცდილება და უპირატესობას ანიჭებენ ძნელად შესაქმნელ და ძვირადღირებულ მცენარეებს, შეიძლება ვურჩიოთ მხოლოდ სათანადო ნიმუშის მქონე მასალა სანერგეებში. მას შემდეგ, რაც ბონსაი პოპულარული გახდა გერმანიაში, გაჩნდა ასევე პირველი სანერგეები, რომლებიც ჩვეულებრივ ასორტიმენტებთან ერთად ასევე ზრდიან ბონსიებისთვის განკუთვნილ მცენარეებსაც.

ახლა მათ აქვთ კარგი არჩევანი შესაფერისი და ძალიან იაფი მცენარეების, რომელთაგანაც რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ შეიძლება გამოვიდეს ძალიან ლამაზი და საკმაოდ ღირებული ბონსიები. ამიტომ მცენარეები სანერგეებიდან – არის საუკეთესო გზა, ბონსაის შექმნის სასწავლებლად.


გადასვლა საიტებზე:

●  შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელშეწყობისა და დასაქმების ინოვაციური საშუალებები >>
● საკონსულტაციო მასალები შშმ პირთა დასაქმების პროგრამისათვის – შშმ პირთა მიერ ოთახის იშვიათ მცენარეთა წარმოება-ექსპორტი >>
● წინა პოსტი >>   ● მომდევნო პოსტი >>