ბონსაის ზომები

ბონსაი შესაძლოა ძლიერ განსხვავდებოდეს ზომებში. მათ შორის ყველაზე პატარები ძლივს აღწევს 8 სმ, ასევე არსებობენ ხეები შთამბეჭდავი ზომებით, რომელთა სიმაღლე 130 სმ. თუმცა საქმე იმაში არაა რომ პატარა ზომის ბონსაი ახალგაზრდაა, ხოლო დიდი – ხანდაზმული, ბევრი წლის ნაზარდი.

ბონსაის მომავალი ზომა დაახლოებით ყალიბდება ფორმირების დასაწყისშივე. ყველაზე ხშირად, ძირითადი სხეულის ტოტები, უკიდურეს შემთხვევაში კი მათი ჩანასახები, უკვე არის მცენარეზე და სწორედ ისინი დიდ წილად განსაზღვრავენ, რა სტილის ბონსაის ჩამოყალიბებაა შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ბონსაი წლებთან ერთად იზრდება რამდენიმე სანტიმეტრით სიმაღლეში, მისი სიმაღლე მაინც შეზღუდულია, ძირითადად, იდეალური ფორმის შექმნისგამო, რისთვისაც ისწრაფვის შემქმნელი.

ბონსაის იდეალური ზომა პირველ რიგში დამოკიდებულია ფოთლის ზომაზე. მცირე ზომის ფოთლიანი ხეებისგან შეიძლება ნებისმიერი ზომის ბონსაის შექმნა.

ხეებს დიდი ფოთლებით ან გრძელი წიწვებით აუცილებლად უნდა დაუწესდეს მინიმალური ზომა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მისი სწორი პროპორციების წარმოდგენა (ფოთლის ზომის დამოკიდებულება ხის ზომასთან). ასე, მაგალითად, წაბლს უნდა ჰქონდეს სიმაღლე 1.20-დან 1.50 მ, რომ გამოიყურებოდეს ჰარმონიულად.

შესაფერისი ხეები სხვადასხვა ზომის ბონსაისათვის:

  • 8-20 სმ:  ღვია ხე, ირგა ხე, როდოდენდრონი, ნაძვი
  • 20-30 სმ: ბარბერი, მინდვრის ნეკერჩხალი, კლდის ნეკერჩხალი, არყის ხე, მთის ფიჭვი პატარა წიწვებით
  • 30-70 სმ: არყის ხე, თხილის ხე, ფიჭვი, ყვითელფოთლიანი ნეკერჩხალი(ამერიკული), თელა ხე
  • 60-100 სმ: წიფელი, მუხა, ბუზინა, ცრუ-პლატინის ფერი ნეკერჩხალი(იავორი), პლატინისფერი ნეკერჩხალი, შავი ფიჭვი, ლარქი, ცაცხვი, ნაცარა ხე, ნაცრიფერი ნეკერჩხალი
  • 10-130 სმ: პლატანი, წაბლი, შავი ფიჭვი, ბუზინა, აკაცია, ვისტერია

გადასვლა საიტებზე:

●  შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელშეწყობისა და დასაქმების ინოვაციური საშუალებები >>
● საკონსულტაციო მასალები შშმ პირთა დასაქმების პროგრამისათვის – შშმ პირთა მიერ ოთახის იშვიათ მცენარეთა წარმოება-ექსპორტი >>
● წინა პოსტი >>   ● მომდევნო პოსტი >>